დღეს დავით ყიფიანის დაბადების დღეა,
დიდი მეათე ნომერი 61 წლისა უნდა გამხდარიყო ...
დავით ყიფიანი |
მე ძალიან ბევრი რამე წამიკითხავს მასზე. თითქმის ყველაფერი რაც კი მისი ფეხბურთელობის პერიოდში იწერებოდა ... მერეც - როცა ფეხბურთელი აღარ იყო და მწვრთნელი გახდა. ვესწრებოდი მის პრესკონფერენციებს. ვხვდებოდი - ძირითადად ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებულ სიტუაციებისას.
იგი ჩემი ბიჭობის ლეგენდა იყო - კაცი, ვის გამოც ფეხბურთი პატარაობის ლამაზ ზღაპრად და დიდობაში უზარმაზარ სიამოვნებად იქცა.
ჟურნალისტობა დავიწყე და რასაკვირველია, დავწერე მასზე. ვწერდი ხანგამოშვებით. ყველაზე დიდ წერილს ”კილიმანჯაროს თოვლიანი მთა” ერქვა, ყველაზე პატარას - ”იჯდა და ფიქრობდა” ... ”ოლიმპში” გამოქვეყნდა ორივე. იმას, პატარას ზურა გენგიურის დიდებული ფოტო ახლდა თან - ფიქრიანი, ლაზათიანი, სიგარეტის კვამლში გახვეული იჯდა ... იჯდა და ფიქრობდა ... სიმბოლური იყო ის კვამლიც - დარდივით დაჰხვეოდა. აკი უთქვამს გია გორგოძისთვის - ჩემს ტყავში ზისო ... ჩემზე ... ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო იყო - რაც კი ჟურნალისტიკას მოუტანია ...
”ოლიმპში” ამოგვაკითხა ბატონმა გიამ. მოგვიყვა ბევრი რამე. ახლა წავალ და ორიოდე საათში აქ ამოვიყვანო. მარტო ამოვიდა ორიოდე საათში. გადაუფიქრებია. გული დაგვწყდებოდა, აბა, რა იქნებოდა. გორგოძე გულიანი კაცია. დაგვიჯდა და მოგვიყვა ყველაფერი - ვერიდან და მისი პირველი საფეხბურთო პრიზიდან ”ბუძელნიკიდან” დაწყებული, უკრაინის ცეკას მდივანით დამთავრებული. შერბილდა, შესხვაფერდა სიტუაცია. ინტერესმა გულისტკენა შეავიწროვა. საკვირველი კია, მაგრამ პირველად და უკანასკნელად ნორვეგიაში, 1999 წლის 29 მაისს დაველაპარაკე. მინდორზე ბოსკამპი უყვიროდა ჩვენს ფეხბურთელებს. ჩვენ მინდვრის გასვწრითა სკამზე ვისხედით: ”ბატონო დათო, მოგწონთ ეს ბოსკამპი?” - უხმოდ დამიქნია თავი. მოგვიანებით დაამატა: "ეგ კი კარგი მწვრთნელია, აქ რა გამოუვა არ ვიცი ...”
მისი ჩაცმის სტილი ... ბევრია ისეთი ადამიანი, კარგად რომ იცვამს. მდიდრულად, მოდურად, პეწიანად, სოლიდურად. იგი თან მაგრად იცვამდა და თან თითქოს გრძობდა სამოსს. სხვანაირად ატარებდა. გვიან, მისი გარდაცვალებიდან კაი ხანი იყო გასული, მისმა უმცროსმა ძმამ, გოგლამ მითხრა - თეთრი, გაქათქათებული პერანგის გარეშე, სახლიდან როგორ გავიდოდაო.
ვუყურებ, ახლა გვარდიოლას, დი მატეოს, ვილაშ-ბოაშს ... მონტელასაც ... მოდების ჟურნალიდან ამომხტარნი გეგონებიან ბიჭები. არადა, ნამეტანი გალოკილები ჩანან. არ უხდება კოსტუმს კაფანდარა კაცი. კოსტუმი ყიფიანს უხდებოდა.
იური როსტმა დაწერა ძალიან კარგი წერილი ”ყიფიანი წავიდა-ო” ... გრძნობს ეგ კაცი ქართველებს. ოთარ იოსელიანზეც რომ დაწერა, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი. ის წერილი, კარგი პასაჟით იწყებოდა - არსებობენ ადამიანები, საკუთარი ქვეყნის, ერის სახედ რომ ითვლებიანო.
ბრუკლინში დავიჯერე ეს. ვინც კი საქართველოს იცნობს, ყიფიანზე, კოტე მახარაძეზე, ბუბა კიკაბიძეზე, რობერტ სტურუასა და ნანი ბრეგვაძეზე მეკითხებიან სულ.
ალბათ ამიტომაც თუ აქვთ ჩვენზე ასეთი წარმოდგენა - დარბაისელი, ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანი ხალხი ხართო.
18 ივნისია დღეს. ჩვენ რომ 18 ნოემბერი გვეგონა, ის 18 ივნისი. ზოდიაქო - ტყუპები. კიდევაც გაორებული ცხოვრება ჰქონდა. ცხოვრობდა ამ სამყაროშიც და მის მიღმაც. არაფერს ვართულებ - ასე იყო ნამდვილად. ვინც იცნობს - უამსიტყვოდაც იცის.
დასასრული კი უღვთოო, რომ ვამბობთ, მართლა ისეთი იყო. არ ერია მის სიკვდილში ღმერთი. ჩეხოვს უთქვამს 1903 წელს ”მხატ-ში” მისი ”ალუბლის ბაღი” რომ დაუდგამთ - დამიღუპა სტანისლავსკიმ პიესაო ...
დაახლოებით ასე იყო მისი ცხოვრების ბოლოც - დაღუპა იმ ავარიამ ის დიდებული სპექტაკლი - სპექტაკლი ერთი მსახიობისა.

კონსტანტინე გოგიშვილი
No comments:
Post a Comment