tag:blogger.com,1999:blog-43632633737648363302024-03-20T17:28:46.823-07:00დოქსოპულოVahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.comBlogger108125tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-79351737276574458842022-01-27T06:54:00.003-08:002022-01-27T06:54:50.095-08:00მადლობა კაპიტანო, ჩვენო კაპიტანო!
2004 წელს ვნახე. ის ზაფხული "დინამოს" და ჯაბა კანკავასი იყო. მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი, კედელივით იდგა "ბატეს", "სლავიას" "ვისლას" გამოცდილ მოთამაშეთა წინააღმდეგ. იმ წელს კოტე გოგიშვილმა ერთგვარ შეგონებასავით წერილი დაუწერა, მახსოვს ასე ერქვა "ღია წერილი ჯაბა კანკავას! ვიცი გამიგებ?".

იტალიასთან წითელიც გვახსოვს. წითლის მერე გვირაბისკენ მიმავალი, ტაშით გააცილა ხალხმა. მერე ბევრს ლაპარაკობდნენ - უნდა დაუკრა თუ არა გაძევებულ ფეხბურთელს ტაში. ჯაბა კანკავა იყო ხასიათი, შრომისმოყვარეობა, დისციპლინა. იმ ყველაფრის ანტიპოდი რაც მოედანზე და მის მიღმა ძალზედ ხშირად უჩვენებია ჩვენთვს ქართველი ფეხბურთელებს. ჯემალ ჩიმაკაძე მოვიდა ერთხელ - ჟირასს უთქვამს ჯაბასა და გოგიტა გოგუაზე - ეს ორი მომეცით რომ დაღვინდებიან და რომელ ნაკრებსაც გინდათ, ცენტრს იმას წავართმევო. აკი ართმევდა კიდეც. საფრანგეთთან თბილისური ფრე გავიხსენოთ მოედნიდან რომ გააქრო საფრანგეთის აღიარებული ცენტრალური ნახევარმცველები. უღალატო იყო. იცოდი რომ არც საკუთარ კოჭებს მოუფრთხილდებოდა და არც მოწინააღმდეგეს დაზოგავდა.

ნაკრებიდან აცილებდე ჯაბა კანკავას და უკმარისობის გრძობა არ გქონდეს შეუძლებელია. სადმე ფეხბურთის ღმერთი რომ არსებულიყო ჯაბას 2020 წლით დათარიღებულ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად უნდა ეთამაშა. 2015 წლის უეფას ევროპა ლიგის ფინალი მაინც უნდა მოეგო. საფეხბურთო ღმერთი რომ არსებულიყო, კანკავას უკრაინასა და ყაზახეთში არ უნდა ეგორებინა ბურთი და მის კარიერაში საუკეთესო მიღწევა საფრანგეთის დაბალი დონის გუნდებში თამაში არ უნდა ყოფილიყო.

ჯაბა კანკავა ნაკრებიდან თავაწეული მიდის. ვერავინ გაიხსნებს თამაშს, რომელიც მან უჯიგროდ ითამაშა. კანკავა ნაკრებიდან მიდის მაგრამ ქართველი გულშემატკივრების გულებში რჩება როგორც შეუპოვრობის, დისციპლინისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლო.

მადლობა კაპიტანო, ჩვენო კაპიტანო!
Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-91913234235451008852013-09-20T00:18:00.001-07:002013-09-20T01:15:09.300-07:00რით დაიწყო ქეცბაია vs. ხიზანიშვილი

შარშანდელი სექტემბერი: ბელარუსთან პირველი მატჩი. პირველ ტაიმში ზურაბ ხიზანიშვილი და ალეკო ამისულაშვილი თავიანთ საჯარიმოს მისადგომებთან ათამაშებენ ბურთს, ბელარუსი ფეხბურთელი მოდის წასართმევად და ხიზანიშვილი "ამისულას" აძლევს პასს. ჩვეულებრივი სიტუაციაა, რომელიც თითოეულ თამაშში N რაოდენობით ხდება.

ქეცბაია გამწარდა და შესვენებაზე გასახდელში უყვირის ხიზანიშვილს:

- მე რა ვთქვი? გადააგდე!

- სად გადამედგო, ფორვარდი ახლოს იყო და ფიზიკურად ვეღარ გადავაგდები წინ!

- აუტში გადააგდე! სადმე გადააგე!

- მე გადამგდები არა ვარ, ფეხბურთელი ვარ! მხოლოდ გადამგდებები თუ გჭირდება მოიყვანე საიდანმე!

- აა, შენ ფეხბურთელი ხარ?

- რა არა ვარ???

სიტუაცია დაიძაბა, თუმცა ერთ წუთში მიწყნარდა.

ერთი თვის შემდეგ: საქართველოს ნაკრებმა ფინეთში 1:1 ითამაშა. ჩვენები იგებდნენ, ორიოდე წუთში ფინელებს კაცი გაუგდეს და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ნაკრები 3 ქულას აიღებდა. რამდენიმე წუთში ზურა ხიზანიშვილი შეცდა, ნუკრი რევიშვილმა კი ახლო კუთხე ვერ დაფარა და ანგარიში გათანაბრდა. მატჩი 1:1 დასრულდა, ოღონდ საგულისხმო ის მოხდა, რომ ნაკრებმა, რომელიც 11/10-ზე თამაშობდა, თავდამსხმელის გარეშე დაასრულა მატჩი - თემურ ქეცბაიამ ჯერ კიდევ 55-ე წუთზე გაიყვანა ფორვარდი ...

ფინეთიდან ნაკრები ვილნიუსში ჩაფრინდა და იქიდან ბელარუსში გასამართ თამაშზე ავტობუსით გაემგზავრა. მგზავრობა 7 (!) საათს გაგრძელდა, რადგან საზღვარზე არ უშვებდნენ. ფედერაციის მაღალჩინოსნები იქ არ იყვნენ. მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ბენზინგასამართ სადგურზე მოუწიათ ჭამა.

ბელარუსთან ნაკრებმა 0:1 წააგო. გოლი ხიზანიშვილის შეცდომის გამო გავიდა.

ხიზანიშვილი - ქეცბაია მატჩის შემდეგ:

- ჩემი ბრალი იყო გოლი და არანაირად არ ვიმართლებ თავს. სხვა რამეზე მინდა ვილაპარაკოთ.

- რაზე?

- პატრონი გვჭირდება. ასეთ რამეს, რაც მგზავრობისას შეგვემთხვა, არცერთ ნაკრებს არ უკეთებენ. დავჯდეთ ფეხბურთელები, მწვრთნელები და ფედერაციის ხელმძღვანელები. ერთად ვისაუბროთ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

- შენ რა ბურთი რომ ვერ ამოიტანა, ფედერაციას აბრალებ?

- თემურ, აგერ 10 წამის წინ გითხარი, რომ გოლი ჩემი ბრალია და არავის არაფერს არ ვაბრალებ.

- ჰო, აბა რა გინდა თქვი.

- დავჯდეთ და ვილაპარაკოთ, რომ ასეთ დროს ფედერაციამ ნაკრები არ უნდა მიატოვოს. აბა, ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ 7 საათი სადღაც გაჭედილები, როგორია?

- აა, შენ თბილისდან გირეკავენ ვიღაც-ვიღაცები და გეუბნებიან, ამ ფედერაციას ძირი გამოუთხარეო. და შენც იმას შვრები.

- "ჩაშვებას" მაბრალებ? ...

სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ალეკო ამისულაშვილი და კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელი ჩაერია, თორემ საქმე ხელის გარტყმამდე მივიდოდა.

ორი კვირის წინ: საქართველო - საფრანგეთი. ქეცბაია ხიზანიშვილს არ ათამაშებს და მიზეზს უხსნის:

- ყვითელი გაქვს და კიდევ რომ მიიღო ფინეთთან გამოტოვებ.

- მადლობა, რომ ამიხსენი.

მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობდა. ქეცბაია და ხიზანიშვილი ცუდ ურთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან ჯერ კიდევ შარშანდელიდან მოყოლებული და ზურას გაუხარდა, რომ მწვრთნელმა აუხსნა უთამაშებლობის მიზეზი.

9 დღის წინ: საქართველო - ფინეთი. ქეცბაია სასტარტო შემადგენლობას აცხადებს. ხიზანიშვილი შემადგენლობაში კვლავ არაა, თუმცა ამჯერად არაფერს ეუბნება. ფეხბურთელი გრძნობს, რომ ზედმეტია და ავტობუსში არ ადის. რამდენიმე დღის შემდეგ კი ნაკრებიდან წასვლაზე აკეთებს განცხადებას.

ხუტა წულეისკირი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-9308052716106148102013-09-17T02:15:00.000-07:002013-09-17T02:22:00.619-07:00არა ფეხბურთითა ხოლო ...

დღეს 12 წელი გავიდა სოფელ ჩარდახში მომხდარი ავტოავარიიდან,

სადაც დავით ყიფიანი გარდაიცვალა

იგი ჩემი უსაყვარლეს ფეხბურთელი იყო. და არა მარტო ჩემი. დავით ყიფიანი კარიერის პირველ წლებშივე იქცა ერთგვარ სახალხო ფეხბურთელად და ამავე დროს, ფეხბურთთან გურმანული, ეტალონური დამოკიდებულების ერთგვარ საზომადაც.

წესით, ასე არ უნდა მომხდარიყო. წესით, ”ხალხის სიხარული” მასკულტურის ერთგვარი პროდუქტი უნდა იყოს. იყოს ხალხისავე მსგავსი და მისი ცხოვრების წესი, ისევე როგორც ყოველდღიური ცხოვრება, ხელისგულზე უნდა ედოს საზოგადოებას.

არ მოხდა ყიფიანის შემთხვევაში ასე: იგი იყო და წლების განმავლობაში რჩებოდა ხალხის უპირველეს სიხარულად, მაგრამ იმავე დროს, არც საკუთარ თავს, არც სხვებს არ აძლევდა უფლებას, მინებებოდნენ ფამილარობას, წაეშალათ დისტანცია ერთმანეთს შორის, ჩაცუცქულნი, როგორც თბილისურ ბირჟაზე, დამსხდარიყვნენ საზოგადოების ხელისგულზე და ისე ერჩიათ საფეხბურთო საქმეები.

ვერც მარტო ფეხბურთითა და ფეხბურთის გარშემო მჩქეფარე ვნებებით გამოკვებავდი ამ კაცს: ეგრევე, მინდორზევე, ზედ ეტყობოდა, რომ დავით ყიფიანი ცოტა უფრო მეტი იყო, ვიდრე თუნდაც საქართველოში ყველაზე დაფასებული ფეხბურთელი.

ზოგი ამას ”დიპლომიანი იურისტობით” ხსნიდა, ზოგიც - ინგლისური ენის ცოდნით. ვერც ერთი, ვერც მეორე ვერ მიანიჭებს ადამიანს ისეთ პიროვნულ ხიბლს, როგორსაც დავით ყიფიანი ატარებდა და როგორ გგონიათ, მარტო დიპლომიანი იურისტობითა და ინგლისური ენის ცოდნით მოხიბლავდა ეს მართლა იშვიათი ყალიბის ფეხბურთელი ერთდროულად ვთქვათ, ვერისბაღელ ”ბელადოსა” და მავან ლონდონელ ჟურნალისტს?!

არა! ვერა! რადგან აქ უფრო შინაგან ინტელექტთან უნდა გვქონდეს საქმე, ალბათ მაინც ზეგარდმო ნიჭთან, როცა ადამიანს აკვნიდანვე დაჰყვება თან რაღაც განსაკუთრებული აურა, რომლის მეშვეობითაც იშვიათ გავლენას ახდენს გარშემო მყოფებზე.

ასეთი ადამიანები განსაკუთრებულად რაფინირებულნი არიან, ამავე დროს, საოცრად რთულებიც და თუმცა კი ძალიან ხშირად არ ესმით მათი, მათთან მიმართებაში გარკვეულ ზღვარს ვერავინ გადავა, ვერავინ ჰკადრებს იმას, რაც სხვას, ნებისმიერს შეიძლება ჰკადრონ და ასეთებს ვერც ბოლომდე შეუთამამდები.

ამიტომაა, სასაცილოა ხოლმე ზოგიერთი მისი კარგი ნაცნობი ”დათოსათან ძაან, ძაან ახლო ყოფნას” რომ იჩემებს.

ცოტა, მაგრამ მინახავს ასეთი (ყიფიანისთანა) კაცები და როგორ გაორებულ გრძნობასაც უნდა ტოვებდნენ ისინი, მათთან ათქვეფას ვერაფრით შეძლებ. ისინი მიგიშვებენ, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ დისტანციამდე.

მათდა სამწუხაროდ, ეს თავადვე, ცხოვრების ბოლომდე ტანჯავთ და ყიფიანიც ასეთი იყო, ისიც იტანჯებოდა, მანაც სხვა მისნაირებივით განვლო ”ცხოვრება, როგორც ორმაგი ხაფანგი”.

ასეთი ადამიანები იბადებიან და ძალიან მალე, დამოკლეს მახვილივით თავზემოთ ეკიდებათ საკუთარი გამორჩეულობის შეგრძნება. ასეთებს ვერ დააწყნარებ. ვერ დააწყნარებ ვერც ერთ შემთხვევაში: იყოს გნებავთ პრეზიდენტი, გნებავთ მწირი ვინმე. ნებისმიერ დროსა და ადგილას, რა საქმესაც არ უნდა ადგნენ, ერთი ფიქრი და ჭია ღრღნით: არის კი ეს საკეთებელი ის, რისთვისაც მე ვარ მოწოდებული?!

უაღრესად რთული მომენტია და ალბათ ასიდან ას შემთხვევაში ვერ პოულობენ ვერც პასუხს, ვერც თავის თავს, მერე გარბიან და ... როგორც წესი, არც არაფერი გამოსდით: ძნელია, ამოძვრე საკუთარი ტყავიდან. ძნელია გაექცე საკუთარ თავსა და ბედისწერასაც გველის პერანგივით ვერაფრით მოიცვლი.

ღმერთს მადლი, მოვასწარი და რამოდენიმეჯერ მომიწია ჩემი ბიჭობის საყვარელ ფეხბურთელთან შეხვედრა. საუბარიც. პრესკონფერენციაზე კითხვების დასმაც, მისი პასუხის მოსმენაც. რაღაცნაირი, არტისტული კაცი იყო. რაც გინდა უბრალო კითხვა დაესვათ, არაფრით გასცემდა მხოლოდ ფეხბურთის ჩარჩოებში მოქცეულ პასუხს. გამოურევდა რუსულს და გაგრძნობინებდა, რომ რუსულ განათლებასთან წილნაყარი იყო. შემოგხედავდა ყურადღებით და უნდა გეფიქრა, შენში ჟურნალისტს კი არა, პიროვნებას ებრძოდა. გამოურევდა იუმორს და რაკიღა გამოსდიოდა, უნდა მიხვედრილიყავი, საკუთარ გონებამახვილობასაც გაჩვენებდა. გელაპარაკებოდა ფეხბურთზე და უნდა გაგეგო, რომ მარტო ფეხბურთი ჩირადაც არ მიაჩნდა.

სხვა კაცი იყო მეთქი. მინდორზე დაახლოებით სამ მეთხედს აკონტროლებდა. მინდვრის მიღმა - ცოტა მეტს. ახლა ვფიქრობ, თავად უფრო მეტად იყო სნობიზმისკენ მიდრეკილი, თუ უფრო ის ხალხი, ვისაც მერე ყიფიანის ახლობლობით თავი მოჰქონდათ? როგორც უნდა ყოფილიყო, მასზეც ახდენდნენ გავლენას და თავად ხომ ასხვაფერებდა და ასხვაფერებდა სხვებს.

მან მოახერხა და ბოლო ამოსუნთქვამდე ლეგენდის რანგში იცხოვრა. ისეთი კაცის რანგში, რომელსაც ყველა იცნობს და არ იცნობს არავინ. თითქოს ხალხის თვალწინაა, ”საზოგადოების ხელისგულზე”, მაგრამ კაციშვილმა არ იცის, რა უნდა, რას ფიქრობს, როგორ ხასიათზეა ...

ბოლო ამოსუნთქვამდე მარტოსულად, ამოუცნობად დარჩა და თუნდაც ამის გამო იყო ლეგენდა.

ასეთები ყოველდღიურობისათვის ვერ იბადენიან. და თუკი ყოველდღიურობა შთანთქავთ, აუცილებდა უნდა შეუქმნათ სატყუარა. მას უნდა სჯეროდეს, რომ სწორედ იქ, იმ ადგილას და იმ დროს იქმნება ეპოქა, სადაც თავად უდგება დგომა და შრომა და თუკი გაჩერდა ეს სატყუარა, თუკი წამითაც არ იტივტივა მან, მორჩა: ის მიდის.

საქართველოს ნაკრებში მწვრთნელად მოსულიდანაც ბევრს ელოდა ხალხი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ არ დასცალდა თუ არ დააცალეს. ეროვნულ ნაკრებში მის სამწვრთნელო მოღვაწეობას ერთი კაცის მოღვაწეობა არანაირად არ ერქვა: ხან მაკონტროლებელი ჰყავდა, ხანაც სკაუატი იყო, სულ ბოლოს დუეტში ამუშავეს, საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ალბათ მაინც დამარცხებული, იტალიელებთან საშინაო ფრის, პოლონელებთან გაჯახუნებული კარისა და სომხებთან დღემდე სარეკორდოდ მოგებული მატჩის ამარა წავიდა.

თავად ხომ ექნებოდა დაუკმაყოფილებლობის გრძობა და რომ ვუყურებ, ხალხშიც ბევრი ფიქრობს, რომ ყიფიანს ბოლომდე არ აცალეს - ნაკრებში, რა თქმა უნდა. ამას წინათ ბატონი ბადრი ბეგალიშვილმა ისიც მითხრა, ყიფიანისეული ნაკრები მაინც ყველას სჯობდა, ეროვნულის ყველაზე უკეთესი მწვრთნელი ალბათ მაინც დათო იყოო ...

შესაძლებელია ესეც, მაგრამ, მომკალით და, გინდაც ფინალურ ეტაპზე გაეყვანა ჩვენი ნაკრები, დავით ყიფიანს ვერასოდეს ჩავთვლიდი მარტო საფეხბურთო მწვრთნელად. ჩემი აზრია და ეგებ, ბევრმაც გაიზიაროს, მისთვის საფეხბურთო მწვრთნელობა უფრო იმით იყო მისაღები, რომ მწვრთნელები ერქვათ კრუიფს, ბეკენბაუერს, კაპელოს, ტრაპატონის, თორემ მოუგებდა თუ ვერ მოუგებდა მოლდოვას, ეს ვერანაირად ვერ იქნებოდა დავით ყიფიანის მენტალიტეტისა და მოთხოვნილების საზომი. მას მასშტაბი და ავტორიტეტებთან ყოფნა სჭირდებოდა და თანაც ისე, როგორც მინდორზე, თამაშისას, მთელის სამ მეოთხედზე მაინც - ამას ეძებდა.

ეძებდა მაგრამ ვერსად ნახა: ვერც ფეხბურთში, ვერც მის გარეთ, ვერც თბილისში, ვერც იაროსლავლში, ვერც ქუთაისში და რაღა გასაკვირია, რომ ვერც ეროვნულ ნაკრებში.

საკუთარ თავთან ბრძოლა, რომ ძალასა და ნერვებს აცლიდა, ზედ ეტყობოდა. მერე ყოველდღიურობის ფერხულში ჩაბმული ენთებოდა, თავს ვეღარ იკავებდა - ხან მავალ თანამსაჯს მისცებდა მუჯლუგუნს, ხანაც მავან უზრდელ მაყურებელს აჰყვებოდა ლანძღვაში.

ამ დროს დავით ყიფიანის შინაგან ინტელექტს ეძინა, ამ დროს მასში ჩვეულებრივი კაცური ბუნება იღვიძებდა და ...

მერე იჯდა და ფიქრობდა. ფიქრობდა იმაზე, რომ ძალიან, ძალიან ცოტას ესმოდა მისი.

რამდენჯერმე შევხვდი. საუბარიც მოვახერხე, კითხვის დასმაც და მისი პასუხის მოსმენაც. ბუნებრივია, საქმიდან გამომდინარე, რამდენჯერმე რაღაც დავუწერე კიდეც. ერთხელაც ძალიან პატარა ”იჯდა და ფიქრობდა ...” გამომტყუა და როგორც მისმა მეგობარმა მითხრა, მაშინ უთქვამს: როცა მაგას წერდა, ჩემს ტყავში იჯდაო ...

მართალი იყო - ისე მოხდა, ათიანში მოვარტყი ... ეს იმიტომ, რომ მაშინ მივხვდი პირველად, ის არ იყო მარტო ფეხბურთით მოარსებე კაცი. მაძიებელი, ორმაგზოდიაქონიანი, ორი ოჯახის მქონე, ორდაბადებისდღიანი და საერთოდ, ორპოლუსიანი კაცი იყო.

ამიტომ ექცა ცხოვრებაც ორმაგ ხაფანგად. ცხოვრება, რომელიც იცხოვრა ”არა ფეხბურთითა ხოლო ...”.

კონსტანტინე გოგიშვილი

”მთავარი გაზეთი სპორტი”

2004 წლის 28 ივლისი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-88185971211156089302013-09-09T07:53:00.002-07:002013-09-09T07:53:31.695-07:00მონოლოგიადა

ფეხბურთელების უმრავლესობას ერთი უცნაური კომპლექსი ჭირს. მიაჩნიათ, რომ მათ ხალხი ვერ იტანს.

ძნელი სათქმელია, საიდან მოვიდა ეს კომპლექსი. რამდენი გოლიც უნდა გაიტანოს მოთამაშემ, რამდენჯერაც უნდა დაეხმაროს გაჭირვებულს, რამდენჯერაც უნდა მოინახულოს ვთქვათ, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, შეგრძნება იმისა, რომ ყველგან, ყოველთვის ერთ კაცს მაინც ეზიზღები, არასოდეს სტოვებს.

საშუალო-სტატისტიკურ გულშემატკივარსაც თავის "ტვირთი" აქვს - მან საბოლოო დაიჯერა, რომ ფეხბურთი ქრომირებულ "ასტონ მარტინებზე" მეოცნებე უპასუხისმგებლო ყმაწვილებით გაივსო. რასაკვირველია, არცერთ მათგანს მოსწონს ჟურნალისტი, მსაჯი, მწვრთნელი, ჩინოსანი ...

ბუნებრივია, ამათაც საკუთარი გადასახედი აქვთ და მოდავეს გაღმა ედავებიან - შენ რომ თამაშობ, იმაზე უკეთ ვწერ, ვუსტვენ, ვწვრთნი, ვმენეჯერობო ...

ტიპიური სიმართლის პოლარიზაციაა ანუ ყველას რომ საკუთარი სიმართლე გააჩნია და ყველა თავისებურად მართალია, იქა ვართ.

შესაბამისად, დიალოგის მაგიერ უსასრულო მონოლოგებს ვისმენთ - ერთისას, ორისას, სამისას, ასისას ...

საქმეც შესაბამისად გამოდის - ერთის, ორის, სამის, ასის, მაგრამ არა ყველასი.

ყველასი არ და ვერ გამოვა - ჩვენ ერთად საქმის კეთება არ ვიცით.

მგონია, რომ აზრის, იდეის პრობლემა გვაქვს. არ ვარგა ჩვენი საფეხბურთო ცნობიერება.

და კიდევ: ისე მგონია, არც ერთმანეთის წარმატება გვიხარია მაინც და მაინც ...

ამ მხრივ, თემურ ქეცბაია ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.

მრჩება შთაბეჭდილება, ქართული საფეხბურთო საზოგადოების მნიშნველოვანი ნაწილი პირადპირ "კარტოჟნიკის" აზარტით ელოდება, როდის წაიკრავს ფეხს საბოლოოდ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრები და შესაბამისად, როდის მოინელებს კიდევ ერთ მანამდე წარმატებულ კაცს "ქართული ელექტროსკამი".

გულშემატკივარი თავის მოლოდინსა და ემოციაში რადიკალია და მისი პოზიცია გასაგებია, მაგრამ სამწუხარო ისაა, ქეცბაიას აშკარა მოწინააღმეგეები ფეხბურთელებსა და სპეციალისტებს შორისაც არ აკლია.

თან დასაწყისიდანვე - როგორ თუ დაცვით ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებსო.

რაო ნაკრები "gangnam style" ტემპშია მომართული და ქეცბაია აპეურებს უჭერს თუ?!

მერე სამწვრთნელო-სანაკრებო რეკორდი იყო, შედეგი კომპრომატად ვერ გამოდგებოდა და ცალკეულ მოთამაშეთა ადვოკატობა გვექცა მოდად - ამას, ამას და ამას რატომ არ იწვევს, ვინ ჰყავს მაგაზე უკეთესიო.

არადა, გულზე ხელის დადებით ვთქვათ, თუკი "ბასაზე" ვინმეს გაურბენია, იმათგან მხოლოდ "ამბარცუმა" არ მიუწვევია ნაკრებში ახლანდელ მწვრთნელს - სხვა საკითხია, ვინ მოეწონა და ვინ არა, ვინ ათამაშა და ვინ სინჯებით დააკმაყოფილა მხოლოდ.

კონფლიქტებმაც დაღმა ფარცხეს - ქეცბაიას ხისტმა ხასიათმა ხელი არ შეუწყო გოგუას, ყენიას, იაშვილის, კობიაშვილის მეტნაკლებად პრობლემური საკითხების მოგვარებას და გარკვეული უკმარისობისა და გაურკვევლობის გრძნობა, განსაკუთრებით ვეტერანი ფეხბურთელების შემთხვევაში, დღემდე მოგვყვება.

ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ფეხბურთელებს რაც შეეხება, მათი პრობლემა ქეცბაიაზე მეტად არაპროფესიონალიზმია - პროფესიონალი აქა-იქ და ხამუშ-ხამუშ კი არა, კარიერის პირველიდან ბოლო წუთამდე უნდა იყოს, "მთვარის შუქზე ეშმაკთან "ტანცები" როგორც წესი ისჯება ხოლმე ...

მწვრთნელს უკვე ორჯერ მაინც მოუწია დანის პირზე გავლა. არ ვიცი რა განაპირობებს ამას - შრომისა და აზროვნების ნაყოფია თუ უბრალოდ იღბალი (როგორც თემურის მოწინააღმდეგის ბანაკი ამტკიცებს), მაგრამ სულ ხდება ხოლმე რაღაც ისეთი, კრიტიკოსებს რომ მიაჩუმებს.

მე თუ მკითხვათ, მისი, როგორც მწვრთნელის სიმართლეც ეს არის და რაც შეეხება საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ქართულ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ პოზიციას - ფრე ფეხბურთელებმა გაახერხეს, თორემ მწვრთნელის ხელი ადრინდელივით არც ამჯერად ეტყობოდა ნაკრებსო ... ღიმილს იწვევს და უნებურად ახალკაცი-უმცროსის დროინდელი აღმასკომის ერთ სხდომას მახსენებს: "დინამოს" ამჟამინდელი მენეჯერის გიორგი ტყავაძის სიტყვას ფედერაციის პრეზიდენმა "მაშ მტყუანისო" რომ მოაყოლა ...

ხდება ხოლმე - მავანის მოქმედებასა და პოზიციას დაგინებით თუ უპასუხებ, თორემ სხვა "მოძრაობას ვერ გააკეთებ".

ვერ დავაბრალებ საფრანგეთთან ფრეს მხოლოდ ფეხბურთელებს - მათდამი პატივისცემისდა მიუხედავად, არა ვარ მათ შესაძლებლობებზე ასე მაღალი წარმოდგენისა და იმიტომ!

კრიტიკას განშტოებები გააჩნია. მათგან ერთ-ერთი და ცოტა მოულოდნელი იმის მცდელობაა, თემურ ქეცბაიას "საერთო-სახალხო ბიძის" ტვირთი აჰკიდონ - უწუნებენ სლენგს, დიქციას, დეკლამაციას, სინტაქსს, მორფოლოგიას, ლექსიკას, ფრაზეოლოგიას, ქცევის და ლაპარაკის მანერას ...

გეგონებათ სპარტაკ ბაღაშვილის როლები უნდა გაარემიქსოს ...

პირადად მე მსგავსი დაყენებული ტემბრი და მორალური საქციელი საბჭოთა "ვრემიიდან" მახსოვს და კიდევ "იუთუბის" იმ სიუჟეტებიდან სახალხო კორეიდან რომ შეგვაპარებენ ხოლმე.

კი, ჰო, დიახ - თემურ ქეცბაია სხვაა და კირილოვი ან ლევიტანი სხვა, მაგრამ ევროპის ჩემპიონ დელასს ხომ ესმოდა?

ერთ ინგლისურ სტატიაში "ნიუკასლზე", კენი დალგლიშზე, ჟინოლაზე, ბერდსლიზე, ფერდინანდზე, კლარკზე დაწერეს.

და ქეცბაიაზეც ...

ეგო ბნელში ვარსკვლავად ციმციმებდა, პრაგმატულმა კენიმ "კონფერანსიეების" გუნდი რომ დაშალაო.

არადა დალგლიშის გამო არ იყო სარეკლამო ბანერი რომ გაიფინა წიხლქვეშ?

იმავე სტატიაში იმ ინცინდენტს უსიამოვნოდ იხსენებს და ამბობს, რომ ხდება ხოლმე ისეთი რამ, რაც წარსულში გინდა დატოვო და მასზე არასოდეს ილაპარაკო.

იმ პატარა ბიჭებს კი, არჩილ არველაძის სიტყვებით რომ ვთქვა, ეროვნულ ნაკრებს მუღამი რომ დაუჭირეს და მის ფონზე ყველა სხვა გუნდი ფილარმონიის მერე სოფლის კლუბში გამოსვლასავით ეხამუშებათ, ქეცბაიასთან ბუღრაობას, კარიერაზე ჰკითხონ, უჯობთ ...

ჰკითხონ, რატომ დაარქვეს მელოტი როი "real 'Roy of the Rovers' stuff-დან" - გაერთიანებულ სამეფოში ასეთ რამეს მხოლოდ იმ ადამიანებზე ამბობენ, რომლის სიტყვაც და საქციელიც ხარისხის ნიშანია.

"ახლანდელი ქეცბაიას" სურათისთვის კი "oldest, wiser ketsbaia" მიუწერიათ ...

რათა? რათა?? რათა???

ვითომ საქართველოში მეტად ესმით ბურთის და კაცის ვიდრე ინგლისში?

პასუხი ასე ჟღერს - "ტოტენჰემი!" - ადრეც და ახლაც ...

ქეცბაიამ კი საფრანგეთთან ფრე ითამაშა.

კონსტანტინე გოგიშვილი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-69041615315831777872013-09-06T05:01:00.000-07:002013-09-06T05:07:03.503-07:00სუფრაზე და ნასუფრალზე

შოთა არველაძემ ამასწინათ ინტერვიუში თქვა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა მინისტრობაზე რთულია და თქვენი ჭირიმე, მაგაზე საერთოდ არ ვფიქრობო. ამ სიტყვებში ბევრი რამ არის დამაფიქრებელი და არა მგონია, არველაძეს ჰაერზე ესროლა სიტყვები. საერთოდ, შოთა ”ისე რა” არაფერს ამბობს - მის გადაკრულ სიტყვაშიც დაიჭერ რაღაცას.

მან თავის საფეხბურთო კარიერა ჭკვიანურად წარმართა და იცის, რომ ნაკრებში ახლა ჩამოსვლა ყულფში თავის გაყოფაა. თითქმის დარწმუნებული ვარ, ის როდესმე აუცილებლად გახდება ნაკრების თავკაცი, მაგრამ ეს მაშინ, როცა შეიგრძნობს, რომ წარმატება მიღწევადი იქნება. უახლოეს მომავალში კი თუნდა იმიტომ არ ჩამოვა, რომ არავის აალაპარაკებს - ”აი, რეზიმ გაუშანსა, მაყუთი აშოვნინა თავის ძმას”-ო.

მას არასოდეს დასცდენია რადიკალური აუგი თემურ ქეცბაიას მუშაობაზე და ეს მიუხედავათ იმისა, რომ ქეცბაია მისი მეგობარი არაა. მაშ, რაზე მიანიშნა? რატომ არის ნაკრების მწვრთნელობა მინისტრობაზე რთული?

ხელფასი? იცოცხლეთ, ძალიან ბევრია; ფანებისგან წნეხი? თითქმის არანაირი. სხვა ქვეყნებში 4 მატჩის ზედიზედ წაგებაზე გაცილებით მეტი იქნებოდა; ჟურნალისტებისგან ზეწოლა? ორი-სამი გამონაკლისის გარდა ყველა პირში შესციცინებს, ან ”სატოპკე” კითხვებს უსმავს. აქ 0-1 წაგებაზე კი არა, უჰრინმა 0-5 რომ წააგო და პრესკონფერენციაზე ერთი ბოდიშიც კი არ დასცდენია, ერთი თვითკრიტიკული სიტყვაც რომ არ უთქვამს, მავანმა ჟურნალისტებმა (რომლებიც ერთხელაც კი არავის უნახავს სტადიონზე ”ფეშენ მატჩების” გარდა) ტაშით (!) გააცილეს.

მაშ რატომ? წნეხის გარეშე მომუშავე კაცისთვის რატომ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელობა მინისტრობაზე რთული? რჩება ერთი რამ - ფეხბურთელებთან მუშაობა. ერთის მხრივ, თავს დავდებთ, რომ ამ ფორმაციის ნაკრებში ერთ სკანდალისტს და ამრევსაც ვერ ნახავთ. მგონი, ზედმეტად ”ბუნჩულა” ნაკრებია, ფეხბურთელები ერთმანეთთან ნორმალურად არიან, ოღონდ არ მეგობრობენ. თუ მეგობრობენ, 2-კაციანი, 3-კაციანი ცალკე ჯგუფებია.

მე არ მახსოვს, რომელიმე ფეხბურთელი თანაგუნდელს პრესაში, ან ტელევიზიაში საუბრისას გამოქომაგებოდა. საკუთარ ტყავს არავინ დახევს. კარგად მახსოვს, ზურაბ ხიზანიშვილს ნოდარ ახალკაცსა და კლაუს ტოპმიოლერთან კონფლიქტი რომ ჰქონდა და ნაკრებიდან წავიდა, მომდევნო მატჩისთვის ერთ-ერთ ვარჯიშზე მალხაზ ასათიანი, კახა კალაძე და ლევან ცქიტიშვილი თათბირობდნენ, მივიდეთ და ვუთხრათ უფროსობას, რომ ”ხიზანა” დააბრუნონო. დააბრუნეს. უფრო სწორად, დააბრუნებინეს.

დღეს არა. არც გოგიტა გოგუას შემთხვევაში მომხდარა, არც დავით სირაძის და არც - ლევან ყენიასი. გოგუას ფეხბურთელებთან არ მოსვლია კონფლიქტი, მწვრთნელთან მოუვიდა და ფეხბურთელებს მედიატორის როლი უნდა ეთამაშათ. გოგუა იმ დროს ნაკრებისთვის საჭირო კაცი იყო, რუსეთის მეორე ლიგაში როდი თამაშობდა ... რა შედეგი მივიღეთ? გაიხსენეთ. ეს კონფლიქტი მოხდა ხორვატიასთან მატჩიდან მეორე დღეს, იქიდან მოყოლებული კი ნაკრებმა ზედიზედ მიაყოლა წაგებები. ახლაც იგივე შემთხვევაა ყენიასთან დაკავშირებით. კარგად ვიცით, რომ ლევანმა გადაამლაშა და არ ვამართლებთ (ისევე როგორც არც გოგუას ვამართლებთ). ყენია ყველაზე უფრო ქორწილის ამბავში ჩაიჭრა - მას ახლა ძალიანაც უნდა ნაკრებში თამაში, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში ეს არ მოინდომა და ბევრი გაანაწყენა. ყენია, რომელიც ზოგჯერ ერთ კვირაში 3 სხვადასხვა ნაკრებში თამაშობდა, უცებ გახდა ანტიგმირი.

შემდეგ გადაამლაშა ქეცბაიამაც: სულ ტყუილად ამბობს, როგორც ფეხბურთელიც არ მაკმაყოფილებსო ... კოჭმონგრეული აკმაყოფილებდა და ახლა აღარ? ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერ დავუჯერებთ. ეთქვა გულახდილად, რომ კონფლიქტის გამო არ იძახებს. საერთოდ, ქეცბაია და დიპლომატია ისე შორი-შორსაა, როგორც გრენლანდია და ბანანი.

მოკლედ, კონფლიქტია, რომელშიც ფეხბურთელები არ (იმედია, ჯერჯერობით) ერევიან. უარესები მომხდარა სხვა ნაკრებებში, მაგრამ კომპრომისი გამოუძებნიათ, ვინმეს შეურიგებია A და B.

გვერწმუნეთ, ნორმალურ მწვრთნელს ურჩევნია, ვინმე შეეკამათოს, თავისი აზრი გამოთქვას, თუნდაც მოკრძალებული რჩევა მისცეს, მწვრთნელობა მოედანზე იკისროს. თუმცა, დღეს ნაკრებში ასეთი სიტუაციაა - შენი გულისთვის თავს არავინ შეიწუხებს. არაა ლიდერთა ჯგუფი, რომელთა სიტყვას სხვა წონა ექნება.

საშინელი სენი ქარტულ ფეხბურთში: სათქმელს სუფრაზე არავინ ამბობს, შემდეგ უკვე ნასუფრალზე, კი ბატონო, ორატორები ხდებიან.

ტოპმიოლერი ნაკრებში მუშაობდა? აუჰ, ესაა ვინცაა, ამან ”ლევერკუზენი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. გაუშვეს? ეს ფეხებზემკიდია, ზარმაცი.

კუპერი ნაკრებში მუშაობდა? ბიჭოოოს, კაცმა ”ვალენსია” ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ”მალიორკა” არაფრისგან გუნდი გახადა, სუპერია. ნახეთ რა პატივი დაგვდო, სად ჩამოვიდა. გაუშვეს? ვერაფერი ”ტრენერია”, ფეხბურთელებს ვერ ცნობდა.

წავა ქეცბაია და მერე ნახეთ ამა თუ იმ ფეხბურთელების ინტერვიუები ... მერე ნახეთ, რაც ცუდი კაცი გახდება თემური. ნასუფრალზე ყველა ორატორია.

ბაქარი სანაია

ბლოგის facebook მისამართია

Geofootball

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-34827301636547052052013-08-22T06:22:00.002-07:002013-08-22T06:37:32.120-07:00სტადიონზე გინების გარეშე

- შემაგინეს ერასტიჩ.

- სად? როგორ? - თვალები დაკარკლა ერასტიჩმა.

- იქ გორში. ხო იცი რა ხალხია?!

- გორელებმა ტო?

- არა უფრო ისინი იყვენენ "პერევლის" გადაღმიდან. კოკაიამ გამომიგზავნე ასიანი. "ფეროს" წარწერიანი თეთრი მაისურები ეცვათ.

- ოხ მაგათი ... ხო იცი შენ თავს არავის დავაჩაგვრინებ.

- რა ვქნათ ერასტიჩ?

- გორში რა უნდოდათ ტო?

- აზრზე არ ვარ. წინა კვირას ჩემი ძმა კოკაიას სახლიკაცს ეხიპიშა ჩვენთან ლოჟაში. გულში ჩარჩა ალბათ და....

- ოხ მე მაგათი ...

- რა ვქანთ ერასტიჩ? ნეხვატკაში დამტოვეს... დაცვაც გაუგზავნე გააჩუმე-თქო მაგრამ ხო იცი ჩვენი ზურიკელას ამბავი ... ვერ ქაჩავს რა ...

- ჩერეზ დომენტი უნდა ვიჩალიჩოთ ... რიჟაც გვერდზე დაგვიდგება უეჭველი. არ დაგვიდგებიან და ...

- ვ სმილსე?

- კაროჩე უნდა ავკრძალოთ ეს გინებები, რა პონტია ტო?

- ხო ეგაა რა.

- აგერ მე შენ და შახოვი ვიტყვით, რომ გინება ბეზპრიდელია და რიჟაც და დომენტიც იასნა გვერდზე დაგვიდგებიან.

- თუ მაინც შეიგინეს?

- თუ მაინც შეიგინეს და სტადიონი დავაჯარიმოთ.

- აზრიანია, თორემ ცოტა ხანში ზესტაფონში წასვლა მიწევს და ხო აზრზე ხარ იქ რა მოხდება ერასტიჩ. არ ჩახვალ და ჩაიფახაო, ჩახვალ და ...

- ხოდა ეგაა. დომენტასაც დაევასება იდეა. მაგათთვისსაც შემოსავალია. რიჟას ამბებიც ხომ იცი ევასება კრეაწივი.

- შენ რომ არა რა ეშველებოდა "დინამოს" და ჩვენ ფეხბურთს ერასტიჩ?

- ბიჭო მე სარატოვში დავაყენე პალაჟენია და ჩვენ ფეხბურთს ვერ მივხედავ?!

- ზნაჩიტ ფეხბურთზე გინება მოსული აღარ იქნება.

- იასნა. ფეხბურთზე ვინმე შეიგინება სტადიონი უნდა დაჯარიმდეს. როგორც წეატრშია რა. მიდი უყურე დიდი დიდი ტაში დაუკარი და წადი რა ... სტადიონზე გინება დასტოინი არაა რა.

- ასიანი ხარ ერასტიჩ ...პროსტა ერთი პონტია, გულში გინებას რა ვუყოთ.

- ცოტა მაცალე ტო, მაგისთვისაც მოვიფქრებ რამეს. რა ყველაფერი ერთად გინდათ, რა ხალხი ხართ ?

- ჯიგარი ხარ ერასტიჩ!

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-85201423027535710052013-08-17T08:56:00.002-07:002013-08-17T09:17:18.940-07:00ბუბას ლიმიტები

დღეს გორში მატჩის კომენტატორმა თამაშის შეჯამებისას ერთი საინტერესო ფრაზა თქვა ”დილამ” 3 ქულა დაკარგა, ”დინამომ” კი 1 ქულა მოიპოვაო. ”თენგიზ ბურჯანაძემ” ”დინამოს” შესაძლებლობები წარმოაჩინა. წარმოაჩინა უპირველეს ყოვლისა ”დინამოს” აღმასრულებელი მენეჯმენტის უუნარობა და ამ შემთხვევაში ვამბობთ აღმასრულებელ მენეჯმენტს და ვგულისხმობთ ბუბა ტყავაძეს. წლებია უკვე ბუბა ტყავაძე ქართულ ფეხბურთში საქმიანობს და კაცი არ დარჩა ვინც მისი შესაძლებლობები არ იცოდეს. იციან რომ საქართველოს ჩემპიონობა საშუალოზე უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე გუნდით შეუძლია. შარშან რუსთავში ყოფნისასაც დაამტკიცა ეს, თუმცა ამის იქით გზა იხერგება. ბუბას ”ობსილა” არ ჰყოფნის გუნდი ევროპაში ათამაშოს და იქ რამეს მიაღწევინოს. 2012 წლის გაზაფხულზე ბუბა ჯერ კიდევ რუსთავის ”მეტალურგის” დირექტორის რანგში სტუმრობდა თბილისის ”დინამოს” დიღმის საწვრთნელ ბაზას. სწორედ მაშინ უთქვამს ”დინამოს” ახლანდელს ჩინოვნიკს რომან ფიფიასთვის - იმის მეოთხედი ფულით რაც ”დინამოში” დახარჯე რუსთავი ლამის ვაჩემპიონეო. ფიფიამაც ერთ მდინარეში მეორედ შესცურა და ისე გამოდის, რომ ბუბას ამ სიტყვებზე დაება. დაება იმიტომ, რომ მაშინდელ ”დინამოს” ჩემპიონობაც სანატრელი ჰქონდა.

ბუბა ტყავაძე მანამდეც მუშაობდა ”დინამოში” და მაშინ თუ შეჭირვებული ”დინამოსთვის” ევროპაზე გასვლა და იქ ”რაც შეიძლება კარგად გამოსვლა” პროგრამა მინიმუმიცა და მაქსიმუმიც იყო, დღევანდელი ”დინამოსთვის” ეს არ კმარა. მაშინ ფიფიამ ბუბა გაუშვა და შემდეგ დააბრუნა. შარშან ფიფიამ ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა განიზრახა და როგორც ამ ზაფხულს გამოჩნდა ვერ მოახერხა.

ბუბა ტყავაძეს შეუძლია საქართველოს ჩემპიონობას ასე თუ ისე ეყოს, მაგრამ ევროპას ვერ და არ ეყოფა, რადგან გია გეგუჩაძის დავესესხები და ვიტყვი ”იქ გუნდები სულ სხვა სიჩქარეებს გირთავენ და ...”

დღეს ”თენგიზ ბურჯანაძეზეც” ორი თვის წინ შეკოწიწებულმა ”დილამაც” ”დინამოს” სულ სხვა სიჩქარეები ჩაურთო. დევდარიანმა კი მისი ჩეხი ვიზავი პირწმინდად დაჩაგრა. ილურიძემ ასე ნანატრი ტრიუკები ატარა, ჯარასავით იტრიალა და ესპანეთიდან პომპენზურად ჩამოყვანილ უსტარიცს თავბედი აწყევლინა.

ბუბა ტყავაძემ თბილისის ”დინამოში” თავის შესაძლებლობები ამოწურა. მოკლევადიანი გათვლებით მისნაირი მენეჯერი კარგია რადგან მისი დანიშნვით ჩემპიონობა თითქმის გარანტირებული გაქვს, მაგრამ თუ გათვალა გრძელვადიანი და ამბიციურია ბუბა ტყავაძისა და რომან ფიფიას გზები უნდა გაიყოს, რადგან ბუბა ტყავაძის მიერ გუნდში მოყვანილმა ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერ გაამართლა. მაგალითები გნებავთ? გიორგი შაშიაშვილი 18 კაცში ვერ ხვდება, რანაირი გულცივი უნდა ყოფილიყავი კაცი დღეს ილურიძე-უსტაირიცის დუელისთვის გეყურებინა და ამ უკანასკნელის მისამათით თანაგრძნობა არ გაგჩენოდა. კვარაცხელიას დოლიძე გაუსწორდა. გლიშიჩი მარცხენა ფლანგზე ღონღაძემ და ალადაშვილმა ჯგუფურად ... დაჩაგრეს. დორიან გოგა და ვუო სად მოხვდნენ ჯერაც ვერ მიმხვდარან.

ბუბას გუნდში ყოლას თავის ლიმიტები აქვს და ეს ლიმიტები ნელ-ნელა უკვე თვალნათელი ხდება. ბუბას უთანხმოება აქვს თითქმის ყველა თავის კოლეგასთან, ეგ კი არა გასულ კვირას იყო, საპატიო ლოჟაში ტყავაძე უფროსმა ”ზესტაფონის” ერთ-ერთ მაღალჩინოსანს რომ ოჯახი უტრიალა. ბუბასთან ვერ იმუშავებს ვერც ერთი გამორჩეული ქართველი მწვრთნელი რადგან მათ ან მისი მმართველობის სტილი და გუნდის მუშაობის პროცესში ჩარევა არ მოსწონთ, ან არადა უბრალოდ უთანხმოება აქვთ. ბუბა ვერ მუშაობს მამუკა ჯუღელთა, ამ უკანასკნელთან კი წამყანი ქართველი ფეხბურთელები თანამშრომლობენ. უცხოელ ფეხბურთელებზე კი უკვე ვთქვით რა და როგორი ხარისხის უცხოელების ჩამოყვანა შეუძლია ”დინამოს” მენეჯერს ეს დღეს ყველამ ერთად ”თენგიზ ბურჯანაძეზე” ვიხილეთ.

არ მგონია რომან ფიფია ვერ ხვდებოდეს - ამ დონის ფეხბურთელებითა და მწვრთნელით ევროპაში წარმატების მიღწევა ოცნების სფეროდანაა. ვარიანტი რამოდენიმეა, ან ”დინამო” აკადემიაში ბიჭების გაზრდას დაელოდოს და ევროპაში ხმაურიანი დაბრუნება შესაბამისად რამოდენიმე წლით გადაიდოს ან არადა ამის პარალელურად ”დინამომ” სტრატეგიულად იმოქმედოს და დღევანდელი კვერცხს ხვალინდელი წიწილა ანაცვალოს. დღეს როდესაც ასე დასუსტებულია საქართველოს ჩემპიონატი სწორედ ახლა არის დრო რომან ფიფიასა და ბუბა ტყავაძის გზები გაიყოს. ”დინამო” ევროპაში გასვლას ბუბას გარეშეც შეძლებს, იქ კი რენომეს აღსადგენად სულ სხვა დონის ფეხბურთელები და მწვრთნელებია საჭირო, რომელსაც ბუბა ტყავაძე ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო კლუბში უბრალოდ ვერ მოიყვანს.

რომან ფიფიამ სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: ან ტყავაძე და კომპანია დარჩება და ”დინამოს” ”პატალოკი” საქართველოს გარანტირებული ჩემპიონობა იქნება; ან არადა მაღალი დონის მენეჯერი მოვა, რომელმაც გუნდს პირველივე წელს შეიძლება გარანტირებული ჩემპიონობა ვერ მოუპოვოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ალბათობით ევროპაში დააბრუნებს.

დღეს ”ბურჯანაძეზე” ”დინამოს” საცოდაობა დიდწილად სწორედ მისი მენეჯერის კისერზეა. ”დინამოში” დასაქმებულთა უდიდესი უმრავლესობის მსგავსად ტყავაძემ გუნდში საკუთარი თავი ამოწურა. ახლა ჯერი რომან ფიფიაზეა.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-43198990552724969502013-07-31T11:43:00.000-07:002013-07-31T12:05:09.138-07:00გადაიქროლეს ცივმა ქარებმა ...

გუშინ თბილისის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი სტუმრობდა, რაც კი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში თბილისში ჩამოსულა. გუშინ თბილისში იყო გუნდი, რომელმაც ზუსტად იცოდა რა უნდოდა და კარგად უწყოდა ამ მიზნისათვის როგორ მიეღწია. გუშინ თბილისში ტანასე და კომპანია იყო.

მეორე მხარეს კი იდგნენ ბიჭები, რომეთაც დიდი ხანია ევროპის რაგინდარა ტურნირის დასკვნით ეტაპზე მოხვედრა უნდათ, მაგრამ არც თავად და არც მენეჯმენტმა არ იცის როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს. გუშინ ”სტიაუამ” ”დინამოს” ნიღაბი ჩამოხსნა. არა მარტო ფეხბურთელებს, ხელმძღვანელობასაც. გუშინ ”სტიაუამ” გვაჩვენა, რომ გუნდის აწყობა არ არის მხოლოდ ბაზის და სტადიონის გარემონტება და დამშვენება. გუნდს მენეჯმენტი ჭირდება პატიოსანი, გამოცდილი, მცოდნე, საქმეში ჩახედული, ერუდირებული, განათლებული, დახვეწილი. მენეჯმენტი, რომელიც იაზროვნებს და რომელშიც მუდამ იქნება აზრთა ჭიდილი, დავა-კამათი და არა ისე, რომ დამკვეთის ყველა სიტყვა ბიბლიიდან ამოღებულ ჭეშმარიტებად მიიჩნეოდეს, იმის შიშით რომ ვაიდა უსტაბაშს რაიმე არ ეწყინოს, გუნდიდან არ გაგიშვას და მსუყე ხელფასი არ დაგაკარგვინოს. შიში ოხერი რამ არის. ამ ხალხს ფეხბურთის მეტი ნაკლებად თუ გაეგებათ რაიმე და ახლა ჩვენში ფეხბურთით თავის რჩენა მხოლოდ ”დინამოშია” შესაძლებელი.

გუშინდელი მარცხის მიზეზი ორი რამ მგონია. არც ჩისკო, არც ლორია და არც დუშან უჰრინი. გუშინ ორმა გრძნობამ დაამარცხა ჩვენი ჩემპიონი: შიშმა და შიმშილმა.

შიში გუშინ მინდორზე ნათლად ჩანდა. შიში იმის რომ ართმევაზე წასულ მცველს შესაძლოა პოზიცია დაეკარდა და მერე მზღვეველი არავინ იყო. შიში იმის, რომ ფლანგის მცველს შეტევაში წასვლა და ელემენტარული ”ზაბეგანიეს” გაკეთება უჭირდა, რადგან წინ წასული უკან ვეღარ ჩაასწრებდა, შიში იმის რომ გაშვებული გოლი შეიძლება მას დაბრალებოდა და რისხვა არ ასცდებოდა. ეშინოდა გლიშიჩს. ეშინოდა კვირკველიას, ბასკ უსტარიცსაც ეშინოდა. შეეშინდა ჩისკოსაც. ეშინოდათ დაჯარიმებისა და წვრილმანი ჯარიმის აღების. რადგან შეიძლება იქ, ზემოთ ლოჟაში მჯდომ სიგარიან ბიძიებს რომელიმეს მოქმედება არ მოსწონებოდა. ამას ათვალწუნება მოსდევს, მერე სათადარიგოთა სკამზე დასმა, შემდეგ ბაზის კარის დახურვა და ... ამ ფორმაციის ”დინამოს” ფეხბურთელებს არასოდეს არანაირი შანსი არ ექნებათ ფეხბურთი მაღალ დონეზე ითამაშონ. მათ თავის ”ჰამლეტი” უკვე დიდი ხანია ნათამაშები აქვთ. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ამ რამოდენიმე წლის წინ ვერც უსახურ ”ვოივოდინაში” დაიმკვიდრეს თავი და ვერც არაფრით გამორჩეული ჰაიფას ”ჰაპოელში”, ზოგს ”განჯასა” და ”სუმგაიტში” უჭირდა. დღეს კი სწორედ ეს ფეხბურთელები ითვლებიან გუნდის მოტორებად. მათ გარეშეა ”დინამო” წარმოუდგენელი რომ გვგონია. მათი ”პატალოკი” სწორედ ამ ფორმაციის ”დინამოა”, რადგან საქართველოს ჩემპიონობა აქ და ახლა ყველაზე მარტივია. ამ მარტივ საქმეში კი ისეთ თანხას იხდიან, რომ ბევრს ევროპაშიც არ დაესიზმრებათ. ამ ფორმაციის ”დინამო” ჩისკოზე დგას, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშს იხვეწება. დგას 34 წლის გივი კვარაცხელიაზე და უსტარიცზე, რომელიც საქართველოში კარიერის ეპილოგისას ჩამოვიდა უფრო თავგადასავლისთვის ვიდრე გინდა თუ არა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სათამაშოდ.

ეს ხალხი, აქ კლუბის მენეჯმენტმა ჩამოიყვანა. ჩამოიყვანა ბუბა ტყავაძემ, რომელიც ცხადია საკუთარ თანამდებობასა და 10,000 ლარამდე ხელფასს მუდამ გაუფრთხილდება. ჩამოიყავანა იმისთვის, რომ გუნდი საქართველოს ჩემპიონი გაეხადათ... უბრალოდ, თუ გადაგდებულ ბადეს ჩემპიონტა ლიგაც ამოჰყვებოდა, ხომ კარგი თუ არადა ცხოვრება ისე გაგრძელდება, როგორც მიდის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ეს ხალხი, როგორღაც შეძლებენ და მოუგებენ ქუთაისის ”ტორპედოს” საბავშვო ბაღის აღსაზრდებელს, გაჭირვებით დაამარცხებენ გორის ”დილას”. მოუგებენ მარტვილის ”მერანს” და კრება მხიარული დარჩება. კმაყოფილი დარჩება მთავარი მწვრთნელიც, რომლისთვისაც ნორმალურია თუ გუნდის საქმეში კლუბის მენეჯმენტის წარმომადგენლები ჩაერევიან. მწვრთნელი, რომელიც ცხონებული ფარსადანოვიჩისაგან განსხვავებით წლის თამაშამდე რამოდენიმე საათით ადრე, დიღმის ბაზაზე მისულ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს არ ეტყვის, რომ გუნდმა უნდა დაისვენოს და კარისკენ არ მიუთითებს. მწვრთნელი, რომელიც თვლის რომ ტრანსფერზე საუბარი მის კომპეტენციას სცილდება. მენეჯმენტი იტყვის, რომ ბაზა გაარემონტა. სტადიონი დაამშვენა და საბავშვო აკადემია ააშენა. სამივე ინფრასტრუქტურული პროექტი. სამივე ისეთი, რომელსაც თუ კაცს მონდომება და ფული გაქვს დიდი ჯაფა არ ჭირდება. ჯაფა სისტემის აწყობას უნდა. სისტემისა, რომელიც არ დაგაშვებინებს იმას, რომ მოსკოველი თანაკლუბელებს ერთი ადგილი უქიცინო და ამაში დახელოვნებული ჯამლეტ ხუხაშვილი დაიხმარო. დეტალია, მაგრამ აუცილებელია ითქვას რომ გუშინ გლიშიც ადგილას, რომელიც ამპლუით მცველია, ნახევარმცველი პეტერ გრაიციარი უნდა მდგარიყო. თუმცა მოსკოველ თანაკლუბელებისათვის კოჭის გაგორებამ და უაზროდ დანიშნულმა ამხანაგურმა ქნა ის, რომ გრაიციარი გუნდს იანვრამდე გამოაკლდა. ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ბრძოლაში კი ფლანზე შეტევაში ნომინალური მცველი დაგვრჩა. საკუთარ თავზე მოფიქრალმა მენეჯმენტმა და მწვრთნელმა ქნეს ის, რომ კლუბმა გაძლიერება არაფრით გამორჩეული გოგათი, საქართველოს მასშტაბითაც კი უსახური ხურცილავათი და ვუოთი მოახერხა. სწორედ ამ მენეჯმენტმა გუნდიდან მაღალი ხელფასის მოთხოვნის მიზნით გაუშვა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ალვარო, ხოლო რამდენიმე ათეულობით ათასი კრისტიანო რონალდუს რამოდენიმე საათიან ვიზიტში გადაიხადა, თითქოს იმისთვის რომ გულშემატკივარისთვის ზეიმი მოეწყო.

გუშინ არ იყო გუნდში ლიდერი, რომლის სიტყვას, მოქმედებას, ერთ გამოხედვას ფასი ექნებოდა. რომელიც გუნდს აიყოლიებდა. გუშინ ”დინამოს” არ ჰყავდა კაპიტანი, რომელიც გაფუჭებული პენალტის შემდეგ დადედლებულ გუნდს ოლივერ კანივით შეუძახებდა - ყვერები არ გაქვთ რას დამდგარხართო?! ანაც ბევრი ლაპარაკის მაგიერ შოთა ხინჩაგაშვილივით არწივივით გადახედავდა და ყველაფერი ნათელი იქნებოდა. ”სტიაუას” მსგავსი გუნდის დამარცხება ერთადერთი რამით შეიძლება. გუშინ ”დინამოში” 11 მეომარი უნდა ყოფილიყო, ისეთი რომელიც ძვლებს დადებდა მინდორზე. გუშინ ვნახეთ, რომ ამ ფორმაციის ”დინამოელები” ისევე ვერ იხილავენ ჩემპიონთა ლიგას, როგორც საკუთარ ყურებს. გუშინდელი ”დინამოელთა” მაქსიმუმი ის იყო რაც ვნახეთ. მათ შეუძლიათ საქართველოს ჩემპინატი მშვიდად მოიგონ და თვის ბოლოს მსუყე ჯამაგირ-პრემიებიც ხელის აუკანკალებლად აიღონ. თუ ბადეს ჩემპიონთა ლიგაც ამოჰყვება ხომ კარგი თუ არადა ....

და გამოსავალი? გამოსაველი ორ რამეშია: განათლებასა და პროფესიონალიზმში. რომან აბრამოვიჩმა ლონდონის ”ჩელსიში” მისვლის შემდეგ პირველი რაც მოიმოქმედა კლუბში პეტერ კენიონის მოყვანა იყო. არა იმიტომ რომ სხვა მენეჯერებს ვერ იშოვნიდა, არამედ იმიტომ რომ კენიონს ყველაზე კარგად გამოსდიოდა სისტემის აწყობა. რომან ფიფიამ მენეჯმენტში ცვლივლებები უნდა განახორციელოს. ფული მომავალი მენეჯერების განათლებაში უნდა ჩადოს. ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სპორტის მენეჯმენტის ხარისხის ასაღებად საქართველოდან გონიერი ხალხი უნდა გაუშვას და სადმე წამყვან ევროპულ კლუბში სტაჟირება უნდა გაატაროს. იქიდან დაბრუნებულისთვის კი სულ სხვაგვარი იქნება ”დინამო” და არც საქართველოს ჩემპიონატის მოგება იქნება ”პატალოკი”. და კიდევ, ”დინამოს” ისეთი ფეხბუთელები სჭირდება ფეხბურთი რომ შიათ და საქართველოს ჩემპიონობას ჩირადაც არ დაგიდევენ. ამ ფორმაციის ”დინამომ” თავის მწვრთნელ, ფეხბურთელიან, მენეჯმენტიანად თავის ”ჰამლეტი” უკვე ითამაშა.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-4954696447399046222013-07-29T10:44:00.001-07:002013-07-29T23:06:31.967-07:00”დინამოს” მისტერ იქსი და მანძილი ევროპამდე

ერთი წელიწადზე მეტი გავიდა დუშან უჰრინის მიერ თბილისის ”დინამოს” ჩაბარებიდან. ერთი წელი არ არის პატარა დრო იმისთვის, რომ მწვრთნელის ნამოღვაწარი შეაფასო. წარსულითა და სახელით კი არა, აქ და ამ დროს. წარსული სხვაა, რამდენი ძლიერი მწვრთნელი გვინახავს აქ რომ დიდი წარსულით ჩამოვიდა და აქედან კუდამუძუებული გავუშვით.

დუშან უჰრინი ჩვენს დედაქალაქს ერთი წლის წინ ეწვია. ამ დროის მანძილზე მან დუბლი გაახერხა. ”დინამოს” საქართველოს ჩემპიონობა და თასი ერთად დიდი ხნის მანძილზე არ მოეგო. ეს ყოველივე ქვეყნის უპირველესმა გუნდმა, სწორედ უმცროსი უჰრინის მეთაურობით შეძლო.

თუმცა ... დღემდე ვერავინ დაადგინა რა დონის მწვრთნელია დუშან უჰრინი. კაცმა არ იცის რა შეუძლია. სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი და რეალურად რამდენად ხელეწიფება ”დინამოსთან” ერთად საკუთარ თავს გადაახტეს. პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე მინახავს. თითქოს მშვიდია, გაწონასწორებული, მაგრამ მისი ეს სიმშვიდე რაღაცნაირად სიბრაზესა და წესრიგს შეიცავს. დისციპლინა რომ უმთავრესია გასულმა ერთმა წელმაც დაადასტურა. ამ ზამთარში იყო არასერიოზული საქციელის გამო გუნდიდან ორი წამყვანი ფეხბურთელი რომ მოკვეთა. განუყრელი 4-4-2 და დისციპლინა მინდორზე თუ მის მიღმა. ესაა ძირითადი შტრიხები ”დინამოს” ჩეხი თავკაცის პორტრეტისათვის. ერთი წელია თბილისის ”დინამოს” მწვრთნელი-გამოცანა თავკაცობს. კაცი, რომელმაც გუნდს ნანატრი ჩემპიონობა და ქვეყნის თასი დაუბრუნა, თუმცა მიუხედავად ამისა კაცმა არ იცის რეალურად რა შეუძლია.

თუმცა ეს მისი ბრალი ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს. ამაში დამნაშავე საქართველოს გასული ჩემპიონატი უფროა, სადაც გორის ”დილა” მის პატრონს იანვრის შემდგომ ისე ძალიან აღარ უყვარდა; სადაც თასის ფინალისტი საჩხერის ”ჩიხურა” გახდა, რომელიც ძლივს გაცდა ნახევრად სამოყვარულო ლიხტენშტაინის ”ვადუცს”; ქუთაისის ”ტორპედო” ინდუსტირასავით მუდამ ახალი გუნდის შენებაშია; ზესტაფონის თავკაცის ქცევებისა კი, რომ წამოაყენა ხესუს ხილი ხილისაც შეშურდებოდა. ერთი სიტყვით გარედან საერთოდ არ ჩანს უჰრინის შესაძლებლობები. ამიტომაც იყო, ამას წინათ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გუნდის ყოფილ თავკაცსა და ფეხბურთში მრავლის მნახველ კაცს რომ ვკითხე, იქნებ მითხრა რეალურად უჰრინს რა შეუძლია-მეთქი. არ დაიჯერებთ და პასუხი მასაც არ ჰქონდა. ამ დრომდე ვერც ევროთასებმა გასცა ამ კითხვას პასუხი. მთელს მსოფლიოში, რაც არ უნდა საფეხბურთო დონე გათანაბრდეს და გამოკვეთილი აუტსაიდერები აღარ არსებობდნენ ფარერების კუნძულის გუნდი მწვრთნელის ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად არ გამოდგება. მისტერ იქსის საგას რეალურად ხვალ უნდა დაესვას წერტილი. ხვალ ”დინამოზე” მისული მაყურებელი საკუთარი თვალით ნახავს, რამდენად შორია ევროპის საშუალო დონემდე და რეალურად რა შეუძლია დუშან უჰრინს. ხვალ ქვეყნის უპირველესი გუნდი რუმინეთის საკმაოდ ძლიერ კოლექტივს დაუპირისპირდება. მისტერ იქსის შესაძლებლობას ბუქარესტის ”სტიაუა” დაგვანახებს. კითხვას - ”დინამოში” მართლა შეიცვალა რაიმე თუ არა პასუხი ხვალ უნდა გაეცეს.

ვაჰილ ჰალილჰოჯიჩი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-31054673046232149472013-07-05T12:03:00.001-07:002013-07-05T21:30:53.153-07:00ქუთაისია ბიძიკო ეს ...

შარშან, სადღაც ეს დროს იყო, ჩვენს ფეხბურთს რამაზ შენგელია რომ გამოაკლდა. კოტე გოგიშვილმა მოსაგონარი დაწერა. მახსოვს ასე იწყებოდა მისი შესავალი - ”რიონს ნირს ვერ შეუცვლი. უვლია და ივლის. ივლის მისებურად - ხან მდორედ, ხან ზათქითა და ზრიალით. ჯერ გაბაშვილის გორას აჰხედავს წკიპზე შემართულს (თვალში არავის ვეპატარავებოდეო), მერე თეთრ ქვებს დაკოცნის ათასმეერთედ და ბოლოს ხიდებსაც ჩამოუვლის - ჯაჭვისას, თეთრს, წითელს ...ზევით ბაგრატის ტაძარია. ქვემოთ ბაღისკიდე. სიმბოლურია. ასევ უნდა იყოს: მაღლა ღვთის სახლი და დაბლა - კაცთა ალაგი. მაღლა უფლის კანონი, დაბლა - რჯულისა. ასი წელი იცხოვრო, ამ კანონებს ვერ გაექცევი - ტაძრისას და ბაღისკიდისას. სხვაგვარად არავინ გაცხოვრებს ამ ქალაქში.

ქუთაისია ბიძიკო ეს ... ”.

ქუთაისი გამორჩეული ქალაქია წარსულითა და ბაღისკიდის კოლორიტებით. ჰო, ”ტორპედოთი” კიდევ, იმ გუნდზეა საუბარი უამრავი ქუთაისელი გულით რომ დაატარებს. ფეხბურთის სიყვარული, რომ სხვანაირი იციან ამ რამოდენიმე წლის წინ დავრწმუნდი. 2000-იანი წლები იყო, ”ტორპედოს” ზეობის ხანა. გზად მომავალს საღორიასთან შეკრებილმა უამრავმა ახალგაზრდა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ბაზაზე ”ტორპედო” ვარჯიშობდა. ბეტონის ღობესთან კი იმდენ ხალხს მოეყარა თავი, ვარჯიშზე კი არა ცენტრალურ თამაშებზე რომ არ დადის ზოგიერთ ქალაქში.

2002 წლის 22 მაისი და ”ტორპედო” - ”დინამო” კი როგორ უნდა დაავიწყდეს კაცს. იმ დროს ”გივი კილაძედ” წოდებულ ”ტორპედოს” სტადიონზე მაშინ ისეთები ხდებოდა დღეს სიზმარშიც კი ვერ ნახავს ჩვენი ფეხბურთის ქომაგი.

დღეს დილით ახალ ამბებს გავეცანი და რეაქციაც ეს იყო ... ქუთაისია ბიძიკო ეს. ვაღიარებ, ქუთაისის ”ტორპედოს” გულშემატკივარი გამორჩეულად მიყვარს. ვფიქრობ ეს სიყვარული ალალად დაიმსახურეს. იმ ქცევისა და ერთგულების გამო თავიანთი კლუბის მიმართ რაც წლების მანძილზე ჩამოუყალიბდათ. კიდევ იმიტომ დაიმსახურეს კლუბის მეპატრონისა, რომ არ ეშინიათ და მის დაკრულზე რომ არ ბუქნაობენ. ქუთაისია ბიძიკო ეს ... ტორპედოში ”ვისოლამდეც” ბევრი მივიდა ზურაბ ხინიკაძე გინდათ, მანათა, სამი ტუზი თუ თურქი ბიზნესმენები მაგრამ ”ტორპედოს” ქომაგს კოჭი არავისთვის უგორებია. არც უფასო ბილეთზე, გასვლით თამაშზე უფასოდ მგზავრობაზე თუ კლუბის უფროსობასთან ჩახუტება-მეგობრებობის ხარჯზე გაუცვლია კლუბის სიყვარული.

”ჯუნგლების” ძალა ძმებმა ფხაკაძეებმა ქუთაისში მისვლისთანავე იგრძნეს ... გინახავთ საქართველოში გუნდი, სადაც გულშემატკივარის ზეწოლით მთავარი მწვრთნელი გაეთავისუფლებინოთ?

წელს კი ”ტორპედო” ფხაკაძეებმა და ”ვისოლმა” საცდელ პოლიგონად გამოიყენა. ცეხავიკური მიდგომა იყო. პატარა ბავშვების დაფრთიანება და მერე სარფიანად გაყიდვა. იმ ხუთ წლიან პროექტს კი რომელიც ორი წლის წინ დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო და გია გეგუჩაძეც მთელი პომპენზურობით მიიყვანა - მიწა მიაყარა.

”ვისოლს” რამსები აერია ... ასეთი რამ ჩვენში ძალიან ბევრ კლუბსა და ქალაქში შეგიძლია გააკეთო, მაგრამ არამც და არამც ქუთაისში. ”ტორპედო” არ არის ვთქვათ საჩხერის ”ჩიხურა” უსახურ ლიხტენშტაინის გუნდთან ფრე ითამაშო და კაცი შვილმა არაფრად ჩააგდოს. ”ტორპედო” არც ზოგიერთი ქართული გუნდია უეფას თასის თამაში, მეზობელი სომხეთის კლუბთან გაყიდოს, ყველამ გაიგოს და გუნდის უფროსობას ხახვივით შერჩეს. არც ის კოლექტივია, ბანალური ”გაახალგაზრდავების” მოტივით გუნდი დაშალო და წარმატებული ქართველი მწვრთნელის მაგივრად გუნდში არაკეთილხმოვნად ჟღერადი გვარის მქონე ესპანელი მწვრთნელი მოიყვანო და გაატარონ... ქუთაისი ბიძიკო ეს.

გუშინდელი ამბავი ლოგიკური გაგრძლება და პასუხი იყო იმაზე რისი უფლებაც საკუთარ თავს ძმებმა ფხაკაძეებმა მისცეს. არ ვიცი ვინ ურჩია მათ გაახალგარზდავების პროექტის ქუთაისში დაწყება, მაგრამ ფაქტია რომ კარგი მრჩეველი არ ჰყოლიათ. ხოლო თუ თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება და სხვებს აზრი არ დაეკითხნენ, მინიმუმ ქუთაისური გულშემატკივრისა და ფეხბურთის გონზე არ ყოფილან. ამას წინდელი წერილისა არ იყოს, ”ვისოლს” შეიძლება ქუთაისში ბევრი რამ აპატიონ, მაგრამ აბუჩად აგდებასა და დაცინვას არ აპატიებენ.

საქართველოს ყველა ქალაქებიდან ფეხბურთი სწორედ ქუთაისში ეკუთვნის ყველაზე მეტად გულშემატკივარს, რომელიც მეპატრონეს არაფრად დაგიდევს და ის რაც გუშინ მოხდა დასაწყისი უფრო მგონია ვიდრე პროცესის დასასრული. ქუთაისის ”ტორპედო” ქაღალდზე და საჯარო რეესტრის მონაცემებით არის მოლოდ ”ვისოლის”, თორემ ისე ფხაკაძეები და ჯუნგლები ერთად ფლობენ. ასე რომ, ან ფხაკაძეები შეიცვლიან მიდგომას ან არადა ... დრო დასჭირდება, თორემ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ”ჯუნგელბის” ძალა აღმართს მოხნავს ...

ფეხბურთი ქუთაისში მეტია ვიდრე უბრალო სპორტის სახეობა. მე სრულიად მესმის ”ტორპედოს” გულშემატკივრის გუშინდელი რეაქცია. ”ვისოლი” და ძმები ფხაკაძეები კი უნდა მიხვდნენ რომ სხვაგან მოხვდნენ. ქუთაისია, რიონია, ბაღისკიდეა ბიძიკოებო ეს ...

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

ითვლება, რომ”ბეშიქთაშს” ყველაზე ხმაურიანი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში. მაისის თვეში უეფას ეგიდით გამართული თამაშისას, ”ბეშიქთაშის” სტადიონზე წარმოქმნილმა ხმაურმა 141 დეციბილი შეადგინა. დღეს ისინი სტამბულში, მთავარ მოედანზე - ტაქსიმზე დგანან და იდეებისთვის იბრძვიან. ბრძოლა ისეთია, გუშინ ქუთაისში პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირება ვინმეს შეიძლება კინკლაობად მოეჩვენოს. სწორედ ამასა და ნაღდ გულშემატკივრობას ეხება გერმანული "Der Spiegel"-ის ინგლისურენოვანი სამსახურის დღევანდელი სტატიაც ”პილპილის კვამლი ჩვენი სუნამოა: ფეხბურთის გულშემატკივრები ერდოღანის წინააღმდეგ” იხ. სტატია http://www.spiegel.de/international/world/football-fans-were-instrumental-in-fanning-protests-against-erdogan-a-909357.html

ჰოდა ასე მგონია, ნაღდი გულშემატკივრობა თუნდაც ყველაზე უტოპიური იდეისათვიის ბრძოლაა და არა ის გუნდის უფროსობას ფეხებში გაეგო და მის დაკრულზე ბუქნს მოჰყვე.

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-52508362131616653482013-07-03T01:10:00.001-07:002013-07-03T03:22:28.840-07:00ხესუს ხილი ხილი

გასული წლის ოქტომბერი იყო. ისეთი ჩვენში რომ იცის - მზიანი შემოდგომა. საქმემ მოიტანა და გიო ქინქლაძეს უნდა შევხვედროდი. თბილისში იყო ჩამოსული უიშვიათესი ვიზიტით. შევხვდით და გიომაც წარსული გაიხსენა. ის დრო, მადრიდის "ატლეტიკოში" რომ იყო სინჯებზე. სიტყვამ მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ხესუს ხილი ხილი მოიტანა. გადარეული იყო, ვარჯიშებზე საბელ ჩაბმული ნიანგით დადიოდაო - მოკლედ მომიჭრა გიომ. ხესუს ხილი ხილისა და საბელიანი ნიანგის ისტორია ბოლო ორი თვეა ხშირად მახსენებს თავს. მახსენებს და პარალელებიც უნებურად ამოტივდიდება. ჩვენს ფეხბურთსაც უნდა ჰყავდეს ხესუს ხილი ხილი - ექსცენტრიული მმართველი, რომელიც მთლად საბელიანი ნიანგით თუ არ დადის ვარჯიშებზე, ექცენტრიულობით აწგარდაცვლილ ესპანელს არაფრით უნდა ჩამოუვარდებოდეს.

მგონია ხესუს ხილი ხილის ანალოგი ჩვენში "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკია უნდა იყოს. ფხუკიანი კაციაო იმერეთში რომ იტყვიან ისეთი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ამ ბოლო თვეებში მისმა ნამოქმედარმა. ჯერ იყო და 9 წლის მანძილზე ნაშრომ-ნაჯაფს უცებ გადაუსვა ხაზი. გუნდზე გული უკვე მერამდენედ აიცრუა. ერთი პერიოდი ისიც კი ითქვა ზესტაფონი დაიშალა და აღარ იარსებებსო. კლუბი ფეხბურთელებმაც დატოვეს. ერთი სიტყვით დიდი გაურკვევლობა იყო. თავად პრეზიდენტი კი ცამ ჩაყლაპამ თუ მიწამ არავინ უწყოდა. არადა ასეთ შემთხვევაში მინიმუმ პრესკონფერენციას იწვევენ, ჭორი და მართალი ერთმანეთში რომ არ აირიოს. პრეზიდენტის გაბრაზებას ისიც ცხადყოფდა, რომ სიცხეში მინდორი მოურწყაობისგან ხმებოდა და მოსარწყავად სახანძრო მანქანის გამოძახება გახდა საჭირო. ზესტაფონელთა კლუბის პრეზიდენტი თანასწორობის იდეას ქადაგებდა. თუ გორის "დილას" ეხმარება სახელმწიფო, "ზესტაფონმა" რა დააშავაო?! ბატონ კოკაიას კლუბის ქონების რაიონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადაცემა უნდოდა. სამი წლის წინ კი კოკაიამ აღმა ხნული დაღმა ფარცხა. მისი მაშინდელი და დღევანდელი მოთხოვნები ერთმანეთისაგან 180 გრადუსით საპირისპირო იყო. სამი წლის წინ პრეზიდენტის მოთხოვნა სტადიონის კლუბის ბალანსზე გადაცემა იყო - თქვენ ვერ (არ) უვლით და მე მომეცით ნახე რა გავაკეთოო. კლუბის პრეზიდენტის მაშინდელი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. სტადიონი კლუბის ბალანსზე გადავიდა.

გუშინ წინ კი ... ზესტაფონს ფეხბურთის ბობოლები სტუმრობდნენ. სფფ-ს პრეზიდენტის, მარად გენ.მდივნისა და თავად ილია კოკიას სახით. ხელი ხელს დაჰკრეს და მუნიციპალიტეტის მმართველებმა პირობა დადეს მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ყველაფერს ავსახავთ, კლუბის ბაზას და სტადიონსაც ჩვენ მივხედავთო. კოკაიას გაბუტვამ შედეგი გამოიღო. თუმცა შედეგიცაა და შედეგიც. კაცმა არ იცის რა იქნება 6 თვის თავზე. რამდენად შეძლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ისედაც მწირი ბიუჯეტი სტადიონის შენახვას ამას დრო გვიჩნებს. ან დავუშვათ და შეძლო, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ილია კოკაიას, და არა მარტო მისი, ოცნება ახდა და "ზესტაფონმა" უეფას ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის უფლება მოიპოვა? სად ჩაიტანს ჩემპიონთა ლიგის დროშას იმერული კლუბი? რამდენად შესაძლებელი იქნება ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი ისეთ კონდინციამდე მიიყვანოს, რომ მასზე ჩემპიონთა ლიგის თუნცა პლეი-ოფის მატჩის გამართვა იყოს შესაძლებელი? შეძლებს კი მუნიციპალიტეტი იმას, რაც კოკაიამ რეალურად ამ ბოლო სამი წლის მანძილზე ვერ მოახერხა, რომ კლუბი ევროპის თამაშების ჩასატარებლად ხიზნად არ ქცეულიყო?

ამასთან არც კლუბის ბაზას ეთქმის დამთავრებული. მის საბოლოო კონდინციამდე მისაყვანად ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო. რამდენად შეძლებს იგივე მუნიციპალიტეტი ამ ყოველივეს? საგულისხმოა ისიც რომ გასულ წელთან შედარებით ზესტაფონის ბიუჯეტმა კლება განიცადა. 2012 წელს 13 მლნ. ლარიდან 7 მლ. ლარამდე შემცირდა (იხილეთ ბმული და დართული ფაილი http://zestaphoni.com/158--.html.) საქ.სტატის მონაცემებით კი ქვეყნის ეკონომიკა არ იზრდება, რაც მომავლის იმედს ნაკლებად შეიძლება იძლეოდეს.

ძნელი წარმოსადგენია, როგორი სახის იქნება "ზესტაფონი" კარს მომდგარ ეროვნულ ჩემპიონატში. ზამთარში კლუბმა სამ წლიანი კონტრაქტი მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავასთან გააფორმა. ოფიციალურად კაჭარავა იმერელთა კლუბის მწვრთნელია. მისი კლუბიდან წასვლის შესახებ კლუბს განცხადება არ გაუკეთებია. მეორე მხრივ კი კლუბი მოლაპარაკებებს გია გეგუჩაძესთან აწარმოებს. გუნდი ჯერ არ შეკრებილა. არც მოსამზადებელი გეგმა არის სადმე. არავინ იცის ბოლო ხანს იმერულ კლუბში გამოჩენილი ლეგიონერები ისევ კლუბში ირიცხებიან თუ გუნდიდან წავიდნენ.

"ზესტაფონის" პრეზიდენტმა გუშინ წინ დაიქადნა - იმერული კლუბი ისევ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებსო. მანამდე კი ისიც თქვა 6 თვის მერე თუ მუნიციპალიტეტმა კლუბის ქონება არ გადაიბარა აქ გამჩერებელი არ ვარო. ამით იმერული კლუბის პრეზიდენტმა ურთიერთგამომრიცხავი მესიჯები გაუგზავნა, როგორც გია გეგუჩაძეს ასევე პოტენციულ ფეხბურთელებს. მივლენ კი ამბიციური მწვრთნელ-ფეხბურთელები ხანგრძლივი ვადით გუნდში, როცა იციან რომ ექვსი თვის მერე მუნიციპალიტეტმა სახსრები თუ ვერ გამონახა, შეიძლება ჰაერში დარჩნენ.

არ მგონია იმერული კლუბის ხესუს ხილი ხილის დარი მმართველისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგა აქ დასრულდეს. ეს უფრო პირველი სერია იყო, მეორე ნაწილი სავარაუდოდ იანვარში გველოდება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. საბიუჯეტო კალენდრის მიხედვით არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა საქართველოს მთავრობა ვალდებულია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. მანამდე კი 10 ივლისისთვის მთავრობამ ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების პირველადი დოკუმენტი უნდა მოიწონოს (იხილეთ საბიუჯეტო კალენდარი http://www.parliament.ge/files/budget-off/diary-state-b.pdf).

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-773659108989884992013-06-24T12:16:00.000-07:002013-06-24T12:16:47.281-07:00ბოტოქსი

ნეტავ კიდევ რამდენ ხანს იქნება პოპულარული საქართველოში ფრაზა - ”გუნდის გაახალგაზრდავება?”

ამ რიტორიკული კითხვის პასუხი, არც ისე იოლი ჩანს, რადგან მგონი, ქრონიკულშიც კი გადაეზარდათ ჩვენს ფეხბურთში დასაქმებულ ბიძიებს.

გუნდის გაახალგაზრდავება - ფენომენალური გამოგონებაა, რომელიც ნებისმიერი სეზონის წინ, სეზონის შუაში, სეზონის ბოლოს, უფრო მეტიც, ნებისმიერი ტურის წინ შეგიძლია გამოიყენო და ამას წლებია, ვყლაპავთ და ვყლაპავთ ... არავინ არაფერს აპროტესტებს, არავის უჩნდება წინააღმდეგობის სურვილი ... დაიღალა ხალხი ... ისედაც რა ქომაგთა სიმრავლით გამოირჩევიან ქართული კლუბები, მაგრამ ვინც არიან, ისინიც მაგრად დაიღალნენ ...

ეგ კი არა, ის ამბავიც კარგად ვიცი, რამდენიმე წლის წინ 25-26 წლის ფეხბურთელი რომ დაიწუნა ერთმა კლუბმა - ძალიან კი მჭირდები, მაგრამ ჩემი გუნდისთვის დიდი ხარო ... კი ბატონო, იქნება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასაკი არც არაფერ შუაში იყო და ეგებ ასე მოიშორეს ის ბიჭი, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ მიზეზის საძიებლად შორს წასვლა არ გაუხდათ საჭირო? ზუსტად ამას ვამბობ: გაახალგაზრდავება და მორჩა. დამთავრებული ამბავია!

ასე იყო 1990 წლიდან 2000-მდე და ასეა 2000-დან დღემდე ... ათწლეულებია უკვე, გაახალგაზრდავება მოდაშია, მაგრამ რას ვაახალგაზრდავებთ ასე გამალებით, ჯერაც ვერ გამიგია ... წავუმიამიტებ და, მართლაც ასე მალე ბერდებიან ეს ჩვენი ბედოვლათი ფეხბურთელები?!

ესაა, და ქუთაისის ”ტორპედოს” ფან-კლუბის საქციელმა ცოტა კი გამაკვირვა. არა, მათ არაორდინალური და მიუღებელი არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ მაინც არ ველოდი - ”ჯუნგლებმა” ღიად გაილაშქრეს კლუბის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ და მათი პოლიტიკა საჯაროდ დაგმეს.

”ტორპედოს” ამბავი გეცოდინებათ - ძლივს აკოწიწებულ-აშენებულ-რელსებზე შემდგარი გუნდი ზედ ევროთასების წინ მარტივ მამრავლებად დაშალეს და თბილისის ”ლოკომოტივიდან” წაყვანილი 17-18 წლის ბავშვებით ჩაანაცვლეს. არავის არაფერი აქვს ამ ბავშვების საწინააღმდეგო და მეც ზუსტად მივუხვდი ”ჯუნგლებს”. მით უმეტეს, ჩემამდეც მოაღწია ხმამ, რომ ლოკომოტიველი ახალწვეულების მშობლები თუ ახლობლები ძალიან გულგატეხილნი დარჩნენ ქუთაისელი ქომაგების ”გულცივობით”. მაგრამ აბა იმ ბიჭებს ვკითხოთ, დღედაღამე ”ტორპედოს” რომ არ მოშორებიან გვერდიდან, წვიმასა და მზეში, ქარსა და თოვლში რომ ამხნევებდნენ?! აბა ვკითხოთ და ვუთხრათ, ის გუნდი აღარ გვინდა, მოდი ახალი ავაშენოთო?!

მოკლედ ”გუნდის გაახალგაზრდავების” იდეამ ყველაზე მწვავედი ქუთაისში იწვნია წკიპურტი და ახლა უკვე ”ტორპედოს” თავკაცობას გაფაციცებული სიფრთხილე მართებს, რადგან დიდი ალბათობით, ისინი იმდენა ვერ უნდა ერკვეოდნენ იმაში, რასაც ”ტორპედოს” სტადიონის ლოჟიდან მოპირდაპირე მხარეს მოთავსებული ადამიანთა აქტიური ჯგუფი ჰქვია - ისინი საკუთარ თავს ”ჯუნგლებს” ეძახიან და ჯუნგლებისგან განსხვავებით, მათ კარგად იციან უცხოს პატივისცემა, მაგრამ მწარედ რეაგირებენ დამცირებასა და უსამართლობაზე ...

სხვა კი ... აგერ ”ჩიხურამაც” მოიშორა ასაკობრივი ბალასტი და საკუთარ ისტორიაში საუკეთესო სეზონის შემდეგ 30 წელს გადაშორებული ფეხბურთელები თვალის დაუხამხამებლად გაუშვა შინ.

აბა როგორ, ახლა ხომ გაახალგაზრდავების დროა ...

ფუტ ბოლი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-25327530719657382402013-06-17T20:59:00.001-07:002013-06-17T23:14:27.955-07:00ერთი მსახიობის თეატრი

დღეს, ქართული ფეხბურთის ლეგენდა, დათო ყიფიანი 62 წლისა გახდებოდა ...

"მე ვცნობ მხოლოდ ერთ პოლიტიკას - იმას, რაც სიყვარულით იწყება და მთავრდება სიყვარულით. სხვანაირად არ შემიძლია - საკუთარი თავის გადაკეთებას ვეღარასოდეს შევძლებ ..." - დავით ყიფიანის ინტერვიუდან.

მე ფეხბურთში "მონოლოგები" მიყვარს ... ისე, როგორც ზოგადად - ცხოვრებაში. მხოლოდ "მონოლოგი", "სოლო", ინდივიდუალიზმის სხვა ნებისმიერი გამოვლენა მატებს მარილს ცხოვრებას.

სხვა ყველაფერი ნაცრისფერი ფონია - ერთგვაროვნება, რომელსაც სილამაზე, მოძრაობის უნარი და ფერები სწორედაც რომ გამორჩეულის, სოლისტის ნაფიქრმა და საქციელმა უნდა შესძინოს. ოღონდ ამ სოლოებსა და მონოლოგებს თავისუფლების სიმსუბუქეც თან უნდა ახლდეს.

ასეთი რამ ერთი მსახიობის თეატრს ახლავს თან - როცა ერთი კაცი დგამს, მოძრაობს და ლაპარაკობს ... "პაკლონზეც" ერთი კაცი გამოდის. მსუბუქად თავისუფალი კი ვერასოდეს გახდები, თუკი ფიქრებში და საკეთებელში მართალი არ ხარ - სწორედ უნდა ფიქრობდე და სხვანაირად კეთება არ უნდა შეგეძლოს. ამის მერე შედეგი მოდის ან ვერა, მაგრამ ირგვლივ მყოფთანაგან თითქმის ყველას სურვილი უჩნდება, იქცეს იმაზე უკეთესად, ვიდრე არის. ეს ზოგადი ფასეულობაა, ზოგადი ცხოვრებისეული ფილოსოფია - აქციო ადამიანი იმაზე უკეთესად ვიდრე არის.

პატარა ბიჭობაშიც ასე ვიყავი და ახლაც ასე ვარ - როცა ყიფიანის "ბურთს" ვეხები - ვუსმენ, ვუყურებ, ვკითხულობ - უკეთესი მინდა, გავხდე. ამის გამო თუა, დღემდე რომ საგზალად მომყვება ჩემი პატარა ბიჭობის საფეხბურთო სიხარულები, კმაყოფილება და თეთრი შურიც - "რომ გავიზრდები მეც ..."

იმ თეთრმა შურმა კარგა ხანია პრაგმატიზმის, რეალობის საბურველი მოიხვია - "გავიზარდე მაგრამ ვერ ..." არა უშავს, ჩემი პატარა ბიჭობის სიხარულები, კმაყოფილება ხომ დღემდე ჩემთანაა - არ დამვიწყებია. ადრეც და ახლაც ხშირად წერენ, რომ ყიფიანის "მონოლოგს" კრუიფის ფეხბურთმა მისცა ბიძგი. და რა? ყველაფერს სჭირდება საყრდენი წერტილი. დაწერეს, რომ მიხეილ მესხის გავლენის გამო, მარცხენა გარემარბად იწყებდა დავით ყიფიანი ... ასეც უნდა იყოს - გამორჩეული ადამიანის სიდიადე მარტო მისით არ იზომება. იმითაც დიდია და მეტი, რომ მასზე წინ მოსული და წასული ტიტანების მხრებზე უწევს დგომა.

კრუიფიც "მონოლოგი" იყო. ახალი, ფერადი შტრიხი ახალი, ფერადი ფეხბურთისა და ყიფიანმა - თავადაც სოლისტმა იგრძნო ეს. იგრძნო და გაჩნდა ფეხბურთში სრულიად ახალი, ყველასაგან განსხვავებული მონოლოგი. იმდენად სხვანაირი, რომ ზოგადად ქართული ფენომენის დიდმა დამფასებელმა იური როსტიმ инакомысляший უწოდა. Инакомысляший ანუ ადამიანი, მოქმედებაში კი არა, აზროვნებაში რომ არ ჰგავს სხვებს. ეს კი იმ მსუბუქი თავისუფლების საფუძველია, რომელიც უკვე ვახსენე.

ყიფიანი იქცა და დარჩა ქართული ფეხბურთის სახედ - ბრენდ ნეიმად, სავიზიტო ბარათად - უწოდეთ რაც გინდათ. ამით მის დიდებულებას არც არაფერი აკლდება და არც მიემატება რამე.

რადგან: იგი ლეგენდაა.

მას, როგორც ფეხბურთელს უამრავი დამახასიათებელი შტრიხი გააჩნდა, მაგრამ მე რომ მკითხოთ, დავით ყიფიანის საფირმო ნიშანი გრძელი პასი იყო. გაჰქონდა გოლები, აკონტროლებდა ტემპს, კარგად თამაშობდა თავით, "დირიჟორის ჯოხი წაართვა ბრუკინგს", მოხვდა ფედოტოვის სახელობის "ასიანთა კლუბში" - ვინ იცის კიდევ რამდენი რამის გახსენება შეიძლება, მაგრამ მგონია, მისი დიდოსტატობის შტრიხ-კოდი გრძელი პასი იყო. რამეთუ ისე და იმგვარად არათუ ქართულ ან საბჭოურ ფეხბურთში, მსოფლიოშიც ვერავინ გადასცემდა ბურთს. ეს იყო "ჭკვიან" პასებად დარიგებული ყველაზე დიდი ტალანტი - ეს არის ფაქტი. გრძელი პასი კი, როგორც ასეთი, არ არის მხოლოდ ბურთთან "შენობით ლაპარაკისა" და "მინდვრის კაი ხედვის შედეგი". არ არის ეგრე მარტივად საქმე. რა ჩემი დასტური ჭირდება - "ვესტ ჰემთან" მისი გადაცემა გაიხსენეთ. ეს სივრცესა და დროში ერთდროულად გადანაცვლებაა - როცა იგებ იმხელა მანძილს, რომ მეტოქეს საჭირო ადგილამდე მისარბენად დრო არ ყოფნის და შესაბამისად, გუნდი იღებს ზუსტად იმხელა უპირატესობას, რამდენიც გოლის გასატანადაა საჭირო. ჭკვიანი პასი, ჭკვიანი გონების კარნახია. ერთგვარი ბრძანება, რომელმაც უნდა შეცვალოს ტემპი, შეტევის მიმართულება, განლაგება და სიმჭიდროვე მინდორზე. მაგრად მჯერა: ყიფიანი იმ გრძელი და ჭკვიანი პასებით უნებლიეთ ამხელდა თავის შინაგან მეს - კარგი გაგებით მეამბოხეობას, სწორედაც რომ სოლისტისას, ვის, თუ არა მას უნდა შეეხვალა სიტუაცია, არსებული მდგომარეობა მინდორზე.

კი, კი, ისევ ეს არის - მსუბუქი თავისუფლება ხასიათსა და მოქმედებაში. ზოგადად ლტოლვა თავისუფლებისა და სიმსუბუქისაკენ. ეს რომ ზერელე რამ არ იყო, "მინდორზე რაც ხდებოდა, მინდორზე რომ არ რჩებოდა", მისმა ცხოვრებამაც დაადასტურა - თუნდაც ოჯახური ისტორიიდან გამომდინარე. ეცადა, შეცვალა და ფეხბურთიდან განსხვავებით, არაფერი გამოვიდა. უფრო სწორად, გამოვიდა ის, რომ ორმაგი ცხოვრებით იცხოვრა. ორმაგი სახით. ხილულით და უხილავით. ნათელით და იდუმალით. იმით, რაც იდო ზედაპირზე, სხვათათვის და იმათაც, რასაც სულში, თავისთვის ინახავდა.

განა სიმბოლური არ არის, რომ დაბადების დღის თარიღიც ორი შერჩა? ორი თვრამეტი - ნამდვილი - ივნისი და ტყუილი - ნოემბერი.

ნამდვილი დაბადების დღიდან გამომდინარე, ზოდიაქოც გაორებული ატარა - ტყუპებისა. ოჯახიც ორი ... ამ ყველაფერმა ტრაგიზმი შემატა დავით ყიფიანს, როგორც პიროვნებას. მის ცხოვრებასაც - რასაკვირველია.

... ცხოვრებაში ჩემ მიერ დაწერილთაგან ყველაზე პატარამ - "იჯდა და ფიქრობდა", "ჩემს ტყავში იჯდაო" - ათქმევინა და ეს არასოდეს დამავიწყდება. როგორ მოვახერხე? სულ უბრალოდ - მიუხედავად იმისა, სულ რამდენჯერმე შემახვედრა დავით ყიფიანთან საქმემ, მივხვდი, რომ მასში სხვა, მეორე კაცი ცხოვრობდა - ძალიან განსხვავებული იმ დავით ყიფიანისაგან, რომელსაც მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ, ისინი ვიცნობდით.

ჰოდა, მგონია, ეძია და ვერ იპოვა. სცადა და ვერ გამოუვიდა. მისი მონოლოგის ტრაგიკულობასაც, ამან მისცა ბიძგი.

მისი ცხოვრების ყველაზე ჭკვიანი, გრძელი გადაცემა არ გვინახავს - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვერ გააკეთა ან არ გამოუვიდა.

ყიფიანი ღრმად, ფაქიზად გრძნობდა ცხოვრებას. საკუთარსაც - ბუნებრივია.

ჰოდა, მგონია, რომ სწორედ იმ მეორე, ჩაკეტილი, უხილავი, ნამდვილი "მე-თი" გაერიდა ცხოვრებას. ეპიტაფიად და გამოწვევად კი მოკლე ფრაზა დაუტოვა: "მთავარია, რომ მე სამი შვილი, შვილიშვილი მყავს. რაც უნდა მოხდეს, ვიცი: მე ბოლო არა ვარ. ჩემს ცხოვრებას გააგრძელებენ ის ადამიანები, რომელთა ძარღვებშიც ჩემი სისხლი ჩქეფს. დანარჩენი არც ისე მნიშვნელოვანია ..."

კონსტანტინე გოგიშვილი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-78359347792479552392013-06-10T06:54:00.000-07:002013-06-10T06:56:14.263-07:00ქეცბაია, ელექტრო სკამი და ისტორიული შედეგის გამეორების შანსი

წლების წინ მას ელექტრო სკამი უწოდეს. ადგილი, რომელმაც არასრული 22 წლის მანძილზე 15 მწვრთნელს გამოუყვანა წირვა. ვინც მასზე დაჯდა პროფესიულად აქამდე არ გაუხარია. ზოგმა უსახურ "ორდუსპორში" გააგრძელა კარიერა, ზოგი გარდაიცვალა, ზოგიერთი ისე დაიკარგა, რომ კვალიც ვერსად ნახეს, ზოგმაც ვენახი შეიძინა და ცხოვრებით ტკბება. მხოლოდ ერთმა შეძლო, რენომე აღედგინა და აფრიკის არც თუ გამორჩეული ნაკრები კონტინენტის უძლიერესთან რიგებში ჩაეწერა.

გასულ კვირაში ორმა წაგებამ ნაკრების მთვარი მწვრთნელის სკამი შეარყია. სავარძელს კიდევ ერთი დარტყმა შემოდგომის პირველ დღეებში ელის, როდესაც ჩვენი უპირველესი გუნდი საფრანგეთთან გავა საჭიდაოდ. მანამდე კი ხვალინდელი თამაშია. ბელარუსი - ფინეთი და თუ ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა თემურ ქეცბაიას სამწყომ შესაძლოა ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს. ქვეჯგუფში მესამე ადგილი - ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში ის შედეგი იქნება, რომელსაც ჩვენმა გუნდმა მხოლოდ 1996 წელს უწია. იმის მერე კი ბოლო და ბოლოს წინა ადგილზე ტივტივებდა.

თემურ ქეცბაია

10 სექტემბერს ჩვენი ნაკრები შესარჩევ ციკლს ასრულებს. ქეცბაიაც ბედიც ფაქტიურად ამ ორ თამაშზეა დამოკიდებული. ბელარუსი - ფინეთი და საქართველო-ფინეთი. ამ ორი თამაშის სასურველი ანგარიშით დასრულების შემთხვევაში ქეცბაიას ხელში რამოდენიმე კოზირი აღმოჩნდება. ჯგუფში დაკავებული მესამე ადგილი (რეკორდის გამეორება, რომელიც ბოლო 17 წლის მანძილზე ვერც ერთმა მისმა წინამორბედმა ვერ მოახერხა), 2016 წელს საფრანგეთის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების გაზრდილი რაოდენობა (16-ის ნაცვლად 24 გუნდი) და გაახალგაზრდავებული საქართველოს ნაკრები, სადაც ვეტერანებად ოდენ ზურაბ ხიზანიშვილი და ალექსანდრე ამისულაშვილი ჩაითვლებიან.

სასწორის მეორე პინაზე კი ქეცბაიას და მისი სამწვრთნელო შტაბის მილიონიანი კონტრაქტია. კონტრაქტი 2+2 წლიანი პრინცით არის შედგენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 10 სექტემბრის შემდეგ კონტრაქი უნდა გადაიხედოს და ....

ქეცბაია წარმატებული პიროვნებაა. გამარჯვებულის მენტალიტეტით. ის ლუზერი არასოდეს ყოფილა. არც ფეხბურთელობისას და არც მწვრთნელობის დროს. ფეხბურთელობაში "ნიუკასლის" ფორმა ეცვა. მწვრთნელობაში კი ... ფაქტია, ის ერთადერთი ქართველი მთავარი მწვრთნელია ვისაც კი ოდესმე კლუბი ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფში გაუყვანია.

თუ ხვალიდელი თამაში ბელარუსის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა (და სხვა შეხვედრები ალოგიკური სცენარით არ განვითარდა), ხოლო ბოლო თამაშში საქართველომ ფინეთის დამარცხება შეძლო ქეცბაია საუკეთესო პოზიციაში აღმოჩნდება. მწვრთნელი შედეგით ფასდება და ნაკრების მესაჭე ახლოს არის ისტორიული შედეგის გამეორებასთან. ეს მაშინ, როდესაც ნაკრების ფეხბურთელებიდან საუკეთესო კლუბში ოდენ ჯანო ანანიძე თამაშობს და ისიც სათადარიგოთა სკამზეა.

ქეცბაიას ბედი დიდწილად სფფ-ს მენეჯმენტის შეცვლა-არშეცვალზეა დამოკიდებული. თუმცა თუ სიჭინავას ოპოზიციამ შეძლო მისი თავიდან მოშორება, 45 წლის სპეციალისტს ხელში სერიოზული კოზირი ეჭირება - გამეორებული ისტორიული შედეგი, რომელთა მიახლოებაც აქადე ელექტრო სკამზე მჯდომმა 14 სპეციალისტიდან ვერც ერთმა ვერ მოახერხა.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

ბლოგის facebook გვერდია - Geofootball

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-74438202163071626822013-06-01T09:17:00.002-07:002013-06-01T11:28:37.773-07:00ქართული ფეხბურთის 100 მილიონის ამბავი

სპორტის სამინისტრო ფეხბურთის განვითარების სტრატეგიას დღე-დღეზე გამოამზეურებს. ასეთია საფეხბურთო სამყაროს მოლოდინი. სტრატეგია ისეთი იქნება, რომ ქვა უნდა გახეთქოს და მომავალი წლების მანძილზე ფეხბურთში 100 მილიონი ლარი უნდა ჩაიდოს. გაგიხარიან როგორ ლამაზად ჟღერს. 100 მილიონი ლარი. არც მეტი, არც ნაკლები. როგორც იტყვიან კაპიკი არ უნდა დააკლდეს.

სახადივით არის. წინა ხელისუფლებასაც უყვარდა ციფრი 100. გახსოვთ ალბათ, აბა რა ჯანდაბა დაგვავიწყებს 100 საავადმყოფოს პროგრამას; 100 უფასო სასადილოს; 100 დასაქმების ცენტრს. არც მეტი არც ნაკლები ასი ჩემო ბატონო.

ახლა სპორტის ჯერია. 100 მილიონი ლარი. ჰა, რავარია?

ფეხბურთის განვითარების პროგრამაც ჯადო სიტყვაა. თბილისის ზღვაზე რომ ”არაშენდას” ეძახიან იმას ჩამოჰგავს. თაობები წერენ და ვერა და ვერ დაადგა საშველი. გახსოვთ ალბათ, უმცროსი ახალკაცის დროსაც აქტუალური იყო ეს დოკუმენტი. ისიც გახსოვთ სფფ-ს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ბრიტანული კომპანია, რომ დაიქირავა მის მოსამზადებლად. პიარის ამბავიც იყო მაშინ. თვით ფეხბურთის შემქნელები და ჩვენში ჩამომტანნი გვიმზდებდნენ საფეხბურთო სტრატეგიას. ბრიტანელი ექსპერტები (ოჰ რა საშინელი სიტყვაა) საქართველოში ჩამოვიდნენ, როგორც იტყვიან საველე სამუშაოებიც ჩაატარეს. დოკუმენტიც მომზადდა და ქართულ მხარეს გადმოეცა მაგრამ ... კაცმა არ იცის სად არის ახლა ის საქაღალდე ეს დოკუმენტი რომელშიც იდო. უმცროსმა ნოდარ ახალკაცმა და მისმა დამქაშებმა წაიღეს, თუ ვაკეში მდებარე ქართული ფეხბურთის სახლში, ერთ-ერთ თაროზე დაინავა. ის დოკუმენტი არც საჯარო გამხდარა და არც არავის უმსჯელი მასზე. კაცმა არ იცის ვარგოდა, არ ვარგოდა. მაშინ არც თუ ცოტა თანხა დაუჯდა ის ქვეყნის ბიუჯეტს. იქნება და ჯერ ის დოკუმენტი მოგვეძებნა და მერე განგვეხილ-დაგვეწერა ახალი პროგრამები.

ერთი სიტყვით აღდგომა და ხვალეო. პროგრამაც დამტკიცდება და 100 მილიონს კაპიკი არ უნდა დააკლდეს. პროგრამისა მჯერა, რადგან როდეს ყოფილა და არს აქამომდის ქართველებს სადღეგრძელოს წარმოთქმა ან დაწერა შეგვშლია. სიმართლე გითხრათ მე უფრო ის 100 მილიონი ლარის ამბავი მაინტერესებს. საიდან უნდა მოვიდეს და სად უნდა წავიდეს. პრინციპში ადრესატი მეტ-ნაკლებად გასაგებია. აი საიდან უნდა მოვიდეს კი ... სპორტის პირველკაცმა ჯადოსნური სიტყვა ”ბიუჯეტი” ახსენა. ეგაა იქიდან უნდა წამოვიდესო ასე უბრძანებია ამას წინათ ზესტაფონში ყოფნისას ბ-ნ ყიფიანს. აი ბიუჯეტში კი ვინ უნდა შეიტანოს და როგორ ამას კი აღარ ამბობენ.

ფეხბურთი საერთო სახალხო თამაშია. ხალხისთვის შექმნილი, მაგრამ ჩვენში ისეა რომ მის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იკლებს. გადავხედოთ სტატისტიკას - გორში, ფოთში, ქუთაისში, ზუგდიდში, ზესტაფონში - ტრადიციულ საფეხბურთო ქალაქებში ფეხბურთზე დამსწრე საზოგადოება იკლებს. თბილისზე აღარაფერს ვამბობ. საზოგადოებას სანახაობაზე მეტად პურს ითხოვს, რადგან: 1) საქსტატის მონაცემებით ქვეყნის სამუშაო ძალის 15 % სამსახური არ ააქვს, არაოფიციალურად კი 33% თავს უმუშავარს უწოდებს; 2. ქვეყანას 250,000 დევნილი ყავს, რომელიც მუდამ დახმარების მოლოდინშია; 3. განათლების სისტემა კატასტროფულ მდგომარეობაშია; 4. ქვეყანაში 1 მილიონი პენსიონერი ცხოვრობს, რომლებიც თვეში 125 ლარზეა, რაც დღეში 4 ლარს უტოლდება! 5. ორ მილიონამდე საქართველოს მოსახლე სოფლადაა და იქაც იმიტომ ითვლება დასაქმებულად, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გააჩნია. დემოკრატიის ანა-ბანაა - Demos Kratos! უნდა კი გადასახადის გადამხდელ Demos-ს 100 მილიონი ლარი ფეხბურთში ჩადოს? თუ ურჩევნია მაგალითად ჭიდაობას, კალათბურთს, რაგბს ანაც გნებავთ ბალახის ჰოკეის განვითარებას მოახმაროს. კაცმა არ იცის, რადგანაც ხალხს ამ საკითხზე არავინ დალაპარაკებია. ამ გადაწყვეტილების ფონიც გასათვალისწინებელია - ამ გადაწყვეტილების მიღებას მაშინ ვაპირებთ, როდესაც ქვეყანაში დიდი საერთაშორისო დახმარება აღარ შემოდის, ინვესტიციები იკლებს და ეკონომიკური ზრდაც შემცირებულია.

ლევან ყიფიანი

კაცმა არ იცის რამდენად შეძლებს მთავრობის სხდომაზე სპორტის მინისტრი ამ იდეის გატანას, რადგანაც იქ ყველა უწყება საბნის თავისკენ გადაქაჩვას ცდილობს, ფინანსთა სამინისტრო კი თითოელ თეთრს ითვლის. ლევან ყიფიანი არ არის მინისტრი-ბულდოზერი, რომელსაც შეუძლია კედელი შუბლით გაიტანოს და ნებისმიერი იდეა დააკანონოს. იგი დიდად არც პრემიერ-მინისტრის ფავორიტ მინისტრად ითვლება. ამას გარდა პრემიერ-მინისტრი ფეხბურთითაც არ უნდა იყოს დაინტერესებული. აკი ამას წინათ იყო ერთ-ერთ ინტერვიუში ჩვეული გულრწფელობით რომ განაცხადა 10 საათისვის ვიძინებო (არადა ჩვენში ჩემპიონთა ლიგის თამაში, როგორც წესი 23:45-ზე იწყება), განთქმული მეცენატობის მიუხედავად დიდად არც მშობლიური კუთხის საფეხბურთო კლუბის დაფინანსებაზე მოუკლავს თავი.

თუმცა ის 100 მილიონი მაინც შთამბეჭდავად ჟღერს. ჯერ იყო 100 საავადმყოფო, მერე 100 უფასო სასადილო, ახლა კი 100 მილიონს კაპიკი არ უნდა დააკლდეს. ასე უბრძანებიათ იქ ზემოთ.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-6374655595047341402013-05-22T07:12:00.000-07:002013-05-22T07:12:09.829-07:00რამდენი აქვს თემურ ქეცბაიას ხელფასი? ზოგადად სხვის ჯიბეში ფულის დათვალა ბითურობა მგონია. თუმცა ამ შემთხვევაში ეს ფული საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯიბეში ჩვენი, გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან ხვდება. ამიტომაც აქ იდება წერილი, რომელიც ცხადყოფს, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხელფასის სახით თვეში 209,500 ლარს იღებს. კაცმა არ იცის ეს დაქვითვის შემდეგ მიღებული თანხაა თუ მანამდე. თუმცა არც დაქვითვის შემდეგ უნდა იყოს ცოტა - 167, 600 ლარი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-24015224083520465632013-05-13T12:17:00.001-07:002013-05-13T23:00:00.983-07:00ქართული ფეხბურთის ევთანაზია

გარედან ისე მოსჩანს, რომ ქართული ფეხბურთი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ახლა იმკის. ხელისუფლების ცვლილება ფეხბურთს უკვე დაეტყო. ოდითგანვე ასე იყო, ალბათ დღიდან მისი დაარსებისა. კარლ ფონ კლაუზევიცისა არ იყოს ფეხბურთი ჩვენში პოლიტიკის გაგრძელება უფრო იყო ვიდრე უბრალო თამაში ან ბიზნესი. ფეხბურთი ქართული გენის ჩაუქობის საზომიც იყო იმ ქვეყანაში მთელი დედამიწის ერთ მეექვსედს რომ წარმოადგენდა. იმ ქვეყნის დაშლის მერე, სიჩაუქე ვერავის დაუმტკიცეთ. ეგ კი არა ევროპის გაკვირვებაც ვერაფრით შევძელით.

დღიდან დამოუკიდებლობისა პერიოდში ფეხბურთი ბიზნესისთვის ტვირთი უფრო იყო ვიდრე შემოსავლის წყარო. ალბათ ამიტომაც არის ბიზნესიდან ფეხბურთში თითქმის არავინ მოსულა, რამდენიმე ადამიანის გარდა: ტარიელ ჩაჩუა, ვასილ ხაჭაპურიძე, ნუგზარ ნავაძე, ბადრი პატარკაციშვილი, ილია კოკაია, ზურაბ ხინიკაძე, რომან ფიფია, ძმები ფხაკაძეები. ვფიქრობ არავინ გამომრჩა. სულ ეს არის ის ხალხი, 23 წლის მანძილზე ჩვენი ფეხბურთით რომ დაინტერესდა. ისიც საგულისხმოა, რომ ამათგანაც ზოგმა უბრალოდ სახელმწიფო ვერ გაუტეხა ხათრი.

საქართველოში კლუბის შენახვის სამი გზა შემოგვინახა მემატიანემ: 1) ფეხბურთზე შეყვარებული ხალხი (ტარიელ ჩაჩუას მსგავნი); 2) სახელმწიფოს მიმართ ხათრიანი ბიზნესმენები (ბადრი პატარკაციშვილი და ფხაკაძეები) და 3) ბიუჯეტის სასუნთ აპარატზე შეერთებული კლუბები (უახლეს მაგალითად გორის ”დილა” ინებეთ ან თუნდაც ცხინვალის ”სპარტაკი”).

პირველი ჯგუფი იმდენად პატარაა, რომ გლობალური სურათისათვის მათი სათვალავში ჩაგდება არც კი ღირს. მთელი გასული 23 წლის მანძილზე შეიძება მაქსიმუმ ოთხი-ხუთი კაცი შეგროვდეს. მეორე და მესამე კატეგორია კი ერთმანეთზე მჭიდროდ გადაჯაჭვულია. 1 ოქტომბრის არჩევნებმა სწორედ ”ხათრიან” ბიზნესმენებს გაუხსნა ხელ-ფეხი. წინა ხელისუფლებისას დაწიოკებულ ბიზნეს, ხურდაში საფეხბურთო კლუბის მიხედვის ბრძანება მოჰყვებოდა. ასე შეიქმნა სწორედ ”ვისოლისა” და ქუთასის ”ტორპედოს” ისტორია.

ისე მოსჩანს, რომ საფეხბურთო რომანტიზმის ხანა დასრულდა. თავის მოტყუილებაა იმის ფიქრი, თითქოს მსხვილ ბიზნესს ჩვენი ფეხბურთი ოდესმე აინტერესებდა ან ახლა აინტერესებს. ურა პატრიოტიზმიც წარსულს ბარდება. ქართული ფეხბურთი აპარატიდან გამორთეს და სათბურიდან გარეთ ყინვაში გამოიყვანეს. ასე მასიურად ჩვენი კლუბები პირველად აღმოჩნდენ ლიბერალური ეკონომიკის პირობებში. არანაირი სუბსიდირება, არანაირი დოტაცია და ერთი კაცის დილიხოლზე დაფინანსება/არდაფინანსების საკითხი.

ცოდვა გამხელილი სჯობს - ქართული ფეხბურთის დაფინანსება აღარ არის მოსახლეობის დაკვეთა. როცა მთლიანი მოსახლეობის 33% თავს უმუშევრად თვლის, როდესაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მეოთხედი ცხოვრობს, როცა ქვეყნის ეკონომიკა არ იზრდება, როცა დონორები ერთი მეორე მიყოლებით გადიან და ავღანეთ-ერაყ-ეგვიპტეზე აკეთებენ აქცენტს - სახელმწიფოს ფეხბურთის დაფინანსების შესაძლებლობა აღარ გააჩნია.

ეგეც არ იყოს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა იმ დედამიწის ერთ მეექვსედში შედიოდა, სანახაობას სწორედ ”დინამო” ჰქმნიდა და პოლიტბიუროს წევრებმა თუ იცოდნენ რა ხდებოდა იქ, შორეულ ევროპაში. დღეს სანახაობა თითქმის ყოველდღეა ტელევიზორში. შეიძება ამიტომაც არის დასწრების მხრივ ტრადიციულ საფეხბურთო ქალაქებშიც კი როგორებიც ქუთაისი, გორი, ზესტაფონი იყო გულშემატკივართა რაოდენობამ მკვეთრად რომ იკლო.

ერთი სიტყვით ჩვენი საკლუბო ფეხბურთი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ხათრს გაუტეხელი ბიზნესმენებისა და ბიუჯეტის სასუნთქ აპარატზე მიერთების გარეშე. ჩვენი ფეხბურთი შიშველია, როგორც არასოდეს.

ხოლო კითხვა არის თუ არა ფეხბურთი ბიზნესი ევროპაშიც კი პასუხგაუცემელია. ჩვენში კი ... სხვას რომ თავი დავანებოთ საქართველოდან უცხოეთში ყველაზე ძვირად ფეხბურთელი 2001 წელს ქუთაისის ”ტორპედოდან” დანიურ ”კოპენჰაგენში” 1 მილიონ დოლარად გაყიდული მიხეილ აშვეთია იყო. (უჩა ლობჟანიძისა და ბექა გოცირიძის სატრანსფერო ფასი ნაკლებად დასაჯერებელია). რამდენად შეიძლება ბიზნესი ისეთი სფეროთი მოიხიბლოს, სადაც ყველაზე ძვირად და ისიც სულ რაღაც მილიონად ფეხბურთელი ლამის 13 წლის წინ გაიყიდა ცალკე თემაა.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-13104133486757596742013-04-23T10:52:00.003-07:002013-04-23T10:52:41.262-07:00JAKO-ს მაისურაზე ამოსვირინგებული GEORGIA

კვირაა. შუადღე. სტამბული-თბილისის ბორტი თბილისს უახლოვდება. თვითმფრინავმა ჩვეულად თბილისს შემოურა და ნელ-ნელა დაშვება დაიწყო. ღრუბლებში გავდივართ და ტურბულებტურ ზონაში ვხვდებით. თბილისი უჩვეულოდ სუსხიანი ამინდით გვეგებება.

მანამდე სტამბულია. ათათურქის აეროპორტი. საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ბულგარეთიდან ბრუნდება. ჩუმად ვზივარ და ვაკვირდები. შენი გუნდია. შენი ქვეყნის ღირსება და ნამუსი, ის ბიჭები ქვეყნის სახელი ხვალ თუ არა ზეგ საკუთარი მხრებით რომ უნდა ატარონ. წითელი მაისურები და ზურგზე წარწერა GEORGIA. ნოდარ დუმბაძე მახსენდება და სოხუმელი ბერძენი იანგული, საბერძნეთში წასვლისას ჯემალს რომ უთხრა ”HELLADOS - ეს ამოსვირინგებული სიტყვაა, ჯემალო. სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით ... ”. ასეა ახლაც GEORGIA მხოლოდ JAKO-ს სპორტულ მაისურაზე ამოსვირინგებული სიტყვა არ არის. GEORGIA უფრო შიგნითაა.

ბიჭები მგზავრობით დაღლილან. ცოტა მოშივებულნიც არიან. წინ ორსაათიანი გზა გვაქვს. ორსაათიანი დაკვირვების გზა. მგზავრობა ერთგვარად ნიღაბს ხდის ადამიანს. მაკიაჟის გარეშე ტოვებს, რეალური სახით. გზა წარსულის და გზა მომავლის. გზა ორჭოფობის - ესენი მაინც შეძლებენ კი ევროპის ჩარაზული კარის შემტვრევას. აქამდე ისე იყო, რომ პატარები ყოველთვის მაგრები გვყავდა, მაგრამ რომ იზრდებოდნენ მერე რაღაც ემართებოდათ ხოლმე. იქნება და ამათ მაინც ... მერე ფეხებზე მკიდიობაც იყო ხოლმე, ღირებულებების გადაფასება. სპორტულ მაისურაზე ამოსვირინგებული GEORGIA ფერმკრთალდებოდა, ბოლოს კი შეიძლება საერთოდ გამქრალიყო.

ესენი რაღაც უფრო სერიოზულები, უფრო დაღვინებულნი ჩანან. არც ღლაბუცი არც ხორხოცი და არეულ-დარეულობა ბორტზე. არც ფეხზე წამოხტომა დაშვებისას და გასასვლელისკენ პირველი გავარდნა. ჩემს უკან ორნი სხედან. არც გვარი ვიცი და არც სახელი. ერთი ის ვიცი, რომ JAKO-ს წითელი ფორმა აცვიათ, ზურგზე წარწერით - GEORGIA.

ბევრჯერ გამიგია შინ და გარეთაც. სტადიონზეც და ბაზარშიც. რა უნდა ითამაშონ მაგათ ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათო. ფეხბურთელებზე ამბობობენ ამას. განზოგადება საზიზღრობაა. სულ მეგონა, რომ ეს მოგონილი იყო და ფეხბურთელებსაც არანაკლებ უყვართ სამშობლო ვიდრე ვთქვათ მორაგბეებს ან კალათბურთებელს.

ვეშვებით. ღრუბლები გავიარეთ და ქვემოთ რელიეფი გამოჩნდა. ტყიანი, მთიანი და აქა-იქ თოვლიანი. იმან, ჩემს უკან მჯდომმა ილუმინატორის ჟალუზი ბოლომდე ასწია და მეორე ეუბნება ”ეე, ნახე რა ლამაზია საქართველო!!!” ... ალალად ყოველგვარი კეკლუცობის და გადაპრანჭულობის გარეშე .. ეს არც ჟურნალისტის გასაგონად ნათქვამი სიტყვები იყო და არც ჩვენში ასე ნაცნობი პიარი. ალალად ნათვამი იყო. ისე ალალად ერთ დროს სოხუმელმა იანგულმა რომ უთხრა ჯემალს.

კაცმა არ იცის რა იქნება წლების მერე, შელეწავენ თუ არა ეს ბიჭები ევროპის დახშულ კარს. ეს იმდენად მთავარი არ არის, მთავარია წლების მერე ილუმინატორიდან დანახული საქართველო ისევ ისეთი ლამაზი იყოს, როგორც ეს გასულ კვირას იყო. წლების მერე სპორტულ მაისურაზე წაწერილი GEORGIA არ გაფერმკრთალდეს, რადგან იანგულისას არ იყოს სამშობლო მარტო ზურგზე ამოსვირინგებული სიტყვა არაა, სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-41627041229891051562013-04-02T06:54:00.001-07:002013-04-02T22:57:45.811-07:00პარიზი - ბოლო გაჩერება, გთხოვთ გაათავისუფლოთ ვაგონები!

საფრანგეთის ნაკრებთან თამაში ერთგვარი დასასრულის დასაწყისი იყო. ილიას სიტყვებისა არ იყოს ფრანგებმა სარკე დაგვიდგეს და შიგნით ჩაგვახედეს. "სტად დე ფრანსმა" კიდევ ერთხელ დაანგრია მითი და იმედები, ის მცირე ნაპერწკალიც ჩააქრო, გულშემატკივრის გულში რომ კიაფობდა. პარიზი ქართული საფეხბურთო იმედების მორიგ სასაფლაოდ იქცა.

მანამდე კი ... 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრამ ჯანდაბაში გაგვისტუმრა. ესპანეთთან და საფრანგეთისდარ გოლიათებთან ჭიდაობა ისეთი საქმე იყო დავითიც რომ აპრიორი უარს იტყოდა. ჩვენი საფეხბურთო მილეთიც ასე მოიქცა. ფედერაციის პრეზიდენტ-გენსეკ-მდივნიდან დაწყებული, ეროვნული გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელ-პერსონალით დასრულებული ყველამ პირი შეკრა და ძველი ფირფიტა დაატრიალეს. ათასჯერ მოსმენილი ფირფიტა, ათასმეერთედაც მოგვასმენინეს: "ამ შესარჩევში შანსი არ გვაქვს, შევეცდებით ნაკრები გავაახალგაზრდავოთ და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მოვემზადოთ. მესამე ადგილი უნდა დავიკავოთ და კარგ კალათაშიც მოვხვდეთო". ორ წინადადებით რომ ითქვას, სწორედ ასეთი იყო ჩვენი საფეხბურთო მილეთის ნააზრევის კვინტესენცია.

ცეცხლი აინთო და შესარჩევიც დაიწყო. გეგმის შესახებ პირველი კითხვები მაშინ გაჩნდა, გათოშილ ჰელსინკში ჩვენმა ბიჭებმა 10 კაციან ფინეთთან 0-1 რომ ვერ შეინარჩუნეს და ოდენ ფრეს გამორჩნენ. მაშინ როდესაც 10 ფინელზე 11 ქართველი მოდიოდა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 0-1 იყო, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაცვის გაძლიერება ბრძანა. შედეგად 1-1 მივიღეთ.

ამას მერე სფფ-ს ბედოვლათობა მოჰყვა. ჰელსინკიდან ნაკრებს მიჯრით მინსკში უწევდა თამაში. ბელორუსიამდე ჩვენს ბიჭებს ერთი ურმით არ უვლიათ, თორემ დანარჩენი ყველა სატრანსპორტო საშუალება სცადეს. ბელორუსია-ლიტვის საზღვარზე საქართველოს ნაკრების ავტობუსი რამოდენიმე საათი იდგა. სწორედ მაშინ იყო ნაკრების ერთ-ერთმა ვეტერანმა ხმა აიმაღლა და ფედერაცია გააკრიტიკა - ნაკრების მესაჭეს ეს არ მოეწონა და ბრალი იქით დასდო "რა არი ეს, ხალხს რომ აბუნტებ ტო?!" - იყო პასუხი.

ამ ამბავს ბელორუსიასთან მარცხი მოჰყვა და ნათელი გახდა, რომ ქვეჯგუფში მესამე ადგილი და 2016 წლისთვის უკეთეს კალათაში მოხვედრა ნელ-ნელა სურეალიზმის სახეს იძენდა.

ათი დღის წინათ კი "სტად დე ფრანსასა" და უფრო მეტად ესპანეთში დატრიალებულმა ამბავმა, სადაც ფინელებმა ესპანეთს ქულა გამოჰგლიჯეს, უკეთეს კალათაში მოხვედრის ოცნებას კიდევ უფრო მეტი ბუნდოვნება შეჰმატა. ქვეყნის უპირველესს გუნდს ამ შესარჩევში სამი თამაშის ჩატარებაღა უწევს (სტუმრად ესპანეთთან და შინ საფრანგეთსა და ფინეთთან) და საფრთხე იმისა, რომ ნაკრები ასპარეზობას ბოლო ადგილზე დაასრულებს რეალურია. ჩვენი გუნდისთვის (ერთ-ორ გამონათებას თუ არ ჩავთვლით) ფეხბურთი მუდამ ლოგიკური თამაშია, სადაც ძლიერი იგებს, სუსტი კი მარცხდება. საუკუნის დასაწყისში ფრანც ბეკენბაუერის სიტყვები რომ საქართველოს დარი გუნდები წელიწადში ერთხელ ისვრიანო - ჯერ კიდევ ძალაშია.

ნაკრები დიდი ალბათობით ისევ ბოლო ან უკეთეს შემთხვევაში ბოლოს წინა კალათაში იქნება. ქეცბაიას და სფფ-ს სიტყვები რომ ამ შესარჩევში უნდა მოვმაზებულიყავით და თაობა წამოსულიყო სიტყვებად დარჩა, რადგან ევრო-2016 წლისთვის ჩვენი დაცვის ხაზს ახალგაზრდა არაფრით ერქმევა. ამ შესარჩევში დაცვის ხაზში ძირითადად ალეკო ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი და დავით კვირკველია მოქმედებენ. 2016 წლისთვის ამისულაშვილი - 33-ის; ხიზანიშვილი 35-ის, ხოლო კვირკველია კი 36 წლისა იქნება.

გუნდს, რომელსაც სადმე გასვლა უნდა გოლის გატანა მართებს. მოწინააღმდეგის კარისკენ უნდა გაიწიო, შეუტიო, ან ისეთი შემსრულებლები უნდა გყავდეს მეტოქის საჯარიმოში ნახევარ მომენტსაც რომ გოლად აქცევენ. ნაკრებს ბოლო წლებია ვერ ან არ უტევს, შემსრულებლების მხრივ დეფიციტია და ამ ყველაფრის გათვალისწიებით აქცენტი ნულზე თამაშსა და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე კეთდება. ევრო-2016-ზე მოსახვედრად ჩვენ გუნდს მინიმუმ სამი-ოთხი ძლიერი ნაკრების დამარცხება უნდა შეეძლოს, რამდენად შეძლებს ამას მარად კონტრშეტევაზე მოთამაშე გუნდი ძნელი სათქმელია.

პარიზში ჩვენმა უპირველესმა გუნდმა ამ შესარჩევში მეხუთე თამაში გამართა. ეკვატორი გადალახულია და ის პერიოდი დამდგარა ჩვენში ქვების შეგროვების ხანას რომ უწოდებენ. ისე ჩანს, რომ ორი მიზნიდან ასრულება არც ერთს უწერია. ვერც მესამე კალათაში მოხვედრას და ვერც ახალი თაობის წამოსვლას, რომელიც მთებს გადადგამს. ეგ კი არა დაცვაში ისევ ძველ გვარდიის იმედზე უნდა ვიყოთ.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

ბლოგ "დოქსოპულოს" გვერდი ფეისბუქზე

Geofootball

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-18703721892710224042013-03-25T15:33:00.001-07:002013-03-25T15:46:47.539-07:00სტად დე ფრანსის ექო ...

ბიჭებს მადლობა გადაუხადა. დაემშვიდობათ. მიხალის მიხალისთან ერთად პარიზის ”შარლ დე გოლის” სახელობის აეროპორტიში მიდიოდა. პარიზი-ლარნაკას რეისისთვის უნდა მიესწროთ. ტაქსში უკან მოკალათებულიყო. ”პეჟო” სენის ნაპირს მიუყვებოდა.

ჯერ კიდევ გასული 90 წუთი უტრიალებდა გონებაში. სტად დე ფრანსის 90 წუთი. იყო ბრძოლა და თავდადება. სულ ეს იყო. მეტი არაფერი. ის იყო რასაც მოსვლის დროს სთხოვდნენ. ოღონდ მაგათ ბრძოლა დაგვანახონ და მეტი არაფერი გვინდა, თუნდაც ყველა თამაში წააგონო. ახსოვდა ეს. ამას მიაღწია. ბრძოლა იყო. წარმატება ნაკლებად. ეგ კი არა აგერ ფინეთს სტუმრად ესპანეთთან ფრედ ეთამაშა. ეგ უკვე რეალური საფრთხე იყო. საფრთხე იმისა, რომ ქვეჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებდა. ფეხბურთი რაღაცნაიარად ლოგიკური თამაშია. მის დროსაც ასე იყო და ახლაც ერთი ორ გავარდნას თუ არ ჩავთვლით ყველაფერი ლოგიკის მიხედვით მიდიოდა. მაშინაც ასე იყო. მაშინ რაღაცატომ უფრო ხშირად უვარდებოდათ.

ბრძოლა იყო. ხარისხი არა. მხოლოდ ბელარუსთან საშინაო გამარჯვება და ესპანეთთან ბრძოლა. შეეძლო კი მეტი? კაცმა არ იცოდა. ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ იყო. იქნებ სულ ეს იყო? იქნებ ამოწურა თავის შესაძლებლობები აქ და ამ დროს. ამ ფორმაციის ნაკრებში. იქნებ მართალი იყო ის კაცი მთელი დუნიის წინაშე რომ ჰკითხა - ”ჰა რას შვები ახლა, გადადგომას არ აპირებ, მაგის დედაც ვატირეო?”. არა იმას კი ნაღდად აკლდა მაგრამ იქნებ დრო იყო ამ ვარიანტზეც ეფიქრა. იყო კი ის გუნდის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი? იქნებ მართლა არ შეეძლოთ ბიჭებს მეტი? იქნებ ეს იყო მათი მაქსიმუმი, ბრძოლა და ნულზე თამაში - თამაში ერთი ქულისთვის. მუდამ საკუთარ კარზე ფიქრი და აქა-იქ მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლა.

თითქოს ოპტიმალურ შემადგენლობას მიაგნო. მაგრამ .. რაც მწვრთნელი ვარ სულ ველოდები და ერთხელ ვერ გაისროლა. ერთხელ ვერ დაიხვია ”ზაშიტკინები”, ერთხელ ვერ გაუკეთა ”პადსებია”, არადა როგორ ეიმედებოდა, როგორ ეგონა რომ ... რუსეთსა და იმ უსახურ ”სპარტაკში” თუ გამოსდიოდა ხანდახან მაინც, აქ რა ჯანდაბა დაეტაკებოდა ხოლმე. რაც ამ ნაკრების მწვრთნელია სულ ამას ელოდებოდა. ის კი ხან ვერ თამაშობდა ხან არაფერი გამოსდიოდა.

იქნება და ეს იყო მისი, როგორც მწვრთნელი მწვერვალი. ნათელი იყო სტაგნაციის პერიოდი უკან დარჩენილიყო. ვარდნა აღარ შეიმჩნეოდა. თუ წინა ორ თამაშში საფრანგეთთან ორჯერ დავარტყით დღეს გოლიც გავუტანეთ და აქა-იქ ვანერვიულეთ - უკანა სავარძელზე მოკალათებულიყო და ფიქრობდა.

არადა იმ ნაკრებს შოთა ჰყავდა. ეჰ ... ახლა შოთა, აჩი, გიო რომ ჰყოლოდა... ოჰ რას დახაზავდა გიო სტად დე ფრანსზე. აი მაშინ კი არ იქნებოდა ძნელი ბურთის დაჭერა. ცხვირით დაასობდა ძირს მათ მცველებს.

ღირდა კი მომავალი შესარჩევისთვის დარჩენა? დიდი ალბათობით ნაკრები ისევ ბოლო ადგილს დაიკავებდა. ისევ ბოლო კალათაში აღმოჩნდებოდა და მერე?! მერე 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად უნდა ეზრუნათ. წლები ემატებოდა, სტად დე ფრანსზე თამაშამდე ორიოდე დღით ადრე 45 წლის გამხდარიყო.

იყო კი ფული ყველაფერი? ღირდა კი ამდენ ლანძღვა-გინებათ? ხომ არ აჯობებდა ისევ თავის გზას წეოდა. ნაკრებისთვის თავი დაენებებინა და ყოველდღიურ საქმეზე გადასულიყო. შეეძლო კი? უნდოდა კი ყველაფრის თავიდან დაწყება. როგორი საქმე იყო თითქოს რაღაცას მიაღწია. ვარდნა შეჩერდა და კმაროდა კი?

ბევრი რატომ ტრიალებდა თავში. წარსული და მომავალი. ის და ნაკრები. დე გოლის აეროპორტისკენ მიდოდა. იქნება სწორი უთხრა იმ კაცმა - იქნება და დრო მოსულიყო წასვლაზე ეფიქრა, იქნებ ჩაევლო მის მატარებელს?!. მომავალი ბუნდოვანი ჩანდა. ტაქსის უკანა სავარძელზე მოკალათებულიყო. თვალწინ სენ დენის 90 წუთი ედგა. მძღოლი მანქანას პარიზის გარეუბნისკენ მიაგელვებდა.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com3tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-63496456052179600022013-03-16T13:27:00.003-07:002013-03-16T13:38:14.624-07:0018 წლის წინანდელი ამბავი ...

იმ თამაშიდან აგერ უკვე 18 წელი გასულა.

როგორ მიფრინავს დრო. გგონია გუშინ იყო ყველაფერი, მოიხედავ და ...

მაშინ მივხვდი პირველად, რას ნიშნავდა საქართველოს ნაკრები და როგორი შეიძლება ყოფილიყო საფეხბურთო ზეიმი, რომელშიც მთელი ქვეყანა იქნებოდა ჩართული.

ეს ახლაა ისე რომ ფეისბუქსა და ტვიტერზე ერთი პოსტით შეგიძლია რევოლუცია მოახდინო, თორემ მაშინ ინფორმაციის გავრცელება და ხალხის მობილიზება არც თუ ისე მარტივი იყო.

თითქმის 18 წელი გავიდა. იმ დღის მერე თბილისს რაგინდა რა ფორმაციის გუნდი სტუმრობდა, მაგრამ სუბიექტურად ასე მგონია, რომ ისეთი სიძლიერისა არცერთი არ ყოფილა. ის საერთოდ სხვა გუნდი იყო, სხვა სამყაროდან. აწყობილი საათის მექანიზმი. მისხალ-მისხალ და დეტალურად გათვლილი სამოქმედო გეგმით.

თამაშის დღეს სკოლაში არ წავსულვარ. ანდა რა მესკოლებოდა. თამაშისათვის მზადება დილიდან დავიწყე. მახსოვს მაშინდელ პირველ არხზე დილის გადაცემა ”ალიონი” გადიოდა და ნახევარზე მეტი სწორედ ამ თამაშს მიეძღვნა. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ასე მგონია იმ დღეს უთო რომ ჩაგერთო ისიც ფეხბურთზე დაიწყებდა საუბარს. მახსოვს სკოლის ნაცვლად სახლმმართველობაში გამამწესეს. მაშინ სწორედ იქ არიგებდნენ პურის ტალონებს. გახსოვთ ალბათ, პურის ტალონები - ბაცი ლურჯისფერ ქაღალდზე რომ იბეჭდებოდა. იქ იყო იმ თამაშის გარჩევა და მაშინ მივხვდი ეს ის შემთხვევა იყო, როცა ძია კაცებს პურზე მეტად ფეხბურთი ადარდებდათ.

იმ თამაშს გერმანული ZDF გადასცემდა. თბილისის მაშინდელ აეროპორტში გერმანიიდან მომავალი ბოინგები ერთი მეორის მიყოლებით ჯდებოდნენ. ზოგს ფეხბურთელები ჩამოჰყავდა, ზოგს გულშემატკივრები, ზოგს ჟურნალისტები, ზოგს ტელეაპარატურა და ზოგს იმ დროინდელი თბილისში ერთადერთ ნორმალური სასტუმრო ”მეტეხში” დაბანაკებული გერმანიის ნაკრებისათვის საკვები პროდუქტები მოჰქონდა.

თბილისს გერმანიის ნაკრები სტუმრობდა. კლინსმანის, ციგეს, ზამერის, ბასლერის, ჰესლერის, კეპკეს ნაკრები.

თამაშის დღეს შუადღისთვის თბილისში მანქანების მოძრაობა შეწყდა. ქალაქი და ქვეყანა სწორედ იმ თამაშის მოლოდინით ცხოვრობდა.

იმ თამაშმა ერთი რეკორდი დაამყარა. რეკორდი, რომელსაც ალბათ დიდი ხნის მანძილზე არ უწერია დამხობა. იმ თამაშს 100, 000 ადამიანი დაესწრო.

წლების მერე საქართველოს იმ ფორმაციის ნაკრების ფეხბურთელები გაიხსნებენ, როგორ არ ეძინა დიღმის ბაზაზე გამოკეტილ ჩვენს გუნდს თამაშის წინა ღამეს. როგორ შიშით ელოდნენ მრისხანე გერმანისათან თამაშს. იმასაც გაიხსენებენ, რა მანქანებით და ვისი დამხარებით მოხვდა ერთ-ერთი ყოფილი ფეხბურთელი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. თბილისი პატარა ქალაქია და თითქმის ყველაფრის მცოდნე.

თვრამეტი კი არა ორმოცდათვრამეტი წელიც, რომ გავიდეს მუდამ მემახსოვრება ნაკრების თამაშის სანახავად დინამოს სტადიონისკენ მიმავალი ზღვა ხალხი, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. ამიტომაც დარჩა ის თამაში ჩემს გონებაში, როგორც საერთო სახალხო ზეიმი. მაშინ მივხვდი რა ძალა ჰქონდა ფეხბურთს, ბევრი რამ იცით 100, 000 კაცის დარაზმვა რომ შეეძლოს? ამდენ ხალხს რომ ტკიოდეს და განიცდიდეს?

გერმანიის წინააღმდეგ ჩვენი ნაკრები სულაც არ ჰგავდა დასაკლავად გამოყვანილ ხბოს. იმ თამაშში ნაკრები ფავორიტი არ ყოფილა, მაგრამ ბზიკივით იკბინებოდა. თუმცა როგორი საქმეა 18 - 20 წლის ბიჭები, ცოცხალ ლეგენდებს საკუთარი თვალით ხედავდნენ. მომავალ ევროპის ჩემპიონს ეჭიდავებოდნენ.

ერთ მომენტში გიომ შოთა არველაძე ანდრეას კეპკესთან პირისპირ გაიყვანა. არველაძემ თავის სტილში კეპკე დააწვინა და აი მაშინ იყო ”დინამომ” რომ დაიგუგუნა ... ნაწილს კარის ბადისათვის გარედან მოხვედრილი ბურთი გოლი ეგონა და..

იმ თამაშში ორი კაცი ფრინავდა. ჩვენიდან აკაკი დევაძემ ისეთები აიღო, ბარე ორი მსოფლიო დონის მეკარე მოაწერდა ხელს. მეორე კი ... იმ დღეს მართლა პირველად ვნახე როგორ შეიძლება ფეხბურთელმა იფრინოს. ბასლერის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურზე იურგენ კლინსმანი მგონი მეორე იარუსის დონემდე ახტა და დევაძეს თავით აუღებელი დაურტყა ... მეორე დღეს გაზეთ ”სარბიელში” ამ მომენტის სურათი ვნახე. კლინსმანი და იმ თამაშში მისი პერსონალური მეურვე მურთაზ შელია ჰაერში იყვნენ ამხტარნი, მაგრამ კლინსმანი იმ სიმაღლეზე ასულიყო შელია კი არა იქამდე სერგეი ბუბკასაც გაუჭირდებოდა ...

ბნელ თბილისში სინათლე მხოლოდ ერთ ადგილას - დინამოს სტადიონზე იყო. პროჟექტორები სხვადასხვა კვების წყაროდან მიყვანილი ელექტრო ენერგიით იკვებებოდა. თუმცა ენერგო მამებმა ერთ მომენტში ვერ ივარგეს, მეორე ტაიმში პროჟექტორების ერთ ნაწილი ჩაბნელდა.

უცნაური სანახავი იყო სარბენ ბილიკებზე განლაგებული ჯარისკაცები. იმის მერე ბევრი თამაში მინახავს, ტელევიზორში თუ ცხადად, მაგრამ ის რომ ჯარისკაცები სტადიონის ირგვლივ რამოდენიმე წრედ მდგარიყვნენ არსად შემხვედრია.

იმ საღამოს ორ აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილებაში მდგარი ნაკრებები იდგა ერთმანეთის პირისპირ. მსოფლიო ვარსკვლავები - უწვერული ბიჭების წინააღმდებ; დავარცხნილ, გაერთიანებული ქვეყნის შვილები - აშლილი და ომწაგებული ფებურთელების პირისპირ ... მაშინ ნაკრები პირველ ნაბიჯებს დგამდა ოღროჩოღროებით სავსე გზაზე ...

მაშინ ფეხბურთი სხვანაირად უყვარდათ და სხვაგვარი მოლოდინი ჰქონდათ.თამაშის ღამეს საქართველოში ბნელოდა, მარტო ერთდათერ ადგილას იყო შუქი - ”დინამოს” სტადიონი ანათებდა.

18 წელი გასულა. ის დღე სწორედ ასე დამამახსოვრდა. საფეხბურთო ზეიმად, რომელმაც საქართველო გააერთიანა.

<object class="BLOGGER-youtube-video" classid="clsid:D27CDB6E-AE6D-11cf-96B8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0" data-thumbnail-src="http://img.youtube.com/vi/BDgq_zuANTA/0.jpg" height="266" width="320"><param name="movie" value="http://youtube.googleapis.com/v/BDgq_zuANTA&source=uds" /><param name="bgcolor" value="#FFFFFF" /><param name="allowFullScreen" value="true" /><embed width="320" height="266" src="http://youtube.googleapis.com/v/BDgq_zuANTA&source=uds" type="application/x-shockwave-flash" allowfullscreen="true"></embed></object>

29 მარტი, 1995

საქართველო - გერმანია

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-11124650140374614302013-02-23T01:11:00.003-08:002013-02-23T01:11:46.340-08:00სუპერ თასის ექო

საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე საუბრისას ბევრი გამორჩეული მატჩი გაახსენდება კაცს. გულშემატკივარს ისეთიც უნახავს, სადაც ”ბეტეერები” მორიგეობდნენ ერთი კონკრეტული გუნდის გასამარჯვებლად და პირველი ეროვნული ჩემპიონატის თამაშიც უნდა ახსოვდეს. მაშინ ბილეთების შეძენა ვინც მოახერხა მის მფლობელს უფლება ჰქონდა 2000 წლის ეროვნული ჩემპიონატის გახსნის მატჩზე უფასოდ შესულიყო, მაგრამ იმ ბილეთის უდიდესი უმრავლესობას ამ უფლებით არასოდეს უსარგებლია. გაუფერულდა ეროვნული და თამაშებზე ქუდიც რომ შეგედგო კაცი არ შევიდოდა.

დასწრება მუდამ ჩვენი ფეხბურთის აქილევსის ქუსლი იყო და წლიდან წლამდე უფრო მტკივნეულ პრობლემად იქცა. კაცი არ დარჩა ჩვენს საფეხბურთო მილეთში ამაზე არ დაეჩივლოს. ფეხბურთელიდან დაწყებული, მწვრთნელ-კლუბის პრეზიდენტითა და ქართული ფეხბურთის სახლის წარმომადგენლებით დასრულებული. ფრაზები: ”კუიბიშევში სტადიონი სავსეა, აქ კი ასი კაცი მოდის და ხალისი მეკარგება”, ”ბიჭებს რა უნდა მოვთხოვო, გულშემატკივრის გარეშე თამაში საშინებელაა” და ”გულშემატკივარს ჩვენი ფეხბურთი არ აინტერესებს” ლაიტმოტივად გასდევს ხოლმე ამ ხალხთან ინტერვიუებს. მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მიდგება ის აქსიომა რომ ფეხბურთი საერთო სახალხო თამაშია და მას გულშემატკივარისთვის თამაშობენ ყველას ავიწყდება. ფეხბურთელებსაც, მწვრთნელებსა, პერსონალსაც, სფფ-ს წარმომადგენლებსაც და კლუბის პრეზიდენტ-მრჩევლებსაც.

გუშინ ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ. ან ძალიან ნიჭიერი უნდა იყო კაცი და ან ძალიან უნიჭო, ქვეყნის სუპერ თასის ფინალი სამუშაო კვირის ბოლოს, თან საღამოს 5:00 საათზე დანიშნო. ძალიან საყვარლად და საინტერესოდ მოსჩანს - საქართველოს სუპერთასის ფინალი; პარასკევი - 17:00 საათი; სამუშაო კვირის ბოლოს და სამუშაო საათებში. არ ვიცი რა ლოგიკა გამოიყენეს ამ გადაწყვეტილების მიღებისას და რამდენად იყო ჩართული ამ საქმეში მარკეტინგის წარმომადგენელი. გუშინს მერეა ვეძებ და ევროპაში ვერსად აღმოვაჩინე ქვეყანა სუპერ თასის ფინალი კვირის სამუშაო დღეს საღამოს 17:00 საათზე იმართებოდეს. ის რომ თამაში უფასო იყო ინდულგენციად არ გამოდგება, რადგან ფეხბურთი ზეიმია და ყველას უნდა აერთიანებდეს. მდიდარსაც და ღარიბსაც, შეძლებულსაც და შეუძლებელსაც.

სამწუხარო ის არის, რომ სფფ-ს უცნაური გადაწყვეტილება ფინალის უხერხულ დროს დანიშვნის შესახებ ფინალში მონაწილე კლუბების წარმომადგენლებს ოფიციალურად არსად გაუპროტესტებიათ. ყოველ შემთხვევაში არც მწვრთნელებს, არც ფეხბურთელებს და არც პატრონ-მყვარებლებს ამაზე პროტესტი არ გამოუხატავთ.

არადა მერე გულშემატკივრების არადასწრებაზე ვწუწუნებთ ხოლმე.

P.S. გაზეთ "ლელოს" მონაცემებით საქართველოს სუპერთასის ფინალს 3000 გულშემატკივარი დაესწრო.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com2tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-14039804157853787952013-02-05T02:39:00.001-08:002013-02-05T03:36:37.330-08:00"დინამო" და სახელი

ისე მოხდა რომ აგერ აქამდე ჩვენს ფლაგმანს სახელი ატარებდა, არადა წესით "დინამოს" უნდა ეტარებინა სახელი. 23 წელია აქა-იქ კანტი-კუნტად დარჩენილი გულშემატკივარი "დინამოსგან" ერთი დიდ გასროლას ელოდებოდა. ელოდებოდა ამაოდ. ხან უფულობის და ხანაც უგულობის გამო.

ისეთი პირი უჩანს, რომ წელს მაინც უნდა გაისროლოს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა. თითქოს ყველაფერი უწყობს ხელს ამაში. ჩემპიონობისკენ სავალი გზაც თითქმის თავისუფალია, ინფრასტრუქტურა ისეთია, აგერ გერმანელ ლეგიონერს ათქმევინა: "ესეთი ბაზა გერმანიაში, მხოლოდ საუკეთესო კლუბებს აქვთ და საერთოდ ევროპული სტანდარტითაც მაღალი სტანდარტია"-ო. გუნდში დისციპლინაც დამყარდა და ისე აღარ არის შარშან ამ დროს, რომ ესპანელ თანაგუნდელებს ორშაურად დედის სულს უტრიალებდნენ. დისციპლინის დამყარება მთავარი მწვრთნელის და ახალი მმართველი დირექტორის დამსახურებაა. ბუბა ტყავაძეს ქართულ საფეხბურთო წრეებში ბევრი იცნობს, აი დუშან უჰრინი უმცროსი კი დღემდე გამოცანად რჩება. გამოცანად რჩება ყველასთვის გულშემატკივრებისთვის, საფეხბურთო სპეციალისტებისა თუ მწვრთნელებისთვის. ვერავინ ვერ ამბობს როგორი მწვრთნელია, რეალურად რა შეუძლია, რა ძალა შესწევს. ეს აზრი მარტო მე არ გამჩენია. ამას ის ხალხიც ადასტურებს, ვის გუნდებსაც უჰრინის "დინამოს" წინააღმდეგ მოუწია თამაში. უჰრინი "დინამო" ძირითადად, რაღაცნაირად პრიმიტულ ფეხბურთს ათამაშებს. ისეთს, 90 წუთის მანძილზე საჯდომს რომ არ წამოგაწევინებს ნეიტრალურ ადამიანს. "დინამოსა" და უჰრინის რეალური ძალა ევროტურნირებმა უნდა გამოაჩინოს. ამ წლის ზაფხულამდე ლოდინი მოგვიწევს. დასუსტებულ "დილასთან", "ზესტაფონთან" და ინდუსტრიასავით მუდამ მშენებარე ქუთაისის "ტორპედოსთან" დაპირისპირებებში, "დინამოს" სუსტ და ძლიერ მხარეებს ზუსტად ვერ დავინახავთ.

მანამდე კი "დინამო" მეორედ წავიდა თურქეთში შეკრებაზე. წესით სწორედ ახლა უნდა მოხდეს იმ ბირთვის ჩამოყალიბება, რომელმაც ზაფხულზე უნდა გაისროლოს. თუმცა ისე ჩანს, რომ "დინამო" ისევ ძველ სახეებსა და სახელებს დაეყრდნობა, არადა ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგა სულ სხვა მოთხოვნებს აყენებს. "დინამოში" მიმდინარე სეზონის მთელი დატვირთვა სამ ფეხბურთელზე მოდიოდა: ჩისკო, ალვარო და დვალი. ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "დინამოს" მიერ გატანილი 63 გოლიდან 44 ანუ სადღაც 70% სწორედ ამ ფეხბურთელებზე მოდის. ევროთასებზე ეს სამეული საკმარისი არ იქნება. ევროთასებს მინიმუმ ორი თანაბარი ძალის შემადგენლობა თუ არა თანაბარი ძალის 18 ფეხბურთელი მაინც სჭირდება. ევროთასებზე ნულზე ვერ ითამაშებ, უნდა შეუტიო, თამაში უნდა მოიგო "დინამოს" კი ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ნომინალური ფორვადრი ჰყავს: ჩისკო და დვალი. სწორედ ახლა არის საშური გუნდის გაძლიერება, რადგან ზაფხულში მოყვანილ ფეხბურთელს ევროტურნირებისთვის გუნდთან შესათამაშებლად მხოლოდ სამი, უკეთეს შემთხვევაში ოთხი კვირა აქვს და ეს ძალიან ცოტაა.

არადა კანტი-კუნტად შემორჩენილი გულშემატკივარი ისევ ელის, როდის დაიქუხებს "დინამო", გუნდი რომელსაც აგერ აქამდე სახელი ატარებდა, არადა გუნდს უნდა ეტარებინა სახელი.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-44113340454582785062013-01-15T10:54:00.001-08:002013-01-15T11:27:19.483-08:00გაუთენებელი დილა

მაშინ ასე იყო საჭირო. ასე გადაწყვიტა პრემიერმა. არჩევნები ახლოვდებოდა და გორს გუნდი ჭირდებოდა. საქართველოში მუდამ ასე იყო. კაცი ვერ გეტყოდათ, სად იწყებოდა პოლიტიკა და მთავრდებოდა ფეხბურთი. ფეხბურთი ყოველთვის ქართველების დვრიტა იყო და მიუხედავად გაჭირვებისა ბოლომდე ასე დარჩა. ის გორში ძალიან უყვართ და შესაბამისად გორელთა გულისკენ გამავალი გზაც ”თენგიზ ბურჯანაძეზე” გადიოდა. ეს ზემოთაც კარგად უწყოდნენ. ამიტომაც იყო გასულ ზამთარს გორში გუნდის შექმნა შსს-ს რომ დაევალა. სისტემის ხერხემალს.

”დილა” განახლებულ პლეხანოვს ჰგავდა. გარეთ რომ მტერს უთხრიდან თვალებს და შიგნით მოყვარეს. გარედან რომ ანათებდა და შიგნით კი შუშის ფეხებზე მდგარი გოლიათი იყო. ჯუღა და მისი ბიჭებიც ჩამოფრინდნენ გამოსაზამთრებლად. ისევ მკვდარ წრეზე დატრიალდა ქართული ფეხბურთი. ისევ ერთწლიანი გუნდი. ისევ სანახაობა. არავითარი საძირკველი. არანაირი სიღრმე. სტადიონიც სანახევროდ აიგო.

ჯუღამ მწვრთნელიც ჩამოიყვანა. ძუკუმ პატრიარქიც ახსენა ”მომენატრა საქართველო ... ისრაელში 15 წელი ვმუშაობდი, საკუთარ ენაზე ვერ ვლაპარაკობდი და დამიჯერეთ, ასე ცხოვრება ძალიან ძნელია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან უნებლიე შეხვედრა იყო: გასულ წელს ილია II აღდგმომას ისრაელში შეხვდა და იქაურ ქართველებს მოგვიწოდა, სამშობლოში დავბრუნებულიყავით.” გორელთა მწვრთნელმა ეს სიტყვეთი გაზეთ ”ლელოს” 20 სექტემბერს უთხრა. 20 დეკემბრისათვის კი უკვე ხაბაროვსკის ”სკა-ენერგიაში” იყო, ჯუღასთან და მის ბიჭებთან ერთად.

1 ოქტომბერს ხალხის ძალამ აღმართი მოხნა. სისტემა დაინგრა და თან შუშის ფეხებზე მდგარი გოლიათიც ჩაიტანა. გორს ფეხბურთი მოუკვდა. შსს-ს მიერ ჩადებული ფული კი მტკვარმა წაიღო.

ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს. ჩვენ კი საკუთარ შეცდომებზე ვერაფერი გვისწავლია. საქართველოში ყველაფრის დაწყება ადვილია. ბოლომდე მიყვანილი საქმე კი ...

ასე დასრულდა ამბავი გუნდისა, რომელიც სინამდვილეში არც დაწყებულა. არ დაწყებულა რადგან, ერთი ცნობილი კაცის სიტყვებისა არ იყოს ისტორიამ დაადასტურა - რევოლუცია დრომოჭმულის აგონია, დასანგრევის ნგრევაა. მის ბელადად მხოლოდ ისეთი კაცი მოდის, ვისაც ახლის შენების ჟინი ბუნებით არ გააჩნია ან ამ ასპარეზზე ხელი აქვს მოცარული, მაგრამ კარგად აქვს შესწავლილი მასების პოლიტიზების, მათი დამუხტვისა და ამოძრავების ხერხები. ახლის შექმნა კი ტალანტია. დრომოჭმულის ნგრევა - სტიქია, ვითარების გამოყენების ცხოველური ინსტიქტი. ხელმოცარულებს თვითდამკვიდრების წყურვილი რევოლუციური ასპარეზისაკენ მიერეკება, რადგან მათი ადამიანური თვისებები და შესაძლებლობები ნგრევის უნარით ამოიწურება. მათ ძალუძთ, მოახდინონ რევოლუცია, ანუ დაანგრიონ დრომოჭმული, მაგრამ არ შესწევთ უნარი, ააგონ სისტემა, ააშენონ სახელმწიფო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი შექმნან საფეხბურთო გუნდი შესაბამისი საფუძვლით. რადგან ახლის შექმნა შემოქმედებაა და მათ ეს მადლი არ გააჩნიათ. კაცობრიობის ისტორიაში ძნელად მოიძებნება მაგალითი, რევოლუციის ბელადს ძველის დანგრევის შემდეგ ახალი სისტემა თავადვე აეგოს. ეს სხვათა ხვედრია, მათ შემდგომ მოსული კაცებისა. ბელადებისათვის ისტორიას კრომველის, მარატის, დანტონის, რობერსპიერის, ლენინისა და მათგვართათვის სხვათა ხვედრი აქვს შემუშავებული. დასახელებულთაგან ვერცერთმა ვერ შექმნა ახალი სისტემა.

ჰოდა ვერც სისტემის ხერხემალმა გაათენა საფეხბურთო დილა გორში. ერთწლიანი და ექვსთვიანი გუნდით კი ჩვენში ვეღარავის გააკვირვებ.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-4363263373764836330.post-17017788449542841432013-01-08T22:06:00.002-08:002013-01-08T22:19:55.789-08:00უენ რუნის ავტობიოგრაფიული წიგნი ”ათი წელი პრემიერლიგაში” ქართულად

უცნაურია, ადამიანებს ძალიან უყვართ ინტრიგები, მაგრამ ვერ იტანენ ინტრიგანებს. ფეხბურთშიც ასეა. ფეხბურთის გულშემატკივრებს გვიყვარს ინტრიგა და ის, თუ რა ხდება კულისებს მიღმა, შიდა სამზარეულოში. მაგალითად ყველას ძალიან გვინდა ვიცოდეთ რა უთხრა ნოდარ ახალკაცმა ”დინამოელებს” დიუსელდორფში შესვენებისას. გვინდა ვიცოდეთ როგორია ფეხბურთელების ცხოვრება. რაზე ფიქრობენ, რა უხარიათ, როგორები არიან მოედნის მიღმა.

სულ მაინტერესებდა რას განიცდიდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები 2003 წლის 30 აპრილს გასახდელიდან გამოსვლისას რუსეთთან ნაკრებთან შებმის წინ (ალალად ვიტყვი, ის რომ სპორტი სპორტია და პოლიტიკა პოლიტიკა უდიდესი სისულელე მგონია!). მაინტერესებდა რა უთხრათ მათ ივო შუშაკმა უშუალოდ თამაშის დაწყებამდე. ან რას ფიქრობს გიო ქინქლაძე განვლილ წლებზე, ან საშა ჩივაძე როგორ იხსენებს საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნობას. როგორია მალხაზ ასათიანის ცხოვრება და განვლილი გზა ერთი უბრალო ქუთაისელი ბიჭობიდან საფეხბურთო ვარსკვლავობამდე (ჩვენი მასშტაბებით რა თქმა უნდა).

ამ ყველაფერზე აქა-იქ, ინტერვიუებში და გადმოცემით ინფორმაცია არის, მაგრამ ერთად და სტრუქტურირებულად თავმოყრილი არსადაა. არადა ეს ისაა, რაც ყველას ასე აინტერესებს, რა ხდება იქ სადაც ჩვენ არ ვართ...

არადა წესით სწორედ ასეთებზე უნდა იზრდებოდეს მომავალი თაობა, რაღა თქმა უნდა საჭიროა ბევრი წიგნი, სადაც აღწერილი იქნება ფეხბურთელების ცხოვრება ბავშვობიდან კარიერის ბოლომდე. რა გზა გავლეს, რა შეცდომები დაუშვეს, სად მიიღეს სწორი გადაწყვეტილება. ჯერ-ჯერობით მიზეზთა და მიზეზთა გამო, ეს სისტემატურად არ ხერხდება ჩვენში.

არადა ბრიტანეთში გაგიხარიათ. ეს მთელი ინდუსტირაა.

და მანამ სანამ ეს ჩვენში არ ხერხდება, ისევ უცხოური წიგნებით გვიწევს თავის გატანა. კარგი, რომ ამ მიმართულებით პროგრესი უკვე ნათელია. დეკემბრის თვეში გამომცემლობა ”არტანუჯმა” ოლივერ კანის ავტობიოგრაფიული წიგნი ”ნომერი პირველი” გამოსცა. თებერვალში კი მკითხველს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდება. თებერვლიდან გაყიდვაში უეინ რუნის ავტობიოგრაფიული წიგნი - ”ათი წელი პრემიერლიგაში” გამოვა.

აი იქ კი მრავლად არის ისეთი მომენტები, სადაც ერთ-ერთი წარმატებული ინგლისელი ფეხბურთელი გვიყვება იმაზე, თუ რა ხდება ხოლმე გასახდელში კულისებს მიღმა.

ამონარიდი წიგნიდან:

თავი 11

მოსკოვი

ჩემპიონთა ლიგის ფინალისათვის საჭირო განწყობას ვერაფრით ვიქმნიდი. ამაშინ ვერც ის ფაქტი მეხმარებოდა, რომ გზად, ნახევარფინალში თვით ”ბარსელონა” დავამარცხეთ. ერთი კვირით ადრე ყველა ამ თამაშზე საუბრობდა. ვარჯიშებზე სულ 1999 წლის ჩეპიონთა ლიგის ფინალში მომხდარი ისტორიები მესმოდა. იმ თამაშში ”ბაიერნს” 2-1 მოვუგეთ. გიგზი და ნევილი მიყვებოდნენ, თუ რა საოცარი იყო ის დღე, როცა მათ ”ბაიერნს” მოგება ხელიდან დამატებით დროში გამოგლიჯეს. იმ ფინალის ამბებზე ”იუნაიტედის” ყოფილ ფეხბურთელებსაც ვესაუბრე, მათ შორის ოლე გუნარ სოლსკიაერს, რომელმაც ბოლო წუთებზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. მან მიამბო ფინალის სიდიადეზე და იმაზე თუ რა ხდებოდა მატჩის შემდეგ მოედანზე.

შერინგემმა კი კლუბის ოფიციალურ ჟურნალს ინტერვიუ მისცა. ტედიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ხდებოდა გასახდელში ტაიმებს შორის შესვენებისას.

”შესვენებაზე ალექს ფერგიუსონი გასახდელში ბოლოს შემოვიდა. სამარისებული სიჩუმე იყო. ისიც ჯერ ჩუმად იჯდა და მოგვშტერებოდა. კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. მერე მოგვიბრუნდა და გაბრაზებულმა გვითხრა:

- ახლა გადით და გასასვლელში თასს რომ ჩაუვლით კარგად დააკვირდით. თუ მეორე ტაიმში თამაში არ გამოასწორეთ, შეიძლება კარიერა ისე დაამთავროთ, რომ მასთან ასე ახლოს მისვლა ვეღარასოდეს მოახერხოთ.”

გაგრძელება იქნება ...

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Vahidhttp://www.blogger.com/profile/15199061071106493185noreply@blogger.com1