ბიჭებს მადლობა გადაუხადა. დაემშვიდობათ. მიხალის მიხალისთან ერთად პარიზის ”შარლ დე გოლის” სახელობის აეროპორტიში მიდიოდა. პარიზი-ლარნაკას რეისისთვის უნდა მიესწროთ. ტაქსში უკან მოკალათებულიყო. ”პეჟო” სენის ნაპირს მიუყვებოდა.
ჯერ კიდევ გასული 90 წუთი უტრიალებდა გონებაში. სტად დე ფრანსის 90 წუთი. იყო ბრძოლა და თავდადება. სულ ეს იყო. მეტი არაფერი. ის იყო რასაც მოსვლის დროს სთხოვდნენ. ოღონდ მაგათ ბრძოლა დაგვანახონ და მეტი არაფერი გვინდა, თუნდაც ყველა თამაში წააგონო. ახსოვდა ეს. ამას მიაღწია. ბრძოლა იყო. წარმატება ნაკლებად. ეგ კი არა აგერ ფინეთს სტუმრად ესპანეთთან ფრედ ეთამაშა. ეგ უკვე რეალური საფრთხე იყო. საფრთხე იმისა, რომ ქვეჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებდა. ფეხბურთი რაღაცნაიარად ლოგიკური თამაშია. მის დროსაც ასე იყო და ახლაც ერთი ორ გავარდნას თუ არ ჩავთვლით ყველაფერი ლოგიკის მიხედვით მიდიოდა. მაშინაც ასე იყო. მაშინ რაღაცატომ უფრო ხშირად უვარდებოდათ.
ბრძოლა იყო. ხარისხი არა. მხოლოდ ბელარუსთან საშინაო გამარჯვება და ესპანეთთან ბრძოლა. შეეძლო კი მეტი? კაცმა არ იცოდა. ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ იყო. იქნებ სულ ეს იყო? იქნებ ამოწურა თავის შესაძლებლობები აქ და ამ დროს. ამ ფორმაციის ნაკრებში. იქნებ მართალი იყო ის კაცი მთელი დუნიის წინაშე რომ ჰკითხა - ”ჰა რას შვები ახლა, გადადგომას არ აპირებ, მაგის დედაც ვატირეო?”. არა იმას კი ნაღდად აკლდა მაგრამ იქნებ დრო იყო ამ ვარიანტზეც ეფიქრა. იყო კი ის გუნდის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი? იქნებ მართლა არ შეეძლოთ ბიჭებს მეტი? იქნებ ეს იყო მათი მაქსიმუმი, ბრძოლა და ნულზე თამაში - თამაში ერთი ქულისთვის. მუდამ საკუთარ კარზე ფიქრი და აქა-იქ მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლა.
თითქოს ოპტიმალურ შემადგენლობას მიაგნო. მაგრამ .. რაც მწვრთნელი ვარ სულ ველოდები და ერთხელ ვერ გაისროლა. ერთხელ ვერ დაიხვია ”ზაშიტკინები”, ერთხელ ვერ გაუკეთა ”პადსებია”, არადა როგორ ეიმედებოდა, როგორ ეგონა რომ ... რუსეთსა და იმ უსახურ ”სპარტაკში” თუ გამოსდიოდა ხანდახან მაინც, აქ რა ჯანდაბა დაეტაკებოდა ხოლმე. რაც ამ ნაკრების მწვრთნელია სულ ამას ელოდებოდა. ის კი ხან ვერ თამაშობდა ხან არაფერი გამოსდიოდა.
იქნება და ეს იყო მისი, როგორც მწვრთნელი მწვერვალი. ნათელი იყო სტაგნაციის პერიოდი უკან დარჩენილიყო. ვარდნა აღარ შეიმჩნეოდა. თუ წინა ორ თამაშში საფრანგეთთან ორჯერ დავარტყით დღეს გოლიც გავუტანეთ და აქა-იქ ვანერვიულეთ - უკანა სავარძელზე მოკალათებულიყო და ფიქრობდა.
არადა იმ ნაკრებს შოთა ჰყავდა. ეჰ ... ახლა შოთა, აჩი, გიო რომ ჰყოლოდა... ოჰ რას დახაზავდა გიო სტად დე ფრანსზე. აი მაშინ კი არ იქნებოდა ძნელი ბურთის დაჭერა. ცხვირით დაასობდა ძირს მათ მცველებს.
ღირდა კი მომავალი შესარჩევისთვის დარჩენა? დიდი ალბათობით ნაკრები ისევ ბოლო ადგილს დაიკავებდა. ისევ ბოლო კალათაში აღმოჩნდებოდა და მერე?! მერე 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად უნდა ეზრუნათ. წლები ემატებოდა, სტად დე ფრანსზე თამაშამდე ორიოდე დღით ადრე 45 წლის გამხდარიყო.
იყო კი ფული ყველაფერი? ღირდა კი ამდენ ლანძღვა-გინებათ? ხომ არ აჯობებდა ისევ თავის გზას წეოდა. ნაკრებისთვის თავი დაენებებინა და ყოველდღიურ საქმეზე გადასულიყო. შეეძლო კი? უნდოდა კი ყველაფრის თავიდან დაწყება. როგორი საქმე იყო თითქოს რაღაცას მიაღწია. ვარდნა შეჩერდა და კმაროდა კი?
ბევრი რატომ ტრიალებდა თავში. წარსული და მომავალი. ის და ნაკრები. დე გოლის აეროპორტისკენ მიდოდა. იქნება სწორი უთხრა იმ კაცმა - იქნება და დრო მოსულიყო წასვლაზე ეფიქრა, იქნებ ჩაევლო მის მატარებელს?!. მომავალი ბუნდოვანი ჩანდა. ტაქსის უკანა სავარძელზე მოკალათებულიყო. თვალწინ სენ დენის 90 წუთი ედგა. მძღოლი მანქანას პარიზის გარეუბნისკენ მიაგელვებდა.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
პათეტიკა კაია, ახლა ანალიზიც შემოგვთავაზე : )
ReplyDeleteდიდი მადლობა პოსტისთვის
ReplyDeleteერთ-ერთი საუკეთესო ჩანახატია, რაც თქვენს ბლოგზე და ზოგადად, ფეხბურთის თემაზე წამიკითხავს...
ამჟამად თითოეულ გოლს და ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს რომელიც შემდგომ რეიტინგზე აისახება ასე რომ არ გვაქვს იმის უფლება რომ თუნდაც ბოლოზე გავიდეთ ფარ-ხმალი დავყაროთ იქნებ ბოლო კალათას როგორმე ავცდეთ და შედარებით წესიერ ჯგუფში მოვხვდეთ
ReplyDeleteმართალია თითქოს რაღაცა იგრძნობა და ბუნდოვანია მაგრამ მაინც არსებობს და ბოლომდე უნდა გამოვაჩინოთ უნდა დავასტაბილუროთ თამაშის ხარისხი სწრაფი პასები. ჩვენი ერთ-ერთი მინუსი ის არის რომ ფეხბურთელს ბურთის გრძნობა არ შეუძლიათ და მხოლოდ ბურთს უყურებენ როცა თავს აწევენ რომ ნახონ ვის აძლევენ პასს მაშინ კარგავენ ბურთს