ამ დღეებში ვირტუალურ სივრცეში ძალიან საინტერესო დისკუსია წავაწყდი. კითხვა მარტივად ჟღერდა - არის თუ არა საფეხბურთო ქვეყანა საქართველო? უმრავლესობის აზრით საქართველო საფეხბურთო ქვეყანა არ არის. მე პირიქით ვამტკიცებდი, რომ ქვეყანა რომელმაც ქინქლაძე, კალაძე და სხვანი და სხვანი შვა შეუძლებელია არასაფეხბურთო იყოს. აზრები გაიყო, უფრო არასაფეხბურთო ქვეყანა ვართო ამ აზრმა გაიმარჯვა. იმედები გადაიწურა და კუბოში ბოლო ლურსმანი ერთ-ერთმა იუზერმა ჩაარჭო: "რომელ საფეხბურთო ქვეყნობაზე გვაქვს პრეტენზია, როცა ქვეყანაში ერთი სპორტული გაზეთი გამოდის და ერთი საფეხბურთო გადაცემისმაგვარი კეთდებაო." არის ამაში ლოგიკის მარცვალი.
გადასამოწმებლად დღეს ეს კითხვა ფეხბურთში ერთ-ერთ კარგად მცოდნე კაცსაც დავუსვი. ადრე რომ უმწვრთნელია, ფეხბურთელები გაუზრდია და ჩვენი საფეხბურთო მილეთი, რომ წესიერ კაცად იცობს ისეთს. მისი პასუხიც უარყოფითი იყო. ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა არ გვქვიაო. საფეხბურთო ქვეყნის შენებაში ყველამ თავის როლი უნდა ითამაშოს და თავისი ადგილი იცოდესო.
ისევ იმ არგუმენტს დავუბრუნდები, პრესის და ტელეზიის როლზე რომ იყო. მიუხედავად ქვეყნის სიპატარავისა, ქვეყანა არ არის განებივრებული საფეხბურთო გამოცემებით და სატელევიზიო გადაცემებით. ხალხს ფეხბურთი არ შია და არც ის გრძნობა არის სადმე ჩვენ რომ მოხალისეობას ვუწოდებთ. არ არის ფეხბურთში მოხალისეობა, პრაგმატიზმა წალეკა ყველა და ყველაფერი. ფულის გარეშე ამ სფეროში თითქმის არაფერი კეთდება და ყველა გამორჩენაზეაო, ბევრისგან გამიგია.
უცხოეთში ყოფნისას ორ რამეს ვაკვირდები. აჩერებენ თუ არა მანქანები და უთმობენ თუ არა გზას გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეებს და რამდენი წიგნების მაღაზიაა ქალაქში. რაც აქამდე მინახავს ამსტერდამი ორივე საქმეში ლიდერია. წიგნებიცაა და წიგნებიც... ყველაზე მეტად მაშინ შემშურდა, როდესაც ამსტერდამის წიგნის მაღაზიებში ფეხბურთელების ავტოგრაფიები ვნახე. ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი ქვეყნის საფეხბურთოებისა. ესეც განსაზღვრავს ალბათ რაიმეს. ჩვენში მხოლოდ ორი წიგნია გამოსული ფეხბურთზე: დათო ტურაშვილის ”მე რომ ფეხბურთელი ვიყო” და შოთა არველაძის ავტობიოგრაფია "გუშინ". ეს არის და ეს. დანარჩენი... ტყუილად არ ეძებოთ არც ერთ ენაზე ფეხბურთზე არაფერი დევს წიგნების მაღაზიაში. ალბათ ეს კიდევ ერთი მყარი არგუმენტია იმ ჰიპოთეზის განსამტკიცებლად, რომ საქართველოს საფეხბურთო ქვეყანა არ ჰქვია.
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ყინული დნობას იწყებს და პირველი მერცხალიც ორშაბათიდან გამოჩნდება. ორშაბათიდან "ბიბლუსის" მაღაზიაში გამომცემლობა "არტანუჯის" მიერ გამოცემული ძალიან საინტერესო ავტობიოგრაფია დაიდება (სამშაბათიდან უკვე ყველა წიგნების მაღაზიაში იქნება). საქართველოს წიგნების მაღაზიაში გერმანიის ლეგენდა ოლივერ კანი იწყებს სტუმრობას, თავის ავტობიოგრაფიული წიგნით "ნომერი პირველი". ეს პირველი ნაბიჯია და ამას მეორეც მალე მოჰყვება. რაც მთავარია გათვალა ისე გაკეთდა, რომ წიგნი მეტ-ნაკლებად ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.
კანი ის სპორტსმენია, რომელიც ბევრი მოზარდისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა. ”ტიტანმა” (როგორც მას ეძახდნენ) საკუთარი თავი თავად გამოძერწა.
ამონარიდი ოლივერ კანის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ”ნომერი პირველი”.
ყველაფერში დამნაშავე მე გამოვდივარ. ასეთ დროს ტანში ჟრუანტელი მივლის და საოცარ მარტოობას ვგრძნობ.
ჩემს მშობლებთან ხშირად მისაუბრია ამ ფენომენის შესახებ. ისინი მიმტკიცებენ, რომ მარტო არ ვარ, რომ ფიქრებით ჩემთან არიან. მსგავს სიტუაციებში ამგვარი დამშვიდება საერთოდ არ ჭრის.
მეკარე გარკვეულწილად მაზოხისტიც უნდა იყოს. სულიერი ტკივილის ატანა უნდა შეეძლოს, ფიზიკურ დატვირთვაზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ.
არსებობს მარტოობის სხვა ფორმაც და ის ჩვენს მომთაბარე ცხოვრებას უკავშირდება. ყველა ფიქრობს, რომ ფეხბურთელობა საოცნებო პროფესიია. ეს მართლაც ასეა, მაგრამ რეალობა ხშირად სულ სხვანაირია ხოლმე. მაგალითად, მართალია, საუკეთესო სასტუმროებში ვჩერდებით, მაგრამ თითქმის ვერაფერს ვიგებ იმ ქალაქებზე, სადაც ვთამაშობთ, ან იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ.
პროფესიონალი ფეხბურთელები მუდამ გზაში არიან. წელიწადის ნახევარს უცხო, ანონიმურ გარემოში ვატარებთ. რა თქმა უნდა, იქ გარკვეული თავისუფალი დროც მაქვს და სხვა რამითაც შემიძლია დავკავდე, მაგრამ რაღაც მომენტში წიგნებიც მბეზრდება და გაზეთებიც.
დროის მნიშვნელოვან ნაწილს ვარჯიშში, ჭამასა და ძილში ვატარებთ, თან მატჩის დაწყებას ველოდებით. საბოლოო ჯამში, ეს ოთხმოცდაათი წუთია ყველაზე მთავარი. მხოლოდ ამ ოთხმოცდაათი წუთის გამო ვართ სასტუმროში. ხანდახან საწოლზე ვწევარ, ჭერს ვაშტერდები და ვფიქრობ, ნეტა აქ რას ვაკეთებ-მეთქი. დროის დიდი ნაწილი სასტუმროში ჯდომასა და უსაქმურობაში გამყავს.
ამ დროს იმ ადამიანების მშურს, რომელთაც სამუშაო კვირის განრიგი მუდამ გაწერილი აქვთ და შაბათ-კვირას თავისუფლები არიან. მე კი იმ ქალაქებში, სადაც ვთამაშობთ, სეირნობაც კი არ შეიძლება, მაშინვე უამრავი ავტოგრაფის მსურველი და ათობით ოპერატორი ამეკიდება ხოლმე. დეტალურად აკვირდებიან, რომელ მაღაზიაში შევალ ან რომელ რესტორანს ვსტუმრობ, რატომ ვირჩევ ქუჩის ამ მხარეს და არა მეორეს. ამიტომ ისევ იმ კომფორტულ, მაგრამ სრულიად მოსაბეზრებელი სასტუმროებში დანარჩენი მირჩევნია.
უცხო ქალაქში გატარებული ორი ან სამი დღის მერე კვლავ მიუნხენში ვბრუნდებით. ხშირად უზომოდ ვიღლები, მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, როგორმე ჩემს ოთხ კედელსშუა აღმოვჩნდე.
თუ სულ ასე ცხოვრობ, მონოტონურობა გეუფლება. აუცილებელი ხდება ლოდინის პერიოდების გონივრული დატვირთვა, თორემ შეიძლება სულელური აზრებიც გაგვიჩნდეს. რაც უფრო ასაკი გემატება, ამ ერთფეროვნებას უფრო მეტად აცნობიერებ. ეს მონოტონურობის, სიცარიელის და დიდი მოვლენის მოლოდინის ნაზავი ზოგიერთი მოთამაშისთვის წარსულში იმ პრობლემის გამომწვევ მიზეზად იქცა, ალკოჰოლიზმი და ნარკომანია.”
კანი ის სპორტსმენია, რომელიც ბევრი მოზარდისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა. ”ტიტანმა” (როგორც მას ეძახდნენ) საკუთარი თავი თავად გამოძერწა.
ამონარიდი ოლივერ კანის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ”ნომერი პირველი”.
მარტოობა
”მეკარის პროფესიამ შეიძლება მარტოსულად გაქციოს. ამას განსაკუთრებით ნათლად მაშინ ვგრძნობ, როდესაც ბურთს ვუშვებ. ჩემი გუნდის ათივე მოთამაშე სასოწარკვეთილი, აღშფოთებული და განერვიულებული მიყურებს, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით, მერე ისევ ზურგს მაქცევენ, ისინი ხომ თამაშს უნდა დაუბრუნდნენ, თამაშში ბურთის შეყვანის წერტილს. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მათ ზურგებს ვხედავ. ჩემგან შორსაც კი გარბიან, როდესაც მე ბადიდან ბურთს ვიღებ. უკან, ტრიბუნაზე, მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები ხარობენ, ყვირიან, საყვირებზე უკრავენ, ღრიალებენ და უსტვენენ. ყველაფერში დამნაშავე მე გამოვდივარ. ასეთ დროს ტანში ჟრუანტელი მივლის და საოცარ მარტოობას ვგრძნობ.
ჩემს მშობლებთან ხშირად მისაუბრია ამ ფენომენის შესახებ. ისინი მიმტკიცებენ, რომ მარტო არ ვარ, რომ ფიქრებით ჩემთან არიან. მსგავს სიტუაციებში ამგვარი დამშვიდება საერთოდ არ ჭრის.
მეკარე გარკვეულწილად მაზოხისტიც უნდა იყოს. სულიერი ტკივილის ატანა უნდა შეეძლოს, ფიზიკურ დატვირთვაზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ.
არსებობს მარტოობის სხვა ფორმაც და ის ჩვენს მომთაბარე ცხოვრებას უკავშირდება. ყველა ფიქრობს, რომ ფეხბურთელობა საოცნებო პროფესიია. ეს მართლაც ასეა, მაგრამ რეალობა ხშირად სულ სხვანაირია ხოლმე. მაგალითად, მართალია, საუკეთესო სასტუმროებში ვჩერდებით, მაგრამ თითქმის ვერაფერს ვიგებ იმ ქალაქებზე, სადაც ვთამაშობთ, ან იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ.
პროფესიონალი ფეხბურთელები მუდამ გზაში არიან. წელიწადის ნახევარს უცხო, ანონიმურ გარემოში ვატარებთ. რა თქმა უნდა, იქ გარკვეული თავისუფალი დროც მაქვს და სხვა რამითაც შემიძლია დავკავდე, მაგრამ რაღაც მომენტში წიგნებიც მბეზრდება და გაზეთებიც.
დროის მნიშვნელოვან ნაწილს ვარჯიშში, ჭამასა და ძილში ვატარებთ, თან მატჩის დაწყებას ველოდებით. საბოლოო ჯამში, ეს ოთხმოცდაათი წუთია ყველაზე მთავარი. მხოლოდ ამ ოთხმოცდაათი წუთის გამო ვართ სასტუმროში. ხანდახან საწოლზე ვწევარ, ჭერს ვაშტერდები და ვფიქრობ, ნეტა აქ რას ვაკეთებ-მეთქი. დროის დიდი ნაწილი სასტუმროში ჯდომასა და უსაქმურობაში გამყავს.
ამ დროს იმ ადამიანების მშურს, რომელთაც სამუშაო კვირის განრიგი მუდამ გაწერილი აქვთ და შაბათ-კვირას თავისუფლები არიან. მე კი იმ ქალაქებში, სადაც ვთამაშობთ, სეირნობაც კი არ შეიძლება, მაშინვე უამრავი ავტოგრაფის მსურველი და ათობით ოპერატორი ამეკიდება ხოლმე. დეტალურად აკვირდებიან, რომელ მაღაზიაში შევალ ან რომელ რესტორანს ვსტუმრობ, რატომ ვირჩევ ქუჩის ამ მხარეს და არა მეორეს. ამიტომ ისევ იმ კომფორტულ, მაგრამ სრულიად მოსაბეზრებელი სასტუმროებში დანარჩენი მირჩევნია.
უცხო ქალაქში გატარებული ორი ან სამი დღის მერე კვლავ მიუნხენში ვბრუნდებით. ხშირად უზომოდ ვიღლები, მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, როგორმე ჩემს ოთხ კედელსშუა აღმოვჩნდე.
თუ სულ ასე ცხოვრობ, მონოტონურობა გეუფლება. აუცილებელი ხდება ლოდინის პერიოდების გონივრული დატვირთვა, თორემ შეიძლება სულელური აზრებიც გაგვიჩნდეს. რაც უფრო ასაკი გემატება, ამ ერთფეროვნებას უფრო მეტად აცნობიერებ. ეს მონოტონურობის, სიცარიელის და დიდი მოვლენის მოლოდინის ნაზავი ზოგიერთი მოთამაშისთვის წარსულში იმ პრობლემის გამომწვევ მიზეზად იქცა, ალკოჰოლიზმი და ნარკომანია.”
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment