Friday, June 1, 2012

საფეხბურთო ინტელექტი


- კანტონა გამახსენდა ...
- ვინ?
- კანტონა რა ...
- მსახიობი?
- მსახიობი მერე გახდა, იქამდე მაგარი ფეხბურთელი იყო.
- ვაა, ეგ არ ვიცოდი.
- როგორ? ფეხბურთი საერთოდ არ გიყვარს?
- კი, მიყვარს, მაგრამ არ ვუყურებ.
- უცნაურია ...
- ჰო, ვიცი, მე უფრო გამორჩეული საფეხბურთო მოვლენები მამახსოვრდება.
- მაშინ ზემოთ აწეული საყელოც უნდა გახსოვდეს.
- უი, ეგაა კანტონა?
- კი, ”მანჩესტერის” ლეგენდარული თავდამსხმელი.
- ჰო, ეგ კი ვიცი, ტრიბუნაზე რომ აუვარდა ვიღაცას.
- მხოლოდ მაგით გახსოვს კანტონა? აფსუს ...
- ხომ გითხარი, გამორჩეულ ამბებს ვიმახსოვრებ ხოლმე.
- აბა შენ პაოლო დი კანიოც გეცოდინება ...
- პირველად მესმის.
- ფაშისტი იყო, მაგარი გიჟი ...
- ვერ გეტყვი, სახეზე მეცოდინება
- ახლა მაგის სურათს ჯიბით ნუ მატარებინებ, თუ ძმა ხარ ...
- ფაშისტობის მეტი არაფერი გაუკეთებია?
- გააჩნია, შენ გაკეთება უფრო გაინტერესებს თუ გაფუჭება ...
- ფაშისტი ერთი ის ვიცოდი, იტალიელი ...
- მგონი ერთიდაიგივე ადამიანზე ვლაპარაკობთ.
- წამდაუწუმ მწვრთნელებს რომ ეჩხუბებოდან ახალგაზრდობაში, ეგა?
- მგონი, ეგ უნდა იყოს ...
- ვიცი, როგორ არ ვიცი, გოლი რომ უნდა გაეტანა და ბურთი ხელში დაიჭირა.
- მართალი ხარ. ეგაა ...
- გეუბნები, ეგეთ ამბებში, ძალიან ძლიერი ვარ-მეთქი.
- ქართული ფეხბურთი გიყვარს?
- კი. ძალიან.
- აბა ქეცბაია გეცოდინება ...
- რამდენი წლისაა?
- აუფ ...
- ქეცბაია ... ქეცბაია ... ეტყობა ეგრე ძალიანაც არ მიყვარს ქართული ფეხბურთი ...
- ნუ გადამრევ, ქეცბაია როგორ არ იცი?!
- რა ვქნა, მოგატყუო?
- არც გოგუა არ იცი?
- გოგუა ის არაა, ქეცბაიას რომ ეჩხუბა?
- აკი, ქეცბაია არ ვიციო?
- უი, ქეცბაიაც მცოდნია: ეგ ხო ისაა, კობიაშვილს რომ გაებუტა ...
- ვახ, მაოცებ, კობიაშვილიც გაგიგია?
- კი, კობიაშვილი როგორ არ ვიცი, გერმანელ მსაჯს რომ დაარტყა. ეგ და ყენია ერთად თამაშობდნენ სადღაც.
- ყენიაზე გაიჭედე მგონი.
- როგორ გეკადრება ... შემახსენე, პირველად ვინ მკითხე ქართული ფეხბურთიდან?
- ქეცბაია ...
- ჰო, ქეცბაიამ და ყენიამ რომ ერთმანეთს ...
- აუ კარგად იყავი რა ...
- კარგად, მაგრამ ... რა ეწყინა ნეტავ?!

ფუტ ბოლი

No comments:

Post a Comment