მის შესახებ პირველად 2002 წლის თებერვალში გავიგე. თბილისის ”დინამო” იმ ჯერზე ბადრი პატარკაციშვილის ხელში მოფერიანდა. სეზონთა შორისი შესვენებებისას, დინამო” კვიპროსში იყო შეკრებაზე და ახალ მთვარ მწვრთნელს ელოდა. საშა ჩივაძის ვარიანტი არ გამოვიდა და არჩევანი უცხოელ მწვრთნელზე შეჩერდა. მანაც ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე ჩააკითხა გუნდს. მახსოვს, პირველად ამ სიახლეზე გაზეთმა ”სარბიელმა” დაწერე. ახალი ამბავი იყო და ინფორმაციაც შესაბამისად მშრალი ჩანდა - ივო შუშაკმა თბილისის ”დინამო” ჩაიბარაო.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უამრავი მწვრთნელი გვინახავს. ზოგი კვალიფიციური და ზოგიც ისეთი, გავლით რომ იყო საქართველოში. გვყოლია თონის პურით იღლიაში ეზო-ეზო მოსიარულე და მარშუტკებით მოძრავი ბოსკამპი და ბრაზილიიდან ქუთაისში რაღაც მანქანებით მოხვედრილი კამპუში, რომელსაც რატომ ჩააბარეს ”ტორპედოს” გაძღოლა დღემდე გამოცანად რჩება (ერთხელ თამაშიდან ქუთაისისკენ მიმავალ ”ტორპედოს” რიკოთზე ავტობუსი გაუფუჭდა. მძღოლმა ბევრი უტრიალა თურმე მანქანას და ვერაფერი გაუგო. კამპუშს ხელები დაუკაპიწებია, ”კაპოტში” ჩამძვრალა და მანქანაც ამუშავებულა).
ივოს აშკარად ეტყობოდა, რომ გავლით არ უნდა ყოფილიყო მოხვედრილი საქართველოში. ხორვატიის სამწვრთნელო შტაბში მუშაობა და სლოვენიის ”მარიბორის” გაწვრთნა მის CV-ს სოლიდურობას მატებდა. თბილისში დაბრუნებულმა გუნდმა ღია ვარჯიში გამართა და შეუიარაღებელი თვალითაც ნათელი იყო, რომ ხორვატი შეტევის მოტრფიალე უნდა ყოფილიყო.
3-5-2 ასე გამოიყურებოდა ივოს ტაქტიკა და მისთვის არასოდეს არ უღალატნია. ცენტრში განლაგებულ სამ მცველს ორი მოიერიშე ფლანგის მცველი ემატებოდა. ცენტრში მდგარი ორი საყრდენის წინ გამთამაშებელი მოქმედებდა. შეტევის ხაზზე კი ორი ფორვარდი იდგა, რომელთაც მოწინააღმდეგის შეტევისას ფლანგების გადაკეტვა ევალებოდათ. ივოსთვის ფეხბურთი ესთეტიკა იყო და ეს მის მიერ განხორვიელებული პირველი ტრანსფერებიდანაც ჩანდა. ხორვატმა გუნდში რუსეთში ნათამაშევი კარლოს და როჩა ჩამოიყავანა, რომელიც გავრისკავ და ვიტყვი, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მარჯვენა მცველი მგონია. ”დინამომ” ”ვიტ ჯორჯიადან” 200, 000 აშშ დოლარად ალეკო გოგობერიშვილი გადმოიბირა, თბილისის ”ლოკომოტივიდან” 50,000 აშშ დოლარად გიორგი ანჩაბაძე. ზაფხულში გუნდს ვიტალი დარასელია დაემატა და გუნდიც მეტ-ნაკლებად შეიკრა.
ივომ შედეგი შემოდგომაზევე აჩვენა, როდესაც მისმა გაწვრთნილებმა ჩეხურ ”ლიბერეცს” გასვლაზე ორი გოლი გაუტანეს (3:2) შინ კი მინიმალურად 0-1 დამარცხდნენ. არადა ეს ის ”ლიბერეცი” იყო ”მილანი” ლამის ჩემპიონთა ლიგის გარეშე რომ დატოვა. ივოს გაწვრთნილებმა მოსკოვში გულშემატკივარი აღაფრთოვანეს და 2004 წლის იანვარში დსთ-ს თასი თბილისის გზას გამოუყენეს. მახსოვს ”ნტვ ფეხბურთზე” მელნიკოვმა მატჩის მიმოხილვისას თქვა, მოსკოვში ნაღდი ფეხბურთი დაბრუნდაო. იმ ტურნირზე გიორგი ანჩაბაძემ უბრალოდ დახაზა. ჯიბეში ჩაისვა მოწინააღმდეგის მცველები. რაგინდარა პასი არიგა მოსკოვურ ხალიჩაზე. თამაშებს კიევის ”დინამოს” სელექციონერი ჯოზებ საბო ესწრებოდა, ანჩაბაძის თამაშით მოხიბლულს მისი ასაკი უკითხვას და დანანებით თავი გაუქნევია - ”ეს რომ ოთხი-ხუთი წლით უმცროსი იყო ახლავე კონტრაქტს გავუფორმებდითო.”
ივოს ქართულ კარიერაშია დღემდე გაუგებარი და საეჭვო წაგება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ ”ტირანასთან”.
კარიერის გვირგვინი თბილისში ბეჭებზე დადებული რუსეთის ნაკრები იყო. თამაში, რომელიც არასოდეს დაავიწყდება არც თავად ხორვატს და არც ქართველ ქომაგს.
ივო დიღმის ბაზაზე ვნახე. დაუვიწყარი ბუბუნა ხმით და ჩვენში ასიათასად დაფასებული ზრდილობით. ყველას სათითაოდ ჩამოგვიარა, ხელი მაგრად ჩამოგვართვა და მოგვიკითხა. იშვიათი საქციელი იყო, ქართველი მწვრთნელებისა და აქ მოღვაწე უცხოელთაგან სრულიადნ განსხვავებული. პრესკონფერენციაზე მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული, ხანგრძილივად და ამომწურავად საუბრობდა. თვლიდა, რომ ვარჯიში ფეხბურთელის ტანჯვად არ უნდა ქცეულიყო და მისი ხანგრძლივობა 75 წუთს არ გადასცილებოდა. დიღმის ბაზაზე დილიდან მისული პირველად ბალახის საფარს ამოწმებდა, ლეგენდად ქცეულ რთულ ქართულ მენტალიტეტსაც ადვილად მოერგო და ბევრი მეგობარიც შეიძინა.
შტრიხი პორტრეტისათვის - რუსეთთან ნაკრებში გამარჯვების მერე პატარკაციშვილმა გუნდს პრემიები დაურიგა. ივომ გადაწყვიტა პრემიები შემცირებულიყო და ფეხბურთელების გარდა ექიმებზე, მზარეულებზე, მძღოლზე და პრეს-ატაშეზეც გადანაწილებულიყო.
ივო უფრო მქოქავი მწვრთნელი იყო. თამაშის წინ ბიჭების განწყობა ბრწყინვალედ შეეძლო. ნაკრებს მისი ხელმძღვანელობით მეორე და უკანასკნელი თამაში დუბლინში ირლანდიის ნაკრებთან ჰქონდა. თამაშის წინ გასახდელში ივომ დასამახსოვრებელი რამ თქვა: ”თქვენგან უეჭველ მოგებას არავინ ელის. მე მინდა მოედანზე 11 გულანთებული ქართველი ვიხილო. ვაჩვენოთ ირლანდიელებს, რომ მათზე ნაკლებად როდი გიყვართ სამშობლოო”. ამ სიტყვების მერე მკვდარი უნდა ყოფილიყავი ძარღვია არ აგტოკებოდაო, ყვებოდა მოგვიანებით იმ თამაშის ერთ-ერთი მონაწილე.
ივოს გონებასა და გულში საქართველოს მუდამ განსაკუთრებული ადგილი უკავია. ნებისმიერი სტუმრობა მისთვის ზეიმია. ზეიმი და ტკივილი, რადგან მის გვერდით მისი საუკეთესო მეგობარი გივი ნოდია აღარ არის და ყოველ ვიზიტზე მის საფლავზე გასვლა წესად გადაიქცია.
ივო შეიძლება არ ყოფილიყო სასწაულმოქმედი მწვრთნელი, მაგრამ არის პიროვნება, რომლის შესახებაც ქართულ ფეხბურთში აზრები თითქმის არ იყოფა. მასზე აუგის მთქმელი კაცი ჯერ არ შემხვედრია, არადა როგორი საქმეა ამას პოლარიზებულ ქართულ საფეხბურთო თემში მიაღწიო.
”ახალი წლის საღამოს მეგობრები ოჯახებით რესტორანში ვიკრიბებით. თამადობა საქართველოში მასწავლეს და სუფრას მე ვუძღვები. საქართველოს ჩემი მეგობრები დაუსწრებლად იცნობენ და ხორვატიასთან ერთად მის სადღეგრძელოსაც ვსვამთ.” - ეს ივო შუშაკია.
საწყენია ისაა, რომ ამ ბოლო წლებში საქართველომ წინ და უკან დაარიგა ქვეყნის მოქალაქეობა. ივოსთვის კი საპატიო მოქალაქეობის შეთავაზებაც არავის მოსვლია აზრად.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უამრავი მწვრთნელი გვინახავს. ზოგი კვალიფიციური და ზოგიც ისეთი, გავლით რომ იყო საქართველოში. გვყოლია თონის პურით იღლიაში ეზო-ეზო მოსიარულე და მარშუტკებით მოძრავი ბოსკამპი და ბრაზილიიდან ქუთაისში რაღაც მანქანებით მოხვედრილი კამპუში, რომელსაც რატომ ჩააბარეს ”ტორპედოს” გაძღოლა დღემდე გამოცანად რჩება (ერთხელ თამაშიდან ქუთაისისკენ მიმავალ ”ტორპედოს” რიკოთზე ავტობუსი გაუფუჭდა. მძღოლმა ბევრი უტრიალა თურმე მანქანას და ვერაფერი გაუგო. კამპუშს ხელები დაუკაპიწებია, ”კაპოტში” ჩამძვრალა და მანქანაც ამუშავებულა).
ივოს აშკარად ეტყობოდა, რომ გავლით არ უნდა ყოფილიყო მოხვედრილი საქართველოში. ხორვატიის სამწვრთნელო შტაბში მუშაობა და სლოვენიის ”მარიბორის” გაწვრთნა მის CV-ს სოლიდურობას მატებდა. თბილისში დაბრუნებულმა გუნდმა ღია ვარჯიში გამართა და შეუიარაღებელი თვალითაც ნათელი იყო, რომ ხორვატი შეტევის მოტრფიალე უნდა ყოფილიყო.
ივომ შედეგი შემოდგომაზევე აჩვენა, როდესაც მისმა გაწვრთნილებმა ჩეხურ ”ლიბერეცს” გასვლაზე ორი გოლი გაუტანეს (3:2) შინ კი მინიმალურად 0-1 დამარცხდნენ. არადა ეს ის ”ლიბერეცი” იყო ”მილანი” ლამის ჩემპიონთა ლიგის გარეშე რომ დატოვა. ივოს გაწვრთნილებმა მოსკოვში გულშემატკივარი აღაფრთოვანეს და 2004 წლის იანვარში დსთ-ს თასი თბილისის გზას გამოუყენეს. მახსოვს ”ნტვ ფეხბურთზე” მელნიკოვმა მატჩის მიმოხილვისას თქვა, მოსკოვში ნაღდი ფეხბურთი დაბრუნდაო. იმ ტურნირზე გიორგი ანჩაბაძემ უბრალოდ დახაზა. ჯიბეში ჩაისვა მოწინააღმდეგის მცველები. რაგინდარა პასი არიგა მოსკოვურ ხალიჩაზე. თამაშებს კიევის ”დინამოს” სელექციონერი ჯოზებ საბო ესწრებოდა, ანჩაბაძის თამაშით მოხიბლულს მისი ასაკი უკითხვას და დანანებით თავი გაუქნევია - ”ეს რომ ოთხი-ხუთი წლით უმცროსი იყო ახლავე კონტრაქტს გავუფორმებდითო.”
ივოს ქართულ კარიერაშია დღემდე გაუგებარი და საეჭვო წაგება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ ”ტირანასთან”.
კარიერის გვირგვინი თბილისში ბეჭებზე დადებული რუსეთის ნაკრები იყო. თამაში, რომელიც არასოდეს დაავიწყდება არც თავად ხორვატს და არც ქართველ ქომაგს.
ივო დიღმის ბაზაზე ვნახე. დაუვიწყარი ბუბუნა ხმით და ჩვენში ასიათასად დაფასებული ზრდილობით. ყველას სათითაოდ ჩამოგვიარა, ხელი მაგრად ჩამოგვართვა და მოგვიკითხა. იშვიათი საქციელი იყო, ქართველი მწვრთნელებისა და აქ მოღვაწე უცხოელთაგან სრულიადნ განსხვავებული. პრესკონფერენციაზე მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული, ხანგრძილივად და ამომწურავად საუბრობდა. თვლიდა, რომ ვარჯიში ფეხბურთელის ტანჯვად არ უნდა ქცეულიყო და მისი ხანგრძლივობა 75 წუთს არ გადასცილებოდა. დიღმის ბაზაზე დილიდან მისული პირველად ბალახის საფარს ამოწმებდა, ლეგენდად ქცეულ რთულ ქართულ მენტალიტეტსაც ადვილად მოერგო და ბევრი მეგობარიც შეიძინა.
შტრიხი პორტრეტისათვის - რუსეთთან ნაკრებში გამარჯვების მერე პატარკაციშვილმა გუნდს პრემიები დაურიგა. ივომ გადაწყვიტა პრემიები შემცირებულიყო და ფეხბურთელების გარდა ექიმებზე, მზარეულებზე, მძღოლზე და პრეს-ატაშეზეც გადანაწილებულიყო.
ივო უფრო მქოქავი მწვრთნელი იყო. თამაშის წინ ბიჭების განწყობა ბრწყინვალედ შეეძლო. ნაკრებს მისი ხელმძღვანელობით მეორე და უკანასკნელი თამაში დუბლინში ირლანდიის ნაკრებთან ჰქონდა. თამაშის წინ გასახდელში ივომ დასამახსოვრებელი რამ თქვა: ”თქვენგან უეჭველ მოგებას არავინ ელის. მე მინდა მოედანზე 11 გულანთებული ქართველი ვიხილო. ვაჩვენოთ ირლანდიელებს, რომ მათზე ნაკლებად როდი გიყვართ სამშობლოო”. ამ სიტყვების მერე მკვდარი უნდა ყოფილიყავი ძარღვია არ აგტოკებოდაო, ყვებოდა მოგვიანებით იმ თამაშის ერთ-ერთი მონაწილე.
ივოს გონებასა და გულში საქართველოს მუდამ განსაკუთრებული ადგილი უკავია. ნებისმიერი სტუმრობა მისთვის ზეიმია. ზეიმი და ტკივილი, რადგან მის გვერდით მისი საუკეთესო მეგობარი გივი ნოდია აღარ არის და ყოველ ვიზიტზე მის საფლავზე გასვლა წესად გადაიქცია.
ივო შეიძლება არ ყოფილიყო სასწაულმოქმედი მწვრთნელი, მაგრამ არის პიროვნება, რომლის შესახებაც ქართულ ფეხბურთში აზრები თითქმის არ იყოფა. მასზე აუგის მთქმელი კაცი ჯერ არ შემხვედრია, არადა როგორი საქმეა ამას პოლარიზებულ ქართულ საფეხბურთო თემში მიაღწიო.
”ახალი წლის საღამოს მეგობრები ოჯახებით რესტორანში ვიკრიბებით. თამადობა საქართველოში მასწავლეს და სუფრას მე ვუძღვები. საქართველოს ჩემი მეგობრები დაუსწრებლად იცნობენ და ხორვატიასთან ერთად მის სადღეგრძელოსაც ვსვამთ.” - ეს ივო შუშაკია.
საწყენია ისაა, რომ ამ ბოლო წლებში საქართველომ წინ და უკან დაარიგა ქვეყნის მოქალაქეობა. ივოსთვის კი საპატიო მოქალაქეობის შეთავაზებაც არავის მოსვლია აზრად.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment