ტელეფონმა დაურეკა. მობილურს დახედა. გრძელი ნომერი იყო. +995-ით იწყებოდა. ვარჯიშიდან ახალდაბრუნებულს ჩათვლემოდა. ავიღო? - გაიფიქრა. გადაწყვიტა არ ეპასუხა. ასე აჯობებდა. ვიღაც ჯიუტი იყო. გათიშვას არ აპირებდა. ბოლოს მაინც აიღო და რბილ ”ლ-”იანი - ”ალო”. თბილისიდან იყვნენ. ნიკა ჩხეიძის დავალებით რეკავდნენ. 14-ში თამაშიაო ეგვიპტესთან - ეს გაიგო მხოლოდ. აღარც ახსოვდა. მთლიანად კლუბზე გადაერთო ამ ბოლო დროს.
ნაკრებში თამაშს არაფერი მოჰქონდა. სულ აგებდნენ. ან მოსაგებს აგებდნენ, ან ისე უბრალოდ აგებდნენ. ეგ კი არა პრემიებსაც არავინ ჩამოდიოდა. გეკუთვნით მაგრამ არ გეკუთვნითო - ასე მოიშორათ თავიდან მსუქანა გენსეკმა. თვითმფრინავის ბილეთი როდის დაგიჯავშნოთო - თავს არ ანებებდა უცნობი. ჩავიდოდა მაგრამ იმ ნაგიჟარს შეიძლება არც ეთამაშებინა. ამას წინათაც უთხარა, გახურდიო. ახურა, ახურა და ისე დაამთავრა თამაში ერთი წუთითაც არ შეუშვა. ჰქონდა აზრი ჩასვლას?! თბილისიდან ლაპარაკს განაგრძობნენ. გადაწყვიტა არ წასულიყო. მენეჯერმაც ასე ურჩია. მენეჯერი გორში იყო, რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით. ისიც ახსოვს, თბილისის აეროპორტში რომ გამოაცილა შუაღამისას ასე დააბარა, თუ დაგირეკონ რაღაც მოიმიზეზეო. რაღაც სიტყვა უთხრა. არ ახსენდებოდა ახლა. ენის წვერზე ადგა და ვერ იხსენებდა. კაცს რომ მჭადის სახელი დაავიწყდება ისე იყო. ახსოვდა და არც ახსოვდა. ის ახსოვდა, მენეჯერმა რომ უთხრა - მაგას თუ იტყვი ეგ ისეთი რამეა ტრავმსაც ჯობსო. ტრავმა რა, დაგაყენებდნენ შაბა-კვირას ”სასტავში” და უარს ხომ ვერ ეტყოდი კლუბის მწვრთნელს. ეტყოდი და ან ხელფასს ჩამოგაკლებდნენ, ან აღარ გათამაშებდნენ. შეიძლება გუნდიდანაც გაეშვი ... მერე ის ნაგიჟარიც გაიგებდა რომ ითამაშე და დაიწყებდა ისევ თავისებურად. ”ბალეშიკებიც” ვერ გაგიგებდნენ. ნუ ”ბალეშიკები” კაი ჯანდაბას. მაშინაც ვერ გაუგეს ”დინამოდან” რომ წავიდა. რატომ თქვი ”ძლივს როგორც იქნა აქაურობას თავი დავაღწიეო”.. ნუ ”ბალეშიკები” რა - დაავიწყდებოდათ, მაგრამ ის ნაგიჟარი გაჩერდებოდა? შეიძლება აეყოლიებინა ვიღაცები.
გაახსენდა ამას წინადაც დაურეკეს. მგონი იგივე ტიპი იყო. ისევ ტვინი გაუბურღა ჩამოდიო. იმ ნაგიჟარს უთქვამს ჩამოვიდეს მჭირდებაო. ამას აღარ ეკითხებოდნენ ჭირდებოდა თუ არა? ბოლოს მოიფიქრა და უთხრა. ახლა ჩამოვედი აქ და ვერ ჩამოვალო. თავი უნდა დავიმკვიდროო. მაგარი ვეში უთხრა. ბაზარი მოუკლა. მგონი გაუგო მაშინ ნაგიჟარმა, მაგრა ახლა... ნეტავ რა სიტყვა უთხრა მენეჯერმა. როგორ დაავიწყდა?!
რომ არ ჩასულიყო რა? რას დაკარგავდა? ძლივს მოეწყო ევროპაში. მართალია ციოდა, მაგრამ ისე არა ნიჟნი ნოვგოროდში რომ ყინავდა. აქ პირობებიც უკეთესი იყო. პროსტა ისეთი ”დვიჟენია” არ იწეოდა. რაღაცნაირი ზანუდა ხალხი იყვნენ. სახლი-სამსახური. ველოსიპედით დვიჟენია. ”ამდენი მაყუთი გაქვს, იყიდე რა ”მაზერატი” და მიადგი. აზრზე არ არიან” - გაიფიქრა. კაი წავიდოდა, მაგრამ რომ წასულიყო და დამტვრეულიყო? მერე ვინ უშველიდა? ის ნაგიჟარი რა? ჩაატარებდა თამაშს და მერე პირველივე რეისით კვიპროსზე აახვევდა. ამას წინათ არ უთხრათ თეორიაზე, თუ საჭირო გახდა ტრავმიანებმაც უნდა ითამაშოთო... აშკარად ვერაა ტიპი.
რამე რომ დამართნოდა? ტრავმირებული რომ ჩასულიყო გუნდშიც აერეოდა ყველაფერი. კასტილებიანი ვის რაში სჭირდებოდა. ხელფასს ისედაც ცოტას აძლევდნენ და შეიძლება ისიც გაენახევრებინათ.
არადა ნაგიჟარმა რა უთხრათ? - ნაკრებში თამაშით გადადიხართ კარგ გუნდებში და ნაკრებთან ვალში ხართო. ნუ არა, აშკარად ვერაა ტიპი ... ნაკრები არა ის კიდევ ... ტელეფონში ტვინის ბურღვა გრძელდებოდა. ლამის შეკრების გეგმაზე და მენიუზე გადადიოდა ტიპი. ვერ ჩამოვალ! - მოკლედ მოუჭრა და ტიპიც გაჩუმდა. მიზეზი რა არის? - მეორე მხრიდან გაისმა. უცებ განათდა გონება. ვიზა, ვიზა უნდა ყოფილიყო პასუხი. მოკლდე და კონკრეტულად უთხრა - ვიზაა რა. ვიზის პრობლემა მაქვს - დაამატა მეტი დამაჯერებლობისთვის. ვიზა პასპოტრში ჰქონდა და პასპორტს ხომ არ მოთხოვნდა ტიპი? პასპორტის მოთხოვნა რა ნიჟნი ნოვგოროდის მილიცია იყო თუ სასტუმროს ეტაჟნიცა?
მაგარი შენძრეული ვინმე ეს ჩემი მენეჯერი- გაიფიქრა. ისეთებს მოთხრის ხოლმე. ისეთები მასწავლა. ვიზა! - არადა რა მარტივია. როგორ დამავიწყდა. იასნია ნაგიჟარიც გაუგებდა, თუ არ გაუგებდა კიდევ და ...
მაგარი მენეჯერი ჰყავდა. მაგარი ხოდები ასწავლა. ვიზა - აი ეგ იყო რა. სერიოზული იყო მაგარს ჭრიდა. გონზე ვერ მოდიოდა სასტავი. ტრავმას გაუგებდა ნაგიჟარი. ვიზაზე ასი წელი ვერ მოვიდოდნენ გონზე, ვერც ეგ და ვერც ბალეშიკები ...
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
ეჰ , მწარე რეალობა :( ნეტავ იცოდეთ როგორ ვგულშემატკივრობთ ხოლმე ჯვაროსნები და ქართული სპორტის ქომაგები ჩვენს ფეხბურთელებს , კომპლექსიან ხალხს კომპლექსები ეხსნება ხოლმე :* მოკლედ ფული რა , ფული თუ არ იქნება ამათ ტრაკის განძრევა არ უნდათ? ვილფრიდ ბონის ეგ არ უთხრა კაშიამ ფულის გამო არ ვთამაშობთ ნაკრებისთვის სხვა რამისთვის ვთამაშობთო? კაშიას არც ფული აკლია და არც კარგი გუნდი და მაინც ჩამოდის იმიტომ რომ პატრიოტია !
ReplyDelete