სანდრო შახოვი და გულად ერასტის ძე ფიფია წყარო: ს.კ. დინამო თბილისის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი |
ზოგადად, სახელმწიფო მმართველობის კურსის ანაბანა ძალაუფლების გამიჯვნით და ე.წ. ”შემმოწმებელი და დამაბალანსებელი” სისტემის შექმნით იწყება, ამერიკელები ”check and balance system”-ს რომ უწოდებენ. ამ სისტემის არსი ისაა, რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება და გუნდი უფრო უკეთ მართავს, ვიდრე ერთი კაცი. ხშირად ამ სისტემას უფრო მიკროდონეზეც იყენებენ.
ასე მგონია, თბილისის ”დინამოს” უსტაბაში გულადი ერასტიჩი ნაკლებად უნდა იცნობდეს და ცნობდეს "check and balance"-ის სისტემას. იგი საკუთარ თავზე შეყვარებული და ერთპიროვნული მმართველობის მოყვარული კაცია და უფლება-მოვალეობების დელეგირებისგან შორს დგას. გარედან ისე ჩანს, რომ ”დინამოში” ყველა და ყველაფერი ერასტიჩის ირგვლივ ტრიალებს და მას შეუძლია ის აკეთოს, რაც უნდა. სამწუხაროა, მაგრამ ტანჯვით, შრომითა და ოფლით დღემდე მოყვანილი ”დინამო” დღეს ერასტიჩის სათამაშოდ ქცეულა. ერასტიჩი ყველაფერში ერევა, იქიდან დაწყებული, თუ ვინ ითამაშებს ”დინამოში”, ვინ წავა გუნდიდან და უმკურნალებენ თუ არა სოსო გრიშიკაშვილს (რომელსაც დინამოში უფრო მეტი დრო აქვს გატარებული, ვიდრე თავად ერასტიჩს), იმით დამთავრებული თუ, რა უნდა თქვას გუნდის პრესატაშემ ჟურნალისტებთან ურთიერთობისას.
პასტორ ნიმიოლერისა არ იყოს, ერასტიჩმაც ისე დაიწყო - ჯერ იყო და ალექს გარსიას აუღო ბარსელონის მიმართულებით ბილეთი და თან მთელი სამწვრთნელო შტაბი გააყოლა - მისი ეს გადაწყვეტილება ცოტამ თუ გააპროტესტა. მერე დევდარიანს გამოუცხადა ნდობა და ორ თვეში ისიც მოისროლა, მერე ფეხბურთელებსაც დაერია და კაცი არ იყო ხმის ამომღები. საახალწლოდ ფეხბურთელებს ხელფასები დაუქვითა და ესეც არავის გაუპროტესტებია. ერასტიჩს ისიც შეუძლია, გულშემატკივრებს შეხვედრა დაუნიშნოს და შუა შეხვედრიდან სხვა საქმის მომიზეზებით წავიდეს. ერასტიჩს შეუძლია, ფანშოპის გახსნას დაჰპირდეს გულშემატკივარს და გადააგდოს (თუმცა ფანშოპი რა არის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სასტუმრო ”ჰაიატის” აშენების პირობასთან შედარებით). ერასტიჩი საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევს, რომ გუნდში ახალმისულმა, ბუბა ტყავაძე გაუშვას იმ მოტივით, რომ უკეთესი მენეჯერი უნდა და ერთი წლის თავზე ისევ ბუბა ტყავაძე დააბრუნოს. ერასტიჩს შეუძლია, ბავშვთა აკადემიის გახსნაზე დღენიადაგ ილაპარაკოს, ანდრეს კარასკო დიდი ზარ-ზეიმით ჩამოიყვანოს, მასთან ერთად მრავალწლიანი პროგრამა შეადგინოს და მერე ესპანელმა ოჯახის მონატრების ოფიციალური (!) მიზეზით საქმე შუა გზაზე მიუტოვოს. ერასტიჩს ისიც შეუძლია თქვას, რომ თოვლის გამწმენდი ტექნიკა ჰყავს, მაგრამ თოვლის მოსვლისას ეს ტექნიკა ვერსად იპოვოთ.
ერასტიჩს ეს ყველაფერი იმიტომ შეუძლია, რომ მისი ძალაუფლების დაბალანსების მექანიზმი არ არსებობს. ფეხბურთელები სამართალს ვერ ან არ ეძებენ, გულშემატკივარს მასზე ზემოქმედების მექანიზმი არ გააჩნია, ხოლო შრომის კოდექსი ისეა შედგენილი, ერასტიჩის მსგავს დამსაქმებელს სრულად უხსნის ხელ-ფეხს.
წარმოიდგინეთ, ერასტიჩს გუნდში ისეთი კაპიტანი რომ ჰყავდეს, რომელიც მის ასეთ მოქმედებებს გააპროტესტებს; წარმოიდგინეთ, ”დინამოს” იმდენი გულშემატკივარი ჰყავდეს, რომ ბილეთების და აბონიმენტების გაყიდვიდან შემოსული თანხა დიდ როლს თამაშობდეს კლუბის ცხოვრებაში; წარმოიდგინეთ, ”დინამოს” რომ მმართველი დირექტორატი ჰყავდეს, რომელიც ერასტიჩის გადაწყვეტილებებს ასჯერ აწონ-დაწონიდა და ისე დაამტკიცებდა; წარმოიდგინეთ, დინამო სააქციო საზოგადოება რომ იყოს და აქციონერებს კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვა ეთქმოდეთ; წარმოიდგინეთ, საქართველოში ისეთი ძლიერი საფეხბურთო პროფკავშირები რომ იყოს, ერასტიჩს და მის თანამოაზრეებს იქით ეშინოდეთ ფეხბურთელების.
მენეჯერის წარმატება იმით განისაზღვრება, რამდენად შეუძლია მას წარმატებული სისტემის აწყობა, სისტემისა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს შეცდომებს და წარმატების გარანტია იქნება. კაცს ფული თუ გაქვს, ინფრასტრუქტურული პროქტები ყველაზე ადვილი განსახორციელებელია, საქმე ის არის, სისტემა ააწყო.
გარედან ისე ჩანს, რომ ერასტიჩს ხედვის მწირი დიაპაზონი აქვს, თორემ მენეჯერი კაცი მმართველობის უკეთესი სისტემის შექმნაზე იფიქრებდა. საქართველოში ბუბა ტყავაძის, სანდრო შახოვის, ზურაბ პოლოლიკაშვილისა და გიორგი ნემსაძეზე უკეთესი მენეჯერის ვერპოვნის მერე მმართველი კაცი იმაზე დაფიქრდებოდა, რომ ამ სფეროში ინვესტირებაა საჭირო. მმართველი კაცი გამორჩეულ ახალგაზრდებს სპორტის მენეჯმენტის სამაგისტრო კურსებზე საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გაუშვებდა და რამოდენიმე წელიწადში ამ ინვესტიციას ”დინამო” ერთი-ასად ამოიღებდა. ეს უფრო გრძელვადიანი ინვესტიციაა, ვიდრე დინამოს ბაზის ან სტადიონის რემონტი, რომლის შედეგსაც რამდენიმე თვეში დავინახავთ. განათლებას უფრო მეტი თანხები სჭირდება, ვიდრე, მაგალითად, ვიპ-ლოჟაში საპატიო სტუმრების ვისკითა და სიგარით გამასპინძლებას, მაგრამ უფრო მეტ შედეგს მოიტანს, ვიდრე შეიძლება კაცმა ერთი შეხედვით წარმოიდგინო.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment