შენ მაშინ სულ ახალგაზრდა, 19 წლის ბიჭი იყავი და ყველა იმედის თვალით გიცქერდა. დღესაც მახსოვს შენი თამაში ანკონაში. ჰიმნის შესრულებისას დაბნეული, მორცხვად, ოდნავ მორიდებული იდექი, გამოუცდელი ახალგაზრდა ბიჭი
http://www.youtube.com/watch?v=DYEpm7pkINU.
მაშინ შენ პირველ ნაბიჯს დგამდი დიდ ფეხბურთში, სადაც ბევრი წინაღობა გელოდა.
http://www.youtube.com/watch?v=DYEpm7pkINU.
მაშინ შენ პირველ ნაბიჯს დგამდი დიდ ფეხბურთში, სადაც ბევრი წინაღობა გელოდა.
ზურა ხიზანიშვილი |
ისიც მახსოვს, როგორ მიცახცახებდა მთელი სხეული თამაშის დაწყებისას, მაგრამ თამაში დაიწყო თუ არა, მივხვდი, რომ ის დღე შენი იყო. აი, ხომ არის დღე, როდესაც ყველაფერი გამოგდის, ჰოდა, იმ დღესაც ხიზანას დღე ერქვა. მარჯვენა ფლანგზე კედელივით მდგარმა, ანჯელო დი ლივიოს გასაქანი არ მიეცი. იუვენტუს-ფიორენტინაში გამობრძმედილ მოწინააღმდეგეს ფეხი არ გაანძრევინე.
ის თამაში, როგორც უმრავლესობა, წავაგეთ. სიმართლე გითხრა, მე არ მჯერა კარგად თამაშისა და წაგების, მაგრამ თუ ამქვეყნად კარგი თამაში და წაგება შეიძლება მაინც არსებობდეს, ეს სწორედ ანკონაში მოხდა.
ის თამაში, როგორც უმრავლესობა, წავაგეთ. სიმართლე გითხრა, მე არ მჯერა კარგად თამაშისა და წაგების, მაგრამ თუ ამქვეყნად კარგი თამაში და წაგება შეიძლება მაინც არსებობდეს, ეს სწორედ ანკონაში მოხდა.
ასე მგონია, შენ, როგორც დიდი ფეხბურთელი, სწორედ ამ ადრიატიკის ზღვისპირა ქალაქში დაიბადე.
მერე იყო ის, რაც ხშირად არ მომხდარა ჩვენს ფეხბურთში. ქართველი ტალანტით ლონდონის ”არსენალი” დაინტერესდა. ვიცი, ძნელია, როდესაც გუნდის სასადილო დარბაზში მარტინ კიოუნის და ტონი ადამსის გვერდით სადილობ და ისინიც თბილად, როგორც საიმედო პარტნიორს, ისე გიცქერენ. ისიც ძნელია, როდესაც არსენ ვენგერი შენთან მოდის და გეუბნება, რომ პრემიერლიგაში შენი იმედი აქვს - თბილისიდან კი კაკო ჩხეიძის წერილი მოდის და შენში უაზროდ დიდ თანხას ითხოვს. ძნელია, როდესაც ”არსენალში” თითქმის ჩარიცხული, შედარებით უსახურ ”დანდიში” აღმოჩნდები.
მე მახსოვს ფეხბურთის გულშემატკივრების რეაქცია ამ ამბავზე. მახსოვს, როგორ ყველა გვერდით დაგიდგა - უბრალო გულშემატკივარი თუ საფეხბურთო ჟურნალისტები. გახსოვს გაზეთი ”სარბიელი”? გახსოვს იმ პერიოდის ნომრები? შენით იწყებოდა და შენით მთავრდებოდა. ისიც გემახსოვრება, ბოლოს თბილისის ”ლოკომოტივთან” შენი კონტრაქტი რომ დაბეჭდეს და სიმართლე ყველას დაანახეს. მართალია, კაკო ჩხეიძე და ძლიერნი ამა ქვეყნისა გადაიკიდეს, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირდა.
ეს ამბავი კი არ ვიცი, გემახსოვრება თუ არა - რუსეთთან თამაშის მეორე დღეს მეგობრის მოსანახულებლად ჩემს ქუჩაზე მოსული, ეზოში შუახნის კაცებმა შეგამჩნიეს. სრულიად უცხო ხალხი შემოგეხვია და ქება-დიდებით და მადლობით აგავსეს.
ამ ყველაფრის მერე ძალიან, ძალიან ბევრი წელი გავიდა. შენ უკვე ნაკრების ვეტერანი გქვია. პრემიერლიგაში თამაშიც მოასწარი, ულამაზესი ოჯახის შექმნაც და ახლა სამეზობლოში აგორებ ბურთს. ფაქტია, შენი კარიერის დაისი იწყება და ახლა შენგან ყველა სიბრძნეს და გამჭრიახობას ითხოვს. ამიტომაც შეგაბეს ნაკრების კაპიტნის სამკლავური და ფარის ყოჩად გაქციეს.
წლები რომ გავა, ხალხი იმით გაგიხსნებს, რა გაგიკეთებია მინდორზე, როგორ გაუძეხი ნაკრებს და როგორ იბრძოდი ბოლომდე.
არ დაგიმალავ, გუშინდელმა შენმა ინტერვიუმ:
ძალიან გამაკვირვა. ბევრი ვუკირკიტე მაგრამ ყველა მხრიდან ისე იკითხება, როგორც წერია. ამას რომ თავი დავანებოთ, როგორც ვიცი, ეს მანამდე სხვა ჟურნალისტსაც უთხარი და სთხოვე, არ დაეწერა.
ზურა, სიყვარულით გეტყვი - ნაკრების მაისურით ფულის შოვნა ვერ არის მთლად კარგი გადაწყვეტილება. ნაკრების მაისურით ხალხის გულების მოგება უფრო ადვილია, ვიდრე ფულის მოგება და დამიჯერე, ჯერ დედამიწაზე არ მოჭრილა იმდენი ფული, ნაღდი გულშემატკივრის გულის მოგება რომ შეეძლოს. ჩვენს რეალობაში ვერ გამოდგება შენი ბლექბერნელი თანაგუნდელების წაქეზებით ნათქვამი ფრაზები.
მამას ჰკითხე - თუ დააკლდა რაიმე, დიდი რაოდენობის ფულადი პრემიის ნაცვლად 81 წელს ხალხის ზღვა სიყვარული რომ მიიღო და დღემდე რომ მოჰყვება. იმ ამბის მერე ბარე 30 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ არის ღირებულებები, დრო რომ ვერაფერს აკლებს.
შენ ახლა 30 წლის გამოცდილი ფეხბურთელი ხარ და ყველა როგორც ლიდერს, ისე გიყურებს. ახლა შენ უნდა აიყოლიო ეგ პატარა ბიჭები. მინდა ისევ ის ზურა მახსოვდეს, ჩემს ეზოში შუახნის კაცების შუაში მდგარი, მორცხვად რომ იღებდი კომპლიმენტებს ბრწყინვალე თამაშის გამო.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment