- სიზმარი ვნახე წუხელ ძაან უცნაური ...
- არ გადამრიო, რაო, რა მინდაო?
- რა და ვითომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ფეხბურთელი ვიყავი ...
- ხოო, კი ყოფილა უცნაური სიზმარი ...
- სულ ხუმრობის ხასიათზე როგორ უნდა იყო?!
- რაღა ხუმრობის, მეგობარო, კოშმარი დაგსიზმრებია და შენ კიდევ უცნაურს ეძახი ...
- არა, თავიდან კოშმარული სულაც არ იყო, პირიქით, ძალიან მომწონდა ფეხბურთელობა. ერთი-ორი გოლი მქონდა გატანილი და პოპულარობასაც ნელ-ნელა ვეპარებოდი ...
- კაი თუ ძმა ხარ ... რომელ პოპულარობაზე ლაპარაკობ საქართველოში?
- პოპულარობას ჟურნალისტებში ... ინტერვიუ მთხოვეს ერთი-ორჯერ. ეჰ, აბა, ხალხი თამაშებზე არც სიზმარში დადიოდა სამწუხაროდ ...
- გითხარი კოშმარი დაგსიზმრებია-თქო და არაო ...
- ისე, ცოტა კი გამიჭირდა, ხან ცუდ მოედნებზე გვათამაშებდნენ, ხან შუადღის ორ საათზე, პაპანაქება სიცხეში, ხან უხელფასო გუნდები არ მოდიოდნენ სათამაშოდ, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო ...
- ხო, რაც ჩამოთვალე მე მაგისთვის ძილი სულაც არ მჭირდება, ისედაც ცხადშიც ვხედავ იგივეს ...
- სამაგიეროდ, ბეემვე ვიყიდე აი, მანდ კი მინდოდა, რომ არ გამღვიძებოდა ...
- ვახ, ეს ბეემვეს ვირუსი ფეხბურთელებში ვერ მოვსპეთ რა ...
- ეჰ, აქამდე მეც ეგრე ვფიქრობდი, მაგრამ თურმე ფეხბურთელი რომ ხარ, მაშინ სხვანაირად ჩანს და კი გინდება ...
- ვარჯიშებით კმაყოფილი იყავი?
- კი, სხვათა შორის, ახალგაზრდა მწვრთნელი მყავდა, მცოდნე და ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რასაც არ ველოდი ...
- გამოსწორდა ვითომ მაგ მხრივ ვითარება?
- რას ამბობ, კაცო, მე ხო სიზმარზე ვლაპარაკობ ...
- რა ვიცი, საეჭვოა უკვე, სიზმარზე ლაპარაკობ თუ არა ... იმდენი რამე ემთხვევა, რო ...
- ეჰ, შენ ბოლო ფინალი არ იცი, თორე მაგას არ იტყოდი ...
- რა მოხდა?
- ბიჭო, თამაშზე ვართ. ჩავედით და სტადიონზე ჩვენი გასახდელი დაკავებული დაგვხვდა. გავგიჟდით, დავრეკეთ და კი, სწორად მოხვედითო, თურმე სხვა თამაში ყოფილა ჩვენამდე და ...
- მერე?
- შეგვიშვეს ბოლოს მაინც, გამოვიცვალეთ, მწვრთნელმა დაფა ამოიღო, პოზიციები კიდევ ერთხელ აგვიხსნა და ...
- და?
- სუნმა გამაღვიძა ...
- რამ?
- სუნმა ...
- პარკ-ჯი სუნმა?
- არა, მძღნერის სუნმა ...
ფუტ ბოლი
samcuxarod tandatan ecema xarisxi
ReplyDelete