თენგიზ სულაქველიძე, ალექსანდრე ჩივაძე, დავით მუჯირი უფროსი და ნოდარ ხიზანიშვილი |
”ბაიერნი” და ბეკენბაუერი, რუმენიგე, ჰიონესი, რიგში კანი და ეფენბერგი უნდა იყვნენ ... ”ბაიერი” და რუდი ფიოლერი ...
”აიაქსი” და კრუიფი - ამას გარდა, ლამის ყველა ”კიტი”, ვისაც ამ დიდი კლუბის მაისურა მოურგია, გუნდის სამსახურში ჰყავდათ ...
”მანჩესტერ იუნაიტედი” და სერ ბობი ჩარლტონი ...
ყველგან ასეა, ყველგან სამ დროში ცხოვრობენ: რადგან დღევანდელობა, გუშინდელისა და ხვალინდელის გარეშე არ არსებობს.
როგორ გაზრდი ფეხბურთელს, თუ ავტორიტეტი არ დაანახე.
მაგრამ ავტორიტეტს გუნდრუკის კმევაც უნდა, გალეგენდება. ადვილია ეს - თუკი მოწიწება გაქვს, არაფერი პოზა და როლი არ ჭირდება ამ საქმეს. ყველა დაინახავს ამ მოწიწებას და თუკი მარტო შენი თავი და საძმაკაცო გიყვარს ფეხბურთში ... ამასაც ადვილად დაინახავს ყველა და შეგრჩება და შეგრჩება კიდეც შენი და საძმაკაცოს ფეხბურთი - როცა ტრიბუნებზე ფეხბურთელების მხოლოდ ოჯახის წევრები და ოჯახისავე მეგობრები სხედან.
როგორც ფილმშია - ”თავმჯდომარე ამბროსი, ფერმის გამგე ლავროსი, ბიბლიოთეკარი ბაქოსი ...” - სავლეს რომ უყვარდა, იმ ხალხზე გეუბნებით.
სადაა შველა? ვიღაცა უნდა გაალეგენდურო - ხალხს ავტორიტეტები უყვარს. ფეხბურთზე, თეატრში, კინოში ვარსკვლავებისთვის დადის, ხალხს ბალაგანზე ერთხელ მიიტყუებ, მეორედ, მესამედ, მაგრამ მერე მორჩა.
ვინ უნდა გაალეგენდურო? ყველა, ამათ გარდა - რადგან ბუდღუზონიელებთან მოთამაშე, წამგები ან მომგები ფეხბურთელებისაგან ლეგენდას და ავტორიტეტს ვერ გამოძერწავ. ეგეთები ვედრო შაურია შინაც და გარეთაც.
უნდა გაალეგენდურო ის ხალხი, ვინც იყო კიდეც ლეგენდა და ნორმალურ სისტემაში რომ ეცხოვრა, არც არავინ მიივიწყებდა ეგრე.
იმ ხალხს უნდა დაუბრუნო სტატუსი, ვისაც ”რეალი” ან სხვა გუნდი ჩეკს სთავაზობდა - თანხა თვითონ ჩაწერე და გადმოდიო ... ვისაც დღემდე არ ივიწყებს ფიფა-უეფა და ზოგს ორდენს, ზოგს მისალოცს უგზავნის. რადგან: ფეხბურთი ხომ ისტორიაცაა...
ტყუილად გვგონია, რომ ამ ხალხზე მეტად გვესმის ფეხბურთი. ან დრომ ისეთი რაღაცები მოიტანა, მარტო ჩვენ ავუღეთ ალღო და ეგენი კი ჩამორჩნენ.
გამოდის, მთელი ჩვენი უპირატესობა გვიან დაბადება ყოფილა და პირადად მე ასეთი ”უპირატესობოსათვის” ნამდვილად არ მემეტება ჩემი თავი.
ეგრე რომ ბობი ჩარლტონსაც შეიძლება უთხრას უესლი ბრაუნმა, მე უფრო მაგარ ”მანჩესტერში” ვთამაშობ, ფეხბურთიც სხვაა ახლაო ...
არ გამოვა, გასაკეთებელი და მისახედია ეს საქმე - ხურცილავას, ჩივაძის, დათუნაშვილის, მაჩაიძის, გუცაევის და სხვა დიდი ჩვენებურების ნაკეთები იმიჯი ჯობია ჭიპი ჭიპუნტარიძეებისა და კვაჭი კვაჭანტირაძეების ნახლაფორთებს. იმუშაოს ამ ხალხმა კლუბებში, სტადიონებზე, ბაზებზე, ფედერაციაში მენეჯერებად და პრეზიდენტებად კი არა - ჩივაძედ, ხურცილავად, მაჩაიძედ, დათუნაშვილად, გუცაევად - ისე, როგორც ფიოლერი მუშაობს ფიოლერად და ჩარლტონი ჩარლტონად ... მეტი შესაძლებლობები გამოაჩნდებათ? მაგალითების მეტი რა არის - აგერ ზემოთ ნახსენები ”ბაიერნის” შტაბი.
არ დაუჯდება ეს ხალხი ძვირი ქართულ კლუბებს - ყოველ შემთხვევაში, ერთი ახლანდელი ”ვარსკვლავის” ნახევარი წლის შემოსავალი ნამდვილად ეყოფა ყველა მათგანის ქართულ ფეხბურთში ”სავიზიტო ბარათებად” დასაქმებას. შედეგად კი ქართულ ფეხბურთს სოლიდური სახე მიეცემა - იმათ თვალში მაინც, ვისაც დღემდე ახსოვს, ვინ ვინ იყო და შესაბამისად, ვინ ვინ არის ჩვენში ...
მთავარია, სისტემა შეიქმნას - ისეთი, რომელიც ლეგენდას, ცნობილ ადამიანს კომპრომისებისა და შეცდომების დაშვებას არ აიძულებს, თორემ ცუდ სისტემაში კაცის წარსულის გაარაფრებას რა უნდა.
ახალი თაობის გამოწვევაც ეგაა - სისტემა უნდა ”გაქაჩო”.
ძნელია? ადვილი ბიუჯეტის ძუძუს წოვა და ჩარტერულ რეისებში სახელმწიფოს ხარჯზე ჯდომაა - ძუძუმწოვარა იხვნისკარტაც კია, მაგრამ მისგან რა ხეირია რო...
თედო რიჩი
chartlon da bekenbaueri , andac kruifi rom iyo, kargi fexburteloba ar kmara.. samwuxarod chamotvliltagan absoluturi umravlesobas tavad ar sheuzlia sakutari sanatesao-sadzmakacos ikit gaxedva.
ReplyDeletees 'dafasebis' tema chemtvis gadagechilia piradad , yvelas visac 'saweri' shemoakldeba am temaze gadadis.
arc bayerns da arc barcas,arc ajaxss da arc manius ar hyolia cota aseti fexburteli. magram ikac veraa yvela kruifi da bekenbaueri.
Cinet
Deleteპირველ რიგში დიდი მადლობა კომენტარისათვის და თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის. თქვენს მიერ მეორე მხრიდან დანახული ურთიერთობაც (ვგულისხმობ იმას, რომ ქართველ ხალხს არ შეუძლია თავის მეგობრებს იქით გახედვა) საინტერესოა რა თქმა უნდა და თუ შესაძლებლობა იქნება გთხოვთ მაგალითები მოგვიყვანოთ.
რაც შეეხება ”საწერის შემოკლების” საკითხს, ნება მომეცით რომ არ დაგეთანხმოთ, მგონი ეს ბლოგი ამტკიცებს, რომ საწერი თემების ნაკლებობას არ განვიცდით და მომავალშიც მრავალფეროვანი თემებით განებივრდება მკითხველი.